- ჯანდაბა,- წამოვიკივლე და ჰარის ზურგს უკან ამოვეფარე.
- არარსებობს,- ამოილუღლუღა ჰარიმ და წინ წავიდა,თვალები გავახილე და დავინახე, როგორ ეხვეოდა ჩემთვის უცნობ ორ ადამიანს.
- ჩემი პატარა ბიჭი,- თქვა შავთმიანმა ქალმა და ჰარის ლოყები მოჩქმიტა.
- კარგი რა, დედა..- ჩაიცინა,- ვიღაც მინდა გაგაცნოთ,- ჩემკენ წამოვიდა.
- სტეისი?- იკითხა იმ ქალმა,ჰარიმ ხელი მომხვია და მათთან მიმიყვანა.
- ჰო, ეს სტეისია. სტეისი გაიცანი ეს დედაჩემი ენი და ჩემი და ჯემა არიან.
- ღმერთო ჩემო, ვერც წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა თქვენი გაცნობა,- ორივეს მოვეხვიე მომღიმარი.
- ჰარიზ ბევრს გვიყვებოდა შენზე,- მითხრა ენიმ,რაზეც ჰარიმ დამორცხვილმა შემომხედა. მეც შემრცხვა და თვალი ავარიდე ყველას.
- უყურეთ, ამ ორ მორცხვს..
- კარგით გეყოთ,- სიცილით ამოიოხრა ჰარიმ და ხელი მომხვია.
- რომ გვცოდნოდა ჩამოსვლას აპირებდით, რამეს დაგახვედრებდით.
- საყვარელო,რომ გვეთქვა სიურპრიზი არ გამოვიდოდა ჩვენ უბრალოდ თქვენი ნახვა გვსურს,- ენის გავუღიმე.
- მისის თვისტ,ყავით მაინც გაგიმასპინძლდებით,- უეცრად წარბები შეჭმუხნა,რამაც ცოტა შემაშინა.
- გთხოვ, მხოლოდ ენი დამიძახე,- როდესაც ეს მითხრა გულზე მომეშვა და გავუღიმე.
- კარგით, ენი,- სამზარეულოში გავედი ყავის მოსამზადებლად,თან საკონდიტრო მაღაზიაში დავრეკე,რომ რაიმე ტკბილი შემეკვეთა.
მარწყვის ტორტი შევუკვეთე,თან ყავა ჭიქებში გავანაწილე და ლანგრით გავიტანე.
- ჩვენმა სიურპრიზმა სტეისი ცოტათი შეაშინა,- ჯემას გაეცინა.
- ეგ კი არა, უნდა გენახათ რა გააკეთა დღეს,- სიცილით ამომხედა ჰარიმ, ვიდრე ყავას ვუნაწილებდი მათ.
- კარგი რა, ჰარი,- ამოვიდუდღუნე.
- ჩვენი ნუ გცხვენია,- მითხრა ენიმ და გამიღიმა. რა საყვარელია.
- მოკლედ, სტეისიმ ნაილს ჭამაში აჯობა,- რაზეც ჯემას ყავა გადასცდა და ხველება აუტყდა.
- ნაილს ვინმემ აჯობა ჭამაშ?- სიცილი დაიწყო.
- ჰო, სტეისიმ ეს შეძლო, მაგრამ ამას შემეხედეთ, ისევ ისეთი წვრილია, როგორიც ჭამამდე,კილო არ მოუმატია,- ვიდრე ჰარი ხითხითებდა კარზე დააკაკუნეს.
- კიდე ვინმე გვიმზადებს სიურპრიზს?- იკითხა მან, რაზეც მე ჩავიცინე.
- ვფიქრობ ჩემი შეკვეთაა,- წამოვდექი კარის გასაღებად.არც შევმცდარვარ,კონდიტერი იყო.
- აქ მოაწერეთ ხელი,- შეკხვეთის ფურცელს მოვაწერე ხელი, ფული გადავუხადე და სამზარეულოში შევედი ტორტის დასაჭრელად.
- იმედია მოგეწონებათ, როგორც ვიცი საუკეთესო ტორტია,- სტუმრემს დავუდე თეფშები.
- ღმერთო ჩემო,ეს გოგო მაოცებს,- ამ სიტყვების გამო ოდნავ გავწითლდი.
- ჰარი, შენც მოგიტან,- ვიდრე გავიდოდი,წამოიწია და ხელში მწვდა.
- არა, არ მინდა,ძალიან ბევრი ვჭამე დღეს, მოდი ჩემთან,- თავის გვერდით დამისვა.თორმეტ საათს ისე გადასცდა, ვერც კი შევნიშნეთ.
- კარგი, საყვარლებო, მგონი დაიღალეთ იმდენი გელაპარაკეთ.
- არა, რას ამბობთ..- ვთქვით მე და ჰარიმ ერთ დროულად.
- ხვალ არ მიდიხართ?ტური ხომ გაქვთ- ჰკითხა ჯემამ თაცის ძმას.
- აუ, ამის,- ამოიოხრა ჰარიმ და გამომხედა.
- აღარც კი მახსოვდა..
-ვხოდა წადით, გამოძინეთ,რომ ძალა გამოცლილი ვერაფერს იზამთ.
- კარგი, დედა,- ჰარი ორიგეს გადაეხვია.
- ოთახამდე მიგაცილებთ,- ვუთხარი მათ და ნელ-ნელა ავედით მეორე სართულზე. ტკბილი ძილი ვუსურვე და ჰარისთან გავედი.
- ჰარი..- ჩუმად დავიძახე. რა თქმა უნდა, სააბაზანოში იყო, შიგნით შევედი,ის კი საშხაპეში იყო.
- ჰაროლდ,- დავუძახე, ეგრევე თავი გამოყო.
- შემოდი რა, არ მესმის შენი ხმა კარგად,- გამეცინა, ტანზე გავიხადე და მასთან შევედი.
- იმას ვამბობდი,რომ ძალიან საყვარელი დედა და და გყავს.
- შენ ვერ წარმოიდგენ, რა საყვარელი და ღორმუცელა შეყვარებული მყავს,- მომღიმარმა შემომხედა,რაზეც კოპები შევკარი.
- დეგენერატო,- ზურგი ვაქციე, ახლოს მოიწია და კისერზე მაკოცა.
- მომშორდი..- ეგრევე უკნიდან მიმიხუტა.*აგრძელებს ჰარი*
ღმერთო ჩემო,გამაგიჟებს ამ გოგოს ხასიათი.ერთ წამს იცინის, მეორე წამს კიდევ უმიზეზოდ ატირდება ხოლმე.როდესაც ატირდა,არ ვიცოდი რითი დამემშვიდებინა ან რა მეთქვა, ამიტომაც უბრალოდ ჩავეხუტე,იქამდე მყავდა მიხუტებული ვიდრე ჩემს მკლავებში არ ჩაეძინა.როდესაც საწოლზე გადავაწვინე შევხედე და ტანში უცნაურმა გრძნობამ გამიელვა.
- ღმერთო ჩემო,- ამოვიოხრე და სახეზე მოვისვი ხელიზ შემდეგ კი პირსაწოცი იქვე მივაგდეზ საცვალი ამოვიცვი და საწოლზე დავეხეთქე,გადავიწყებული მქონდა,რომ სტეისიც იწვა. შეიშმუშნა,ჩემკენ მობრუნდა და მთლიანად ამეკრო,გვერდით მივბრუნდი და მეც მოვხვიე წელზე ხელი,ნიკაპი თავზე ჩამოვადე და დავიძნე.
YOU ARE READING
What Is This Love(H.S)დასრულებულია
Fanficფიკი ახალგაზრდა მოდელის,სტეისი კუპერისა და ვან დაირექშენის ერთ-ერთი წევრის,ჰარი სტაილსის შეხვედრისა და მოულოდნელი სიყვარულის შესახებაა. ფიკი დაწერილია 2018 წელს.