მოულოდნელი ამბავი

574 41 4
                                    

*აგრძელებს სტეისი*
გათენდა თუ არა ტრიშას ოთახში შევედი ეძინა, მივუჯექი გვერდით და შუბლზე ვაკოცე.წერილი დავუდე ბალიშზე და გამოვედი.ჩემი ზურგ ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი,ჩემს მანქანაში ჩავჯექი, მთელი ძალით მივაქროლებდი მანქანას აეროპოსტისკენ, ცარიელ ქუჩებში.
ადანიშნულების ადგილას მისვლისთანავე ვიყიდე კერძო თვითმფრინავის ბილეთი და დაველოდე, როდის მოვიდოდა ჩასხდომის დრო.ჩემს ბილეთს ვაშტერდებოდი,რომელსაც ეწერა დიდი წარწერით ,,LA".
როდესაც ჩასხდომის დრო მოვიდა სწრაფად გავიჭერი წინ,ერთი სული მქონდა, როდის მოვწყდებოდი აქაუვრობას.ლოსანჯელესში,რომ ჩავალ, პირველი რასაც ვიზავ, ტელეფონს ვიყიდი,შემდეგ რამე მყუდრო სახლს და რაც მთავარია დავივიწყებ,არ ვიცტყვი რისი ან ვისი დავიწყება მინდა,რადგანაც ვიტირებ.რაღა თქმა უნდა, ყველაფერი მისახვედრიცაა.
*აგრძელებს ტრიშა*
როდესაც ვიღაცის კოცნა ვიგრძენი, უბრალოდ გავატარე,მეგონა ესეც სიზმარი იყო,მაგრამ როდესაც მანქანის ხმა გავიგონე გამოვფხიზლდი,კამოდზე რაღაც ფურცელს მოვკარი თვალი და ეგრევე ვეცი.
,,ტრიშა,ჩემო პატარა ცხოვრებავ,ვიცი დაუმშვიდობებლად მივდივარ და ამისთვის დიდ ბოდიშს გიხდი.მაგრამ ვერცერთი წამით ვეღარ გავჩერდები მანდ,ტელეფონი არ მაქვს, რადგანაც გამიფუჭდა, თუმცა არ იდარდო, ვიყიდი თუ არა ახალს აუცილებლად დაგირეკავ და მერე გეტყვი სად წავედი.ძალიან გთხოვ, არავის არაფერი მოუყვე, ნუ ხომ ხვდები....მოვიფიქრებ რამეს არ მინდა ჩემი კარიერა იმით ჩავაფლავო,რომ ვიღაც ჩემს გამოყენებას ცდილობდა.არ მინდა სხვებმა გაიგონ ეს. ძალიან მიყვარხარ და იმედია არ მიწყენ, ასე რომ გავიქეცი. დიდი იმედი მაქვს ჩამოხვალ ხოლმე ჩემთან.
სიყვარულით სტეისი."
- ს..სტეისი,- ამოვილუღლუღე და ავტირდი.მალევე ჩემი ტელეფონი აბზუილდა.როდესაც დავხედე ლუი იყო.
- გისმენ,- ძლივს შევიკავე თავი,რომ აღარ მეტირა.
- რა ხმა გაქვს?
- არაფერი ისეთი..
- გინდა ამ ასღამოს სადმე გავისეირნოთ?
- არა, არ მინდა!
- გაბრაზებული ხარ ჩემზე?- მკითხა ლუიმ, მეკიდევ თვალებიდან ცრემლები წამომივიდა.
- იცი რა..?გააჯვი,- დავუღრიალე.
- რა?
- შენ და შენი ძმაკაცი, ორივე სირები ხართ, ამიტომაც გააჯვით, არასოდეს გაპატიებ იმას,რომ იცოდი რასაც აპირებდა ჰარი და არ თქვი,რომ არაფერი მომხდარიყო..ხოდა გააჯვი, რა ვიცი, იქნებ შენც მსგავსი გეგმა გაქვს ჩემს მიმართ,ამის უფლებას არ მოგცემ!-ვუთხარი და გავუთიშე.ვიცოდი დამირეკავდა,ამიტომაც მისი ნომერი დავბლოკე, ყველა სოციალურ ქსელში წავშალე და  ატირებული ბალიშს ჩავეხუტე.
მთელი დღე არ ავმდგარვარ საწოლიდან, იქამდე სანამ ისევ არ აბზუილდა ჩემი ტელეფონი.ამჯერად უცხო ნომერი იყო თავიდან გათიშვას ვაპირებდი, მაგრამ მერე გამახსენდა სტეისის წერილი,,როდესაც ახალ ტელეფონს ვიყიდი დაგირეკავ." ამიტოაც ვუპასუხე.
- ტრიშა,- გავიგონე სტეისის ჩახლეჩილი ხმა.
- სტეისი..- ამოვისლუკუნე.
- პატარავ, კარგად ხარ?
- გთხოვ, სად ხარ მითხარი..არ მინდა აქ მარტო..- ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
- მარტო არ ხარ, შენ ხომ ლუი გყავს..
- არა, არ მყავს...როგორ ვიყო მასთან, როდესაც ისიც იმ გეგმის ნაწილი იყო?- ცხარედ ავტირდი.
- ლა-ში ვარ..
- ხვალვე ჩამოვალ..
- კარგი, საყვარელო, აეროპორტში დაგხვდები..
- კარგი.
ბევრი არ გვილაპარაკია..როდესაც დავემშვიდობე, ეგრევე თვალები დავხუჭე,რომ დამეძინა.
*ორი კვირის შემდეგ*
*აგრძელებს სტეისი*
ორი კვირა გავიდა, მეკიდევ ჩვეულ დავდივარ გადაღებებზე.ჩემზე და ჰარიზე პატარა თვითი გავაკეთე,ვერ შევეწყეთ ერთმანეთს მეთქი და მორჩა.ბევრი აყალმაყალი მოჰყვა ამას, თუმცა გადავაგორე ესეც.მიხარია ტრიშა რომ ჩემს გვერდით არის.მეხმარება ყველაფრის დავიწყებაში, მაგრამ ყოველ ღამე წარსულს მივსტირი.იმ წარსულს კიარა,რაც გამიკეთა ჩემმა პირველმა სიყვარულმა.იმას მივსტირი თუ რა ბედნიერი ვიყავი იქამდე,სანამ ამ ამბავს გავიგებდი. პერის მადლობელი ვარ,  რადგანაც არ დამიმალა, როგორც ნაილმა,ლიამმა და ლუიმ გააკეთეს ეს.მე პერის არაფერში ვადანაშაულებ, მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი.ნუ მან იცოდა,რომ მე და ჰარი ნაჩხუბრები ვიყავით,ის კი ნამდვილად არ იცოდა,იმ დღესვე,რომ შევრიდგით,თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.ორი თვე იყო ჩუმად, ალბათ რომ არაფერი ეთქვა და ჰარის თავისი საქმე ბოლომე მიეყვანა, პერისაც ისე შევიძულებდი, როგორც ის ხუთი ბიჭი.იმასაც მივხვდი ზეინმა საცოდავი, გამოუცდელი გოგო რატომ მიწოდა.მეორე დღეს ბოდიში,რომ მომიხადა, მითხრა,არ მინდა ვინმემ გულ იგატკინოსო.ახლა მივხვდი.ვფიქრობ ზეინს თქმა უნდოდა ჩემთვის, მაგრამ იმიტომ ვერ მეუბნეოდა,რომ ბოლოს და ბოლოს ჰარი მისი ძმაკაცია.ისიც შესაძლებელია,რომ ზეინმა პერის უთხრა..მოკლედ არ ვიცი და აღარც მადარდებს..პერის არაფერს ვერჩი, მაგრამ იმ ბიჭების ხსენებაც კი არ მინდა.
- ტრიშა, გადაღებებზე მივდივარ,- ვუთხარი,ის კი კარებში გამეკვეხა.
- არაფერი გიჭამია..
- არ მშია,ტრიშა...
- ორი კვირაა საჭმელს არ აკარებ პირს!- შემიბღვირა,მეკიდევ გვერდზე გავწიე.
- არ მშიაა..-იქიდან წამოვედი.. დღეს მართლა შეუძლოდ ვარ, მაგრამ შიმშილს არ ვაბრალებ..ჭამის თავი არ მაქვს,თან სად მაქვს დრო..ერთი ფოტოსესიის მერე მეორეზე მივდივარ.
- როგორც ყოველთვის, ჩვენი გოგო ადრე მოვიდა,- მითხრა ლეონმა და გადამეხვია..ის ჩემი ფოტოგრაფია და სულ მაცინებს ხოლმე.
- როგორ გრძნობ თავს?
- ამ...ვფიქრობ კარგად..- ვიცრუე, სულაც არ ვარ კარგად. მუცელი მტკივა და ძლივს ვითმენ,რომ არ ვიკივლო.
- კარგი, დავიწყოთ,- ეგრევე გამოვიცვალე ტანსაცმელი და როდესაც გრიმი დამადეს სახეზე ფოტოსესიაც დაიწყო.
რამოდენიმე საათის შემდეგ
ვატყობი,რომ შიგნით რაღაც წესრიგში არ მქონდა,ამიტომაც ხელი მაღლა ავწიე,რომ გადაღება შეგვეწყვიტა.
- სტეისი, რა გჭირს,- მკითხა ლეონმა, როდესაც სახე მოვმანჭე.
- არაფერი, კარგად ვარ,- ნაბიჯი რომ გადავდგი მუცელი ამტკივდა და ჩავიკეცე.
- აიჰ..- ამოვიკვნესე,ლეონი კი ხელში მწვდა,რომ არ დავვარდნილიყავი.
- საპირფარეშოში გავალ..- ბარბაცით გავედი..კაბინაში შევედი და ვიგრძენი რაღაც სითხე, როგორ ჩამომეღვენთა ფეხებზე,დახედვა მინდოდა,მაგრამ მუცელი სასტკიდან ამტკივდა...რამოდენიმე წამში კი ძალაგამოცლილი დავეცი იატაკზე.
***
- ჰო, დედა..ექიმს ჯერ არაფერი უთქვყ.. კარგი, აუცილებლად გაგაგებინებთ,- ჩამესმოდა ვიღაცის ჩუმი ხმა. შევეცადე თვალები გამეხილა, მაგრამ გამიჭირდა.
- ტრიშა..- ამოვილუღლუღე,მალევე კი ხელზე შეხება ვიგრძენი,ნელ-ნელა კი თვალები გავახილე.
- სად ვარ?
- ლეონმა დამირეკა...უგონო მდგომარეობაში გიპოვეს..- საავადმყოფოში რა ჯანდაბა მინდა?!
როდესაც ექიმი შემოვიდა ოხვრით გავხედე.
- გამარჯობა, სტეისი,- ჩემს გვერდით, სკამზე ჩამოჯდა.
- რა მჭირს?
- არ ვიცი,ამას როგორ მიიღებ, მაგრამ მინდა თავდაპირველად გითხრა,რომ შენს ჯანმრთელობას არ ეხება..ასე ვთქვათ გაგიმართლა,რომ გადარჩი,- მითხრა მშვიდი, თუმცა სერიოზული სახით.
- და რა დამემართა..?- ხელზე მოვუჭირე ოდნავ ტრიშას.
- სტეისი, გარეორსულობა გქონდა და მუცელი მოგეშალა.გაგიმართლა,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა..- გაოგნებულმა ტრიშას გავხედე.
- შენ რა ფეხმძმედ იყავი?- ტრიშამ წამოიკივლა, ამჯერად ექიმს გავხედე.
- რა?- ამოვილუღუღე.
- სტეისი,ძალიან გამხდარიხარ და ალბათ ამიტომაც ვერ გაუმკლავდა ორსულობას შენი სხეული,- თვალი ავარიდე, ძივს შევიკავე თავი,რომ არ მეტირა.
- სახლში მინდა..- ვთქვი ხმა აკანკალებულმა.
- დღეს დარჩენა მოგიწევს, დაგაკვირდებით ხვალ კი ვნახოთ, როგორ იქნები..- ექიმმა დაგვტოვა.
- როგორ მოხდა ეს?- მკითხა ტრიშამ, მეკიდევ მხრები ავიჩეჩე.
- ნუთუ მისგან?- იკითხა მან მეკიდევ გავხედე და ახლა უკვე ვიგრძენი, როგორ ჩამოგორდა თვალებიდან ცრემლები.
- ტრიშა,რომ მცოდნოდა...რომ მცოდნოდა, ხომ არაფერი დაუშავდებოდა..?- ავქვითინდი, ის კი ჩამეხუტა.
- დამშვიდდი, საყვარელო,- მეფერებოდა და ცდილობდა დავემშვიდებინე.
- რომ მიმეხედა ჩემი თავისთვის სათანადოდ,ეს არ მოხდებოდა..- მუცელზე მოვიკიდე ხელი. ვერც კი ვიაზრებ,რომ ფეხმძიმედ ვიყავი..და ფოტოსესიების გამო გადავწყვიტე,რომ ცოტა კიდევ დამეკლო, რამაც ეს საშნელება გამოიწვია..ღმერთო ჩემო..
- მას ეტყვი?
- ტრიშა! მოეშვი მასზე ლაპარაკს, მას არაფერს ვეტყვი და რომც ბავშვს არაფერი მოსვლოდა, მაშინაც არაფერს ვეტყოდი, ღირსი არ არის,- გვერდით გადავბრუნდი,- ცოტახანს მარტო დამტოვე,- წამოდგა და გავიდა..ქვითინი ამიტყდა, ამიტომაც დაძინება გადავწყვიტე,მაგრამ რამდენჯერაც თვალი მოვხუჭე, იმდენჯერ მისი სახე წარმომიდგა თვალწინ. ეს აუტანელია.
*მეორე დილით*
ექიმებმა რაღაც გამოკვლევები ჩამიტარეს და როცა დარწმუნდნენ არაფერი მჭირდა, სახლში გამწერეს და მითხრეს,რომ მაქსიმუმ ერთი თვე არანაირი დიეტა არ დამეცვა, მესვა მათი გამოწერილი წამლები,რომ საშვილოსნოზე პრობლემები არ შემქმნოდა და კიდევ ქუსლიანებს მოვრიდებოდი.მომიწია მარკისთვის დამერეკა და ერთთვიანი შვებულება ამეღო,როდესაც გაიგო ცუდად ვიყავი, ეგრვე დამთანხმდა..ზუსტად არ მითქვამს, რა და როგორ მოხდა, მაგრამ მაინც, უპრობლემოდ დამთანხმდა.
- საუზმე..- შემოაღო კარი ტრიშამ და დიდი ლანგრით შემოვიდა ჩემთან.
- ესეიგი, სპაგეტი ხორცის ბურთულებით, პიცა სკოლოთი, რა თქმა უნდა..კიდევ შკოლადის ნამცხვარი, ხილის შგთავსით,- სიცილით მითხრა ტრიშამ, მეც გამეცინა.
- და..ფორთოხლის წვენი,- მუხლებზე დამადო ლანგარი.
- ამდენი უნდა ვჭამო?
- ვითომ არ გიჭამია შენც კიდე რა,-  ამოვიხვნეშე და ჭამა დავიწყე.
- აუ მუცელი მტკივა,- ამოვიხვნეშე.
- ცოტაც გაუძელი,- მითხრა ტრიშამ და მხარზე მომისვა ხელი.
- საუზმეც ამას ჰქვია..
- ექიმს სეირნობა არ აუკრძალაბს,- ვთქვი და ტრიშას მაცდურად გავხედე.
- ჭამე და გავისეირნოთ,- გავუღმე,
როდესაც ჭამას მოვრჩით წამოვდექი და ტანზე ჩავიცვი.(როგორც სურათზეა).
როდესაც მოვემზადეთ გარეთ გავედით და ქუჩებში ბოდიალი დავიწყეთ.
*აგრძელებს ჰარი*
მე და ბიჭებს ხვალ კონცერტი გვაქვს  ლოს-ანჯელესში. დღეს, რადგანაც ვისვენებთ, გადავწყვიტე ცოტა გამეარა ქალაქში..
ყავა ვიყიდე და ფეხით გავბოდიალდი გარეთ.
უცებ გზის მოერე მხარეს ვიღაცის ძალიან ხმამაღალმა სიცილმა მიიქცია ჩემი ყურადღება,როდესაც გავიხედე თვალები გამიფართოვდა..
- ტრიშა?- გაოცებულმა ამოვილუღლუღე და ახლა ტრიშას წინ მდგარ გოგონას მივაშტერდი,რომელიც რაღაც სასაცილო მოძრაობებს აკეთებდა და ორივე იცინოდა.როდესაც იმ გოგოს რაღაც დაუარდა, შემობრუნდა.
- ოჰ, ღმერთო..- ვთქვი და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
- სტეისი..- ამოვიჩხავლე და მივაშტერდი,როდესაც ის ნივთი აიღო,აქეთკენ გამოიხედა, მოულოდნელად  გაოცებულმა შემომხედა,ჩემს ბედზე დიდმა სატვირთომ გამოიარა და დამფარა,ამით დრო მოვიგე და ერთ-ერთ შემოსახვევში დავიმალე..ოდნავ რომ გავიხედე, ისევ იქით იყურებოდა, მაგრამ თავი გააქნია და მიტრიალდა,არ ვიცი, რატომ დავიმალე, ალბათ იმიტომ,რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობ?არ ვიცი, მართლა არ ვიცი..
*აგრძელებს სტეისი*
- კარგად ხარ?- მკითხა ტრიშამ, მეკიდევ მას გავხედე.
- ჰო, უბრალოდ,მეგონა ვიღაც დავინახე..- ამოვიხვნეშე.
- შენ ხო მოლანდებები გაქვს,- მითხრა ტრიშამ, რაზეც მხარზე გავკარი ხელი.
- დამპალო..
- სტეისი, ნაყინი გინდა?- უარის ნიშნად გავაქნიე თავი.
- აცივდა,- ცას ავხედე, რომელიც უკვე მოღრუბლული იყო.
- ჯანდაბა,- როდესაც წინწკვლა დაიწყო ტანში გამაჟრჟოლა.
- წამოდი, რამეს შევაფაროთ თავი,- ტრიშამ ხელი ჩამკიდა და გამაქანა.
- აქ არაფერია ისეთი, რასაც თავს შევაფარებთ..
- ტაქსიც ახლა ამოწყდა..
- თაბრუ მეხვევა,- შუბლზე მივიდე ხელი,- უნდა ჩამოვჯდე..- სკამისკენ დავიძარი.
- სად უნდა ჩამოჯდე, ამ წვიმაში.
- ტრიშა, ცუდად ვარ მეთქი,- თქვი და რომ დავიძარი სკამისკენ, მოულოდნელად ფეხი გადამიბრუნდა და ძირს დავეცი.
- სტეისი..- წამოიკივლა მან და დაიხარა,რომ ავეყენებინე, უეცრად ვიღაცამ რაღაც შემომახვია მხრებზე,სითბო რომ მომხვდა გამაჟრიალა და იმას აღარ დავუკვირდი, ვისი იყო მოსაცმელი. აკანკალებულმა მოვიხვიე და ცახცახი დავიწყე.
- სტეისი, რა დაგემართა,- გავიგონე ნაცნობი ხმა..მალევე კი მის მკლავებქვეშ მომაწცია.საყელოზე მოვეჭიდე,თან მაგრად ვეკვროდი,რომ გავმთბარიყავი..

What Is This Love(H.S)დასრულებულიაWhere stories live. Discover now