უკვე ორი თვეა რაც აქ ვიმყოფები,მაგრამ რატომ? ჩემგან ვერანაირ მოგებას ვერ ნახულობს ჰარი.მის ხარჯზე ვიკვებები და ვცხოვრობ,ჩემგან სანაცვლოდ კი არაფერს არ ითხოვს.დარწმუნებული ვარ აქ ტყუილად არ ვიმყოფები.
უკვე ერთი კვირაა რაც სროლაში მავარჯიშებენ,ვერ გამიგია რატომ,ადრე იარაღის სწორად დაკავებაც კი არ ვიცოდი,მაგრამ უკვე პროფესიონალურ დონეზე შემესწავლეს იარაღის დაშლა-აწყობა და რათქმაუნდა სროლაც.
ერთ მზიან დღეს,როდესაც ბიბლიოთეკიდან აღებულ წიგნს ვკითხულობდი,უეცრად ოთახში რამოდენიმე ადამიანი შემომივარდა,მოულოდნელობისგან ფეხზე წამოვფრიდი და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე,როდესაც მათ უკან მდგარი ელე და ჰარი დავინახე პანიკა ოდნავ დამიცხრა.
-დაჯექი_ჰარის ბრძანებას ოყოყმანოდ დავემორჩილე.ელიმ ჩემს გარშემო ტრიალი და კოსმეტიკური საშუალებების დალაგებას შეუდგა,უცნობებმა შავი ქეისები გახსნეს,სადაც ასევე უამრავი კოსმეტიკური საშუალება ინახებოდა.ყველა ფუტკრებივით ჩაება თავის საქმეში,ზოგი თმეს მიკეთებდა ზოგი მაკიაჟს,ზოგიც კი მანიკურს.
-ესეიგი მისმისმინე._თქვა ბიჭმა,ჩემს ზურგსუკან ლოგინზე დაჯდა,მის ანარეკლს სარკეში ვადევებდი თვალს_მე და შენ დღეს საქველმოქმედო საღამოზე მივდივართ,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ იქ გასართობად მივდივართ,ამისთვის არ გვეცლება.იქ ერთ კაცს უნდა შეხვდე რომელთანაც დიალოგის გაბმა მოგიწევს,მიკროფონი გექნება დამაგრებული და ყველაფერს მოვისმენთ.შესაძლებელია მან შენი დამახიჯება ან თუნდაც მოკვლა მოინდომოს,მაგრამ არ ინერვიულო ჩემი ხალხი საჭირო მომენტში მოვა და პირიქით მას მოუწევს დამახინჯება.შენ მხოლოდ მისგან რაღაც ინფორმაციის გამოძალვა მოგიწევს.
-რატომ მე?
-აბა სხვა ვინ?გოგონებს დღეს კლიენტები ჰყავთ,ამიტომაც ამისთვის არ სცალიათ,თან შენ ყველაზე კარგად მიდიხარ არ როლზე.
-და თუ მომკლავს?
-არ მოგკლავს.
-და რაზე უნდა ვილაპარაკოთ?
-შე უმეტესწილად ხმა არ ამოიღო.ის თვითონ მოგიყვება ყველაფერს ჩვენ კი მოვისმენთ,შენ მხოლოდ თავის ლამაზად დაჭერა და თამაში მოგიწევს
კოჭებამდე შავი შანელის მოტკეცილი კაბა ჩამაცვეს,რომელსაც ასევე შავი სვაროვსიკის თვლებით მორთული კორსეტი ამშვეებდა.ფეხზე ბარხატის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შემირჩიეს,ამ მომენტში ნებისმიერ მოდის მიმდევარს შეშურდებოდა ჩემი.მკაცრი მაკიაჟი და წითელი ტუჩსაცხი იდეალურად ერწყმოდა ჩემსვარცხნილობას.ყავისფერი გრძელი ტალღოვანი თმები ლამაზად იყო ჩამოსშლილი შიშველ ბეჭეებზე.ყურსასმენი თმებით დაფარეს,კაბის შიგნიდან კი მთელი მოსასმენი აპარატურა მქონდა დამაგრებული,მიკროფონი და მთელი სადენები კორსეტის შიგნიდან მჭიდროდ იყო დამაგრებული.უჩვეულოდ ლამაზად გამოვიყურებოდი,მაგრამ სამწუხაროდ ესეც თამაშის ნაწილი იყო.
ბრილიანტის საყურეები და ყელსაბამი ბოლო შტრიხს წარმოადგენდა.არ დავმალავ და ვიტყვი რომ ჩემი გარეგნობით კმაყოფილი ვიქნებოდი,რომ არა ეს ადგილი სადაც ფაქტიურად პატიმარი ვარ.
-ყველაფერი გაიაზრე?_მკითხა ბიჭმა როდესაც ჩემთვის სრულიად უცნობ ადგილზე გავჩერდით.
-შენთან ვიყო,ერთი წამითაც არ მოგშორდე,არავის დაველაპარაკო,ყველაფერი ბრძანების მიხედვით შევასრულო._ვთქვი უკვე დაზეპირებული სიტყვები,რომელსაც მთელი გზა მიჩიჩინებდა ჰარი.
-კარგი გოგო._მითხრა მან,შემდეგ კი მანქანიდან გადმოვიდა და კარები გამიღო.
აქ საკმაოდ ბევრი ხალხი შეკრებილიყო,არ ვიცოდი რასთან დაკავშირებით მოეწყო ეს წვეულება,მე უბრალოდ ყველა ბრძანებას მარიონეტივით ვასრულებდი,ყველა ზედმეტი კითხვის გარეშე.
დარბაზის ცენტრისკენ წავედით,აქაურობა დელეკატესებით და უამრავი ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელით იყო სავსე,ასეც ვიცოდი.პირი არაფერზე არ დამიკარებია,ერთი ჭიქა შამპანიურის გარდა რომელიც ჰარიმ მომაწოდა.მაგიდასთან დაჯდომა მიბრძანა სანამ წასული იქნებოდა.
აქმყოფი ხალხი უძვირფასეს ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილი და ნელი გრაციოზული მოძრაობით ზანტად დასეირნობდნენ უზარმაზად დარბაზში,ზოგი უბრალოდ სასმელს სვამდა,ზოგი ერთმანეთს ესაუბრაუბრებოდა,მაგრამ ჩემი ყურადღება მოცეკვავე წყვილებმა მიიპყრეს,რომლებიც დახვეწილად ასრულებდნენ ვალსის მოძრაობებს.
-შეგიძლიათ ერთი ცეკვა მაჩუქოთ მისს?_მკითხა მამაკაცმა,რომელიც ახალი მელოდიის დაწყებისთაავე მომიახლოვდა.
-ემ..._არ ვიცოდი რა მეპასუხა,ჰარიც არსად არ ჩანდა რამე რომ ენიშნებინა.
-მხოლოდ ერთი ცეკვა,ამით ხომ არაფერი არ დაშავება?_მამაკაცმა ნაზად გამომიწოდა ხელი.ვფიქრობ რომ ერთი ცეკვით არაფერს არ დავაშავებ.ხელი ხელზე დავადე და გავუღიმე.
დარბაზის შუა გულში მოცეკვავე წყვილებს შევუერთდით.
-რასაც ეს ადამიანი გეტყვის იმას გააკეთებ კლერ_გაისმა ყურსასმენში,მაგრამ პასუხის გაცემა არ შემეძლო.უეცრად მივხვდი რომ ეს ცეკვა სულაც არ იყო უბრალო.სახეზე ნაძალადევი ღიმილი გადავიკრი,როდესაც მუსიკა გაჩერდა ისევ ჩემი ადგილისკენ ვაპირებდი წასვლას,მაგრამ ჩემმა მეწყვილემ მაჯაში ჩამავლო ხელი.
-სად მიდიხართ?მოდი გავისეირნოთ ასე არაჩვეულებრივ დღეს მარტო ჯდომა არც ისე საინტერესო უნდ აყოს_მითხრა მან და ხელკავი გამომდო.
-გააკეთე ის რასაც გეტყვის!_გაისმა ისევ ყურსასმენში.
მორჩილად გავყევი უცნობ მამაკაცს,როდესაც გრძელ დერეფანში გავედით,მომიბრუნდა და თავაზიანად მკითხა:
-როგორ მოგწონთ წვეულება?
-საკმაოდ შთამბეჭდავია._ვთქვი მოკლედ.
-შთამბეჭდავი?მეტსაც გეტყვით ძვირფასო,შთამბეჭდავი კი არა ზღაპრულია!
-შეიძლება ასეც ითქვას._ჩავიცინე ცალყბად.
-როდესაც ხალხს ბევრი ფული აქვთ არ იციან სად წაიღონ,ამიტომაც ასეთ სისულელეებში ხარჯავენ.არ მეთანხმები ჯენეტ?_ის დერეფნის ბოლოს გაჩერდი და ჩემსენ შემოტრიალდა,ჩემი რბილი და თავაზიან კავალერი სადღაც გაქრა,ჩემს წინ უკვე გაღიზიანებული და გაბრაზებული მამაკაცი იდგა.
-ის ფიქრბს რომ ჯენეტია_გაისმა ყურსასმენში,მაგრამ ეს სიტყვები აშკარად არ იყო ჩემთვის გაკუთვნილი_კლერ გაოცებული სახე მიიღე თითქოსდა გამოგიჭირეს.
სახე შემეცვალა,გაოცებული შევხედე მამაკაცს თითქოს ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
-თავს ნუ იდებილებ!იფიქრე თუ სიკვდილს გაითმაშებდი საქმიდან სუფთად გახვიდოდი?!არ იფიქრებდი რომ ფეხი დაგიცდებოდა არა?სად ჯანდაბაში არის გამაკონტროლირებელი ფაილი?_თქვა მან ბრძანებლური ტონით.წარმოდგენაც კი არ მქონდა რა ჯანდაბას როშავდა ეს ტიპი,რა ფაილი?საიდან თავის დაძვრენა?არც არანაირი ბრძანება არ მოსულა,რა უნდა ვუთხრა? იქნებ გავიქცე?
-შემოდი!_მითხრა მა როდესაც კარები გააღო.
-შედი!_მიკარახა ყურსასმენიდან ჰარიმ.კაბინეტის მსგავს არც თუ ისე დიდ ოთახში შევედი.მამაკაცი მაგიდასთან მდებარე დივანზე ჩამოჯდა.
-დაჯექი..._მითხრა მან და ხელი ტყავს მატერიაზე მსუბუქად დაარტყა ხელი.დივათა მივედი და კუთხეში დავჯექი,ამ დროის მანძილზე მამაკაცი თვალს არ მაშორებდა.მან შამპანიური ჭიქებში ჩამოასხა და გამომიწოდა.
-არ გინდა?შენი საყვარელია,როგორც უყურებ არ დამვიწყებია.
მამაკაცმა ირონიულად გამიღიმა,მეკი შუშხუნა სითხით სავსე ჭიქა გამოვართვი.
-ხომ უყურებ როგორ კარგად გექცევი?უბრალოდ მითხარი როდესარის დანიშნული X დღე და სად ინახება ფაილი?_თქვა მან და ჩემს წინ აისვიტა.აზრზე არ ვიყავი რას ამბობდა,სიმართლე ვთქვათ რომ მცოდნოდა აუცილებლად ვეტყოდი ოღონდ აქედან დამეღწია თავი,მაგრამ სამწუხაროდ ინფორმაციის მცირე ნაწილიც კი არ ვიცოდი.მე ჩუმად ყოფნა ვარჩიე,ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა,რომელიც თანდათა გაუსაძლისი ხდებოდა,მაგრამ მაინც ვითმენდი.
-კარგი_კაცი უეცრად ყელში მეტაკა,მოულოდნელობისგან ჭიქა ხელიდან გამივარდა,რის გამოც ნამსხვრევებად იქცა.
-მითხარი!_მან უფრო ძლიერად მომიჭირა,რის გამოც ამოვიხროტინე_მითხარი და გაგიშვებ!_უკვე ბღავილზე გადავიდა.ჰაერი ნერვიულად ჩავყლაპე და უხეში ხელის მოშორება ვცადე,მაგრამ ის ჩემზე გაცილებით ძლიერი იყო.უკვე ვიხრჩობოდი.სად არის ჰარის ხალხი?მან ხომ თქვა რომ გვითვალთვალებდენ?სად ჯანდაბაში არის როდესაც ჩემი სიცოცხლე ბეწვზე კიდია?
კიდევ რამოდეიმე წამი გავიდა,მივხვდი რომ არავინ არ მოვიდოდა საშველად,ამიტომაც მაგიდაზე დადებული შამპანიურის ბოთლისკენ გავიწიე.მადლობა ღმერთს მივწვი,სანამ კაცი თავის ჩემსკენ მოტრიალებას მოასწრებდა,მანამდე ბოთლი მთელი ძალით ჩავარტყი თავში.კაცი უკან ბარბაცით დაიხია,შეშინებული წიგენის კარადასთან მივვარდი და გადავატრიალე,რის შედეგადაც ის კარადის ქვეშ მოხვდა.
ისევ დარბაზში გავიქეცი,გასასვლელთან ჰარი მელოდებოდა.
-წამოდი!_მითხრა მან და მანქანაში სწრაფად ჩამტენა,რის შემდეგაც ადგილიდან მოვწყდით.ხლებეი კისერზე შემოვიწყვე,ჯერ კიდევ შოკიდან გამოსვლას ვერ ვახერხებდი,გული გამალებით მიცემდა.თუ მოვკალი?მაგრამ ეს ხომ თავდაცვა იყო?მირჩევნია ასე ვიფიქრო,ვიმედოვნებ რომ კარგად იქნება.
ღმერთო რა სულელი ვარ! ის ჩემს მოკვლას ცდილობდა,მე კი ვიმედოვნებ რომ კარგად იქნება?!
-რატომ არ მოვიდა ვინმე ჩემს საშველად?_გაღიზიანებულმა ვიკითხე.
-ის არ მოგკლავდა._თქვა ჰარიმ წყნარად.
-არ მომკლავდა?!შენ იქ არ იყავი და არ იცი რას ამბობ,ცოტაც და ახლა აქდან ჩემს გვამს გაიტანდი!|
-რომ გეუბნები არ მოგკლავდა რო,ესეიგი ასეა,ზედმეტად ძვირფასი ხარ,ამის გამო ის თავით აგებდა პასუხს.
-ძვირფასი?!
-ამით არ გამოიტენო თავი,მთვარია დავალება შეასრულე,დანარჩენს მნიშვნელობა აღარ აქვს_აშკარად არ ჰქონდა ჩემთან ლაპარაკის სურვილი.რაღაცაზე იყოჩაფიქრებული,მთელიგზა ფანჯარაში იხედებოდა და ხმას არ იღებდა.
კიბეზე ზანტად ავდიოდი,ყოველ ახალ საფეხურს ახალი კითხვა მოზდევდა,როგორ მინდოდა ამაზე ვინმესთან ლაპარაკი,როგორ მინდოდა ვინმესთვის გული გადამეშალა,თა ეს კითხვებიც არ მასვენებდა.ტრადიციულად აბაზანის მიღების შემდეგ ჰარისთან ოთახში შევედი.
ის ლოგინზე იწვა და მგონი ეძინა კიდეც.ფეხისწვერებზე ლოგინთან მივედი და ჩუმად ჩავიდუდღუნე:
-ეს ჯენეტი ვინღა არის?
-ჩემი შეყვარებული_გაისმა ჰარის ცივი ხმა.მოულოდნელობისგან ფართოდ გავახილე თვალები და ბიჭს მივაშტერდი.ჯანდაბა მეგონა თუ უძინა!
მას რა შეყვარებული ყავს? ჰარი სტაილსს შეყვარებული ყავს,ეს დაუჯერებელია!
მაშინ მე რაღა შუაში ვარ?ან რატომ მიმამსგავსა იმ კაცმა ჯენეტს?
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...