კლუბი

621 45 8
                                    

რამოდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ,რაც ბიჭები თავიანთ 10 თვიან ტურნეზე გავიდნენ, მათ თითქმის ყოველდღე ვხედავ, მაგრამ არც ისე დიდი ხნით, რადგანაც ყველა დაღლილები ვართ და არაფრის თავი გვრჩება. მე გადაღებები და სხვადასხვა გამოსვლები მაქვს,მათ კონცერტები,შოუები და ა.შ.
თუმცა დადგა ის ბედნიერი დღე, როდესაც მოვიდა მათი დასვენებაც, ორ ან სამ თვეში ერთხელ,ორი დღე ისვენებენ ხოლმე, რომ ძალიან არ გადაიწვან,წარმოიდგინეთ 60 დღე,გადაბმულად,დილაუთენია რომ აგაყენებენ,რეპეტიციაზე წაგიყვანენ, საღამოს კი კონცერტია,მერე კიდევ ფანებთან შეხვედრა, მათთან თავის დაჭერა ისე თითქოს საერთოდ არ ხარ დაღლილი. მათ დასვენების დღეს ჩემიც დაემთხვა,ამიტომაც სახლში ვზივარ და ველოდები ჰარის,როდის მოვა,იმდენს მოვეფერები, შემდეგი თვეები უიმისობას რომ გავუძლო,არა,ასე ციდად არ გვაქვს საქმე, როგორც უკვე აღვნიშნე,მათ ვნახულობ ხოლმე, უბრალოდ აღარ გვაქვს ისეთი ურთიერთობა,როგორიც ადრე, ვინაიდან დაღლილია ჩემი ბანანი. არ ვარ ისეთი ადამიანი,ასეთ მომენტში ვეცე და იმაზე ვეწუწუნო,ყურადღებას არ მიაქცევ მეთქი, კარგად ვატყობ ჰარის,სასტუმროში მოსვლისას მკვდარივით ითიშება.
რამოდენიმე კვირის წინ, რაღაც თემაზე ვსაუბრობდით,ჯიუტად მეკამათებოდა და ვიდრე მე ჩემსას ვუხსნიდი,ჩაეძინა. გეფიცებით, ძალიან სასაცილო მომენტი იყო, თუმცა საყვარლობაც.
უეცრად კარის ხმა მომესმა,მომღიმარი წამოვდექი საწოლიდან და ოთახი დავტოვე.
- ჰარი..? - ხმა არ გაუცია,თუმცა შუქი როცა აინთო ოთახში,შევბრუნდი. მომღიმარი მიყურებდა. დავიკივლე სიხარულისგან და მისკენ გავიქეცი,წელზე შევახტი,რაწამსაც ხმამაღლა ამოიხვნეშა.
- ვაიმე,მაპატიე,პატარავ..- უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ გამაკავა.
- არაუშავს,ისე მომენატრე,დაღლას ვინ ჩივის,- ტუჩებზე მაკოცა. მთელი სახე დავუკოცნე და მისგან ჩამოვედი,მისაღებში დავტოვე და მისთვის გამომცხვარი პიცა გამოვიტანე.
- მადლობა,- ეგრევე ჭამა დაიწყო.
- გვიან ჩამოსულხარ, დილით გელოდებოდი არადა.
- ხო..მეც ეგრე მეგონა, მაგრამ საქმეები გვქონდა,- ამოიოხრა.
ვიდრე ჭამდა,პარალელურად მიყვებოდა კვირის ამბებს თუ რა მოხდა.
- ჯანდაბა,როგორ მინდა ახლა ეს ხალათი შემოგაძრო და მთელი სხეული დაგიკოცნო,- ამოიდუდღუნა და მუხლებზე დამადო თავი.
- ეგ ხვალ ქენი,ახლა ორივე დაღლილი ვართ.
- შენც?
- ჰო, რომ არ ჩამოხვედი,ფოტოსესიაზე წავედი,მერე ტრიშას გავყევი საყიდლებზე.
- ჩემი პატარა, ესეიგი,მოფერება დილისთვის გადავდოთ?
- ჰო,ახლა წამოდი,- ოთახში გავედით,ტანზე გაიხადა და ჩაწვა საწოლში,მივუწექი თუ არა მოვეხვიე.
- ტკბილად დავიძინებ ამაღამ,- მკერდზე ვაკოცე და იქვე დავადე თავი,ცოტახანს ხელით ნაზად მეფერებოდა მხარზე, შემდეგ ორივეს ჩაგვეძინა.

What Is This Love(H.S)დასრულებულიაWhere stories live. Discover now