09

1.4K 129 16
                                    

~ პირველი სასჯელი ~

დილას მზის სხივებმა მომჭრეს თვალი,ჰმ..როგორც ჩანს წინა ღამეს გავითიშე.

მეორე მხარეს შევტრიალდი და მძინერე ჰარი აღმოვაჩინე,ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და თვალები მაგრად დავხუჭე.
ამის შემდეგ უბრალოდ ვიწექი და ყველაფერზე ვფიქრობდი.

როგორც იქნა ჰარიმაც გაიღვიძა და პირდაპირ სააბაზანოში წავიდა.ლოგინზე წამოვჯექი და ფანჯარას მივაშტერდი,ეს რა იყო? რატომ მეძინა აქ? ეს კითხვა ძალიან მაწუხებდა,მაგრამ ასე უბრალოდ კითხვა არ შემეძლო,არა როგორ არ შემეძლო მაგრამ ამის გამო სიკვდილი ნაღდად არ მინდოდა.

-ექიმთან უნდა წახვიდე!_უკნიდან მომესმა ხმა.

-რატომ?_თავი მკვეთრად შევატრიალე მისკენ.

ბიჭმა უსიტყვოდ ლოგინზე მანიშნა.ჯანდაბა! იმ ადგილას სადაც ღამე მეძინა სისხლით იყო დასვრილი.

-მაპატიე!_ლოგინიდან წამოვხტი და თეთრეულის მოშორებას შევუდექი.

-ამას რატომ აკეთებ?_მკითხა გაოცებულმა ბიჭმა.

-უნდა გავრეცხო._საშინლად შერცხვენილი ვიყავი,მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცესის კონტოლირება შეუძლებელია.

-დაწყნარდი._მან თეთრეული წამართვა და ექიმთან გამიშვა.

დღეები სწრაფად გადიოდა,ამ დროის განმრავლობაში ისევ ჰარის ოთახში მეძინა,რატომ ან რისთვის ვერ გამიგია.
უბრალოდ ბრძანება მომცეს და ამიტომაც ყოველ დღე 12ის ნახევარზე მოვდიოდი და ლოგინზე ვიძინებდი.

სულ ლოგინის კიდეზე ვიწექი,რადგან მეშინოდა რომ შეიძლებოდა მას შევხებოდი. ჩემი ფიქრები ქაოსურად იყო არეული.
კიდევ 10 დღე გავიდა,ჩალურჯებები და ჭრილობები სრულიად შემიხორცდა.
დღეს კოსმეტოლოგი იყო მოსული,ჩემი ნაკლოვანებები შეალამაზა და კანიც ნორმალურ მდგომარეობაში მოიყვანა.
შემდგომში კი ელიმაც მომინახულა.

ClareWhere stories live. Discover now