უცხო გარემო

874 52 8
                                    

*საღამოს*
სანამ ტრიშა სააბაზანოში წესრიგდებოდა მე ტანსაცმელი ავარჩიე(როგორც ფოტოზეა)
მალევე კარზე ზარის ხმა გაისმა, მივხვდი,რომ ტრიშას შეყვარებული იყო, ამიტომაც კარზე მივუკაკუნე.
- მოვიდა შენი მზეჭაბუკი, გამოეთრიე,- დაბლა ჩავედი და კარები გავაღე.
- შემოდი, შონ,- შემოვიდა, გადამკოცნა და მისაღებ ოთახში ტახტზე მოკალათდა.
- ტრიშა მალე ჩამოვა,- თავი დამიქნია, მეც იქვე ჩამოვჯექი და ინსტაგრამზე შევედი,ჩემი და იდიოტის ფოტოებით იყო გადაჭედილი,ჯერ ერთმანეთს რომ შევასკდით,მერე მანქანაში რომ ვისხედით და შემდეგ მოლშიც.მეტი საქმე არ აქვთ ამათ?
- შონ..- ტრიშამ კიბეებზე ჩამოირბინა, კალთაში ჩაუჯდა, აკოცა და მიეხუტა.
- წავიდეთ, პატარავ?
- ჰო.. სტეისიც მოდის.
- ვაუ, მაგარია,- სიცილით გამომხედა შონმა. წასასვლელად მოვემზადეთ, სათვალეები გავიკეთე, ტელეფონი ავიღე და წავედით.მომიწია უკანა სავარძელზე დავმჯდარიყავი.ეს ორი ცანცარებდა, მეკიდევ ამათზე ვღადაობდი.როდესაც კლუბში შევედით ისე დავიწყე ყურება, თითქოს უნახავი ვიყო აქაურობის.დიდი ხანი არ ვყოფილვარ კლუბში,ასევე არც დამილევია, ამიტომაც ხვალისთვის ასპირინი უნდა მოვიმზადო და რამე გაზიანი სასმელი.
- სტეისი, რას დალევ?- მკითხა შონმა.
- ჯინ ტონიკს,- თავი დამიქნია, ტრიშას შეკვეთაც აიღო და წავიდა.
- ძალიან მაგრად გავერთობით,- ტრიშა მომეხვია.
- ჰო..რაღაც უნდა გითხრა.
- გისმენ.
- ახალ კონტრაქტს მოვაწერე ხელი.
- რა?მაგარია..
- ჰო,ზეგ მივფრინავ პარიზში,- სახე შეეცვალა, რადგანაც მიხვდა,დიდი ხანი რომ ვერ ვნახავდი.
- მომენატრები..
- მეც,- ლოყებზე ვუჩქმიტე.
- ქალბატონებო,- დაიძახა მზეჭაბუკმა და ჩვენი სასმელი დაგვირიგა, ნელა წრუპვა დავიწყე,თან მუსიკას რითმულად ვყვებოდი.როდესაც ჩემი ჭიქა ჩავცალე წამოვდექი.
- წავალ, კიდე მოვიტან,- ვთქვი და ხალხის ბრბოში ცეკვა-ცეკვით გავიარე,ბართან მივედი და იქვე ჩამოვჯექი.
- ამ..არაყი თუ შეიძლება,- ბარმენი როცა მოტრიალდა ღიმილი მოეფინა სახეზე.
- სტეისი კუპერი?
- დიახ..- ბიჭს უფრო გაეღიმა, არაყი დამისხა და ლიმონიც მომაწოდა.
- გმადლობთ,- გადავკარი,შემდეგ ლიმონი ჩავისხი პირში.
- შეიძლება თქვენთან ფოტო?- არყისა და ლიმონის გამი დამანჭულმა თავი დავუქნიე,ბარზე შემოვხტი და მისკენ გადავედი, გაეცინა, კისერზე მოვხვიე ხელი ძველი მეგობარივით, ფოტო სწრაფად გადაიღო, შემდეგ მაისურზე ხელი მოვუწერე.ჩემს პირვანდელ ადგილს დავურუნდი და ისევ არაყი გავამეორე.
*რამოდენიმე საათის შემდეგ*
ისევ ტრიშასთან და შონთან ერთად ვზივარ და არემარეს გავყურებ,უცბად თვალი ერთ ვიღაცაზე გავაჩერე.
- რა ნაცნობი ტიპია..- ვთქვი და თავი გავაქნიე,რომ ყურადღება აღარ მიმექცია.
- საპირფარეშოში გავალ,- ტრიშა გავიდა მალევე.
- გაყევი რა, კიდევ ცუდათ არ გახდეს,- შონმა ოხვრით დამიქნია თავი და უკან გაჰყვა.
როდენიმე წუთში დაბრუნდნენ.
- სტეისი..- გავიგონე ტრიშას ყვირილი, პირდაპირ ჩემს ყურთან,რაზეც წამოვიკივლე.
- დებილო..- ვთქვი და ყური დავიზილე.
- ნახე ვინები ვიპოვე..- როდესაც მაღლა ავიხედე ეგრევე ჰარის მოვკარი თვალი, წარბი ასწია,ალბათ არ ესიამოვნა ჩემი დანახვა,ისევე, როგორც მე.
- ლუი, ეს ჩემი დაიკო და შეყვარებულია,- თქვა ტრიშამ, მაშინღა შევნიშნე,რომ ლუიც აქ იყო, ხელი ჩამომართვა.
- ეს ის გოგო არაა, ჰარის ცხელი ყავა რომ გადაასხა,- გამოხტა საიდანღაც ნაილი.
- ჰო, მე ვარ,- ისევ ჩემს ადგლას დავჯექი.
- ჩვენთან ერთად დალევთ?- შესთავაზა ტრიშამ, რაზეც ყველა დათანხმდა.
- სასმელზე დაგპატიჟებთ,- ლუის ნათქვამზე ტრიშამ მხოლოდ გაუღიმა, თან შონს დაათო თავი მხარზე.ჰარი ისევ მე მაშტერდებოდა, ჯინაზე მეც ჩავაშტერდი თვალებში.როდესაც სასმელი მოიტანეს, ისე გადავკარი თვალი არ მომიშორებია..
- ჰაერზე გავალ,- ბოლოს,როცა მომბეზრდა წამოვდექი.ხალხის ბრბო გავარღვიე და გასასვლელისკენ წავედი, გარეთ გავედი, ცივმა ჰაეფმა უფრო იმოქმედა ჩემზე,თავრუ დამეხვა და რომ არ წავქცეულიყავი კედელს მივეყუდე, პირი შევხსენი და ღრმად სუნთქვა დავიწყე.ვგრძნობ ფეხებში ძალა მეცლება და მეკეცება, ალბათ მალე ძირს დავეცები, იმდენად მოდუნებული ვარ.
- ჰეი, ფრთხილად,- გავიგონე ვიღაცის ხმა, შემდეგ მხრემზე ძლიერად მომიჭირა ხელები.
- კარგად ხარ?- მისი მშვიდი ხმა ისეთი სასიამოვნო იყო,მინდოდა შემეხედა,მაგრამ მიჭირდა.თავი წინ წავწიე და მხარზე ჩამოვადე.
- ვკვდები?
- არა..- ხელში ამიყვანა,- სად ცხოვრობ?
- არ მახსოვს..
- კარგი, მაშინ ჩემთან წაგიყვან,- ამ სიტყვებზე მაისურზე მოვუჭირე, მინდოდა მოვშორებულიყავი,თუმცა არ შემეძლო.
- ნუ ცქმუტავ,არაფერს დაგიშავებ,- თქვა ხვნეშით,იმდენად ცუდად ვიყავი კისერში ჩავუყავი თავი და გავითიშე.

What Is This Love(H.S)დასრულებულიაWhere stories live. Discover now