მთელი ღამე დაძინება ვერ მოვახერხე.ჩემთვის ეს ზედმეტია.ვცდილობდი ის ინფორმაცია გადამეხარშა,რაც ამ საღამოს მივიღე.ინფორმაცია კი ძალიან ბევრია.დაძინება ვერანაირად ვერ მოვახრხე,ხან ერთ მხარეზე გადავტრიალდი,ხან მეორეზე,მაგრამ უშედეგოდ.ალბათ ჰარისაც ხელს ვუშლიდი,ამიტომაც ცოტა გასეირნება გავწყვიტე.ატლასის კარდიგანი მოვიხურე და დერეფანში გავედი.საშინლას ბნელოდა,მთავრის შუქი ძლივს აღწევდა ფარდების გამო.კედელს ხელი მივადე და ძლივს ჩავედი პირველ სართულზე.
როდესაც სამზარეულოში ორიენტირება გამიადვილდა რათა რამოდენიმე ნათურა ენთო თუმცა მთელი ოთახისთვის სამყპფი სინათლე არ იყო.საშინლად მშიოდა მაგრამ ლუკმა ყელში არ გადამდიოდა.უეცრად შოკოლადის ფილა დავინახე და უყოყმანოდ ავიღე.
ახლა ჩაის ან რამე ამდაგვარის ძებნას შევუდექი.უეცრად ქარი შემოიჭრა და თითქოს თავისი ცივი მარწუხები მომხვია თითქმის შიშველ ტანზე.შიშისგან ტაომ დამიარა,ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მარტო არ ვიყავი,თითქმის ჩაბნელებულ ოთახს თვალი მოვავლე მაგრამ როდესაც ვერავინ აღმოვაჩინე ისევ ჩემს საქმეს მივუბრუნდი.კარადების კარებს ვაღებდი მაგრამ ჩემთვის სრულიად უსარგებლო ნივთებს ვნახულობდი.აი როდესაც ბოლო კარები გავაღე ბარის დაგავარ უჯრას მივაგენი,სადაც უამრავი ალკოჰოლური სასმელი ეწყო.ძალიან იშვიათად ვსვამდი,ისიც მხოლოდ დღესასწაულებზე.არ ვიცი რატომ მაგრამ როდესაც სასმელები დავინახე თვალები ამენთო და ვიგრძენი რომ ეს ის იყო რაც ამ მომენტში მესაჭიროებოდა.ის ჭიქა ავიღე რომელიც პირველად ხელში მომხვდა,ვისკი ჭიქაში ჩავასხი და ერთ ამოსუნთქვაში გადავკარი.სასმელმა ყელი ჩამიწვა,შოკოლადი სწრაფად სწრაფად დავღეჭე და გადავყლაპე.როდესაც შავი შოკოლადის და მწარე ვისკის გემო ერთად შევიგრძენი,საოცარი სიამოვნება ვიგრძენი.ყველა პრობლემამ უკანა პლანზე გადაინაცვლა და თავრუ დამეხვა.უკვე აღარაფერი აღარ მაინტერესებს.
ცოტა ხანში ბოთლი ნახევრამდე ჩავიყვანე,მაგრამ წყურვილი სულაც არ გამნელებია.
YOU ARE READING
Clare
Fanfictionყოველი ჩვენთაგანი ჩადის რაღაც სულელურ და გაუაზრებელ საქციელს. ვრისკავთ და ზოგჯერ არც თუ უაზროდ, მაგრამ როდესაც გვაიძულებენ რამის გაკეთებას ჩვენი ნების წინააღმდეგ? თუ გვავიწროვებენ და წესებით ცხოვრებას გვაიძულებენ? და თუ ეს წესები ყველაზე შეურაცხმყოფ...