1D-ის კონცერტი

539 42 7
                                    

- სტეფან, აქ საიდან გაჩნდი,- ტრიშას ხმა მომესმა.სტეფანი? თავი ავწიე და შევხედე.
- სტეფან..- მის დანახვაზე გამეღიმა.
- ჰო, სტეისი, მე ვარ,- მანქანაში ჩამსვა,- რა დაგემართა,- სველი თმა გადამიწია ყურს უკან.
- ისეთი არაფერი..შენ რას აკეთებ აქმ
- ჯოზეფინა ჩამოვიყვანე, რაღაც ჯგუფის კონცერტზე..
- სადაა ახლა?- ჰკითხა ტრიშამ.
- სახლშია, მე კიდევ რაღაცების საყიდლად გამოვედი და დაგინახეთ..
- აუ, რამდენი ხანი არ მინახავხარ,- მაგრად მოვეხვიე.
- აქ ცხოვრობთ?
- ჰო, სტეფან, აქ გადმოვედით.
- კარგი, მაშინ მითხარით თქვენი  მისამართი მიგაცილებთ,- მისამართი ტრიშამ უთხრა. მალევე წაგვიყვანა სახლამდე.
- კაი, ახლა წავალ,მიხარია რომ გნახეთ,- ორივე გადაგვკოცნა.
- აუ, საღამოს გამოგვიარეთ, შენ და ჯოზეფინამ რა..-  გაიცინა და თავი დამიქნია.
- კაი, წამოდი, სტეისი,- ხელი მომხვია ტრიშამ და სახლში შემიყვანა. ეგრევე სააბაზანოში შევედი და  ცხელ აბაზანაში ჩავწექი.სხეული მომიდუნდა და თვალებიც მივხუჭე.
იმწამსვე ჰარი წარმომესახა.პირი შევხსენი და ღრმად სუნთქვა დავიწყე. გამახსენა მისი ყოველი ჩახუტება,ღიმილი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა,ფეხები წყლიდან ამოვწიე და წყალში ჩავყვინთე.
"სტისი,მიყვარხარ."- თითქოს წარსული დაბრუნდა.ჩემი წარმოსახვა მთლიანად მასზე გადაერთო და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ პარიზში ვართ, იმ კაფეში, სადაც პირველად მითხრა რომ ვუყვარდი.
" ჩემი ღორმუცელა."ჰარიზე მოგონებებს ვერ ვეწინააღმდეგები,  ვგრზნობ, როგორ მიჩქარდება გული ამის გამო.
"სტეისი, ჩემო პატარა გოგონავ..- სუნთქვა შემეკვრა,არა იმიტომ,რომ წყალში ვიწექი,არამედ იმიტომ,რომ მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი.სახეზე ავიფარე ხელები და წყლის ქვეშ დავიწყე ტირილი.
"სტეისი, გთხოვ ნუ ტირი."- ისევ და ისევ ჩამესმოდა მისი ხმა,ღმერთო ჩემო..როდის შეწყდება ეს ყველაფერი! წყლიდან ამოვყავი თავი და ტირილი დავიწყე.
- სტეისი, მალე გამოდი, მარტო შენ კი არ სარგებლობ სააბაზანოთი,- მომიბრახუნა ტრიშამ, მეკიდევ წყლიდან ამოვედი,პირსახოცი მოვიხვიე და გავედი.
- პიცა გამოვიძახე,იცოდე ყური გეგდოს,- მითხრა და შევარდა სააბაზანოში, პირსახოც მოხვეული ჩავედი სამზარეულოში,იქვე ვიჯექი და ტელეფონში რაღაც ფოტოებს ვათვალიერებდი,მალევე კარზე ზარის ხმა გაისმა,ალბათ პიცაა.წამოვდექი და კარის გასაღებად წავედი.
როდესაც კარები გავაღე სტეფანი, ჯოზეფინა და უკვე ჩემზე მოშტერებული ვიღაც ბიჭი დავინახე.
- სტეისი..- დაიძახა ჯოზეფინამ და გადამეხვია.
- როგორ მომენატრეე..
- მეც ძალიან..- ვუთხარი და შევიპატიჟე სამივე.
- სტეისი, ეს ალექსია..ალექს, ეს ჩემი დეიდაშვილია,სტეისი,- მე და იმ უცხო ბიჭს ერთმანეთი გაგვაცნო.
- სასიამოვნოა,- ხელი გამომიშვირა,ჩამოვართვი და მომღიმარმა დავუქნიე თავი, ჩემთვისაც მეთქი.
- თქვენ სასტუმრო ოთახში გადით, მე ავალ ოთახში, რამეს ჩავიცვამ,- მათ მოვშორდი და ოთახში ავედი,სწრაფად ჩავიცვი სპორტულები.ვინაიდან ჩემი ბიუსჰალტერი ვერ ვიპოვე,ისე გადავიცვი ზედა.მალევე ისევ გაისმა ზარის ხმა გაისმა.ახლა უკვე პიცა მოიტანეს.გიჟივით გავქანდი ოთახიდან და კარების გასაღებად გავიქეცი,როდესაც ვიღაცას შევასკდი და ორივე წავიქეცით,საბედნიეროდ რბილად დავეცი.
- სტეისი?- თქვა ალექსმა,  ამოვიხვნეშე და მას მოვშორდი.
- ბოდიში..- ამოვიდუდღუნე და კარი გავაღე.
- პიცა..- ისე დავიყვირე,რამის იმ ბიჭს გული გავუხეთქე, იმხელაზე შეხტა.ფული გადავუხადე და ორი დიდი ყუთით, პიცა სასტუმრო ოთახში შევიტანე.
- აბა, მოყევით, სად მიდიხართ ხვალ?- ვკითხე სტეფანს და ჯოზეფინას, პიცის ერთი ნაჭერი ავიღე და ჭამა დავიწყე.
- ესეიგი..ბოი ბენდი რომ არის ,,One Direction". მაგის კონცეტზე მივდივართ,- თვალები გამიფართოვდა და ხელი ამიკანკალდა,რომლითან პიცა მეკავა.
- კარგად ხარ?- მკითხა ალექსმა.
- რა ხდება?- მალევე ტრიშას ხმა მომესმა და ძლივს შევიკავე თავი,რომ არ მეტირა ბოლო ხმაზე.
- სტეისი..- ისევ ალექსმა დამიძახა რაზეც სევხედე.
- რა გინდა!- რატომღაც უხეშად ვუთხარი,რაზეც ყველამ გამომხედა.
- რამე მოხდა?- ტრიშა მომიახლოვდა.
- წყალს დავლევ..- სამზარეულოში გავედი.
- სტეისი, რამე მოხდა?- სტეფანი გამომყვა უკან.
- არა..არაფერი..- გავუღიმე,- დარჩებით დღეს?- თავი დამიქნია.
- რა გინდა? რომ მე, შენ და ტრიშამ ისევ ერთად დავიძინოთ, შემდეგ შენ ისევ საწოლიდან გადამაგდო?- მის ნათქვამზე გადავიხარხარე.
- არა, მარტო მირჩევნია ძილი,- ისევ კი გაიცინა.
- კარგი ჰო..
- წამოდი, თორემ გადაჭამენ პიცას,- ისევ მისაღებ ოთახში გავედით.
- სტეისი,როგორ მიდის შენი საქმეები?
- აჰმ..კარგად..
- შენი ყოველი გამოსვლა მაქვს ნანახი და მინდა გითხრა,რომ საუკეთესო ხარ,- ჯოზეფინას გავუღიმე.
- მადლობა..
- ისე, იმაზე გამხდარი ხარ, ვიდრე ადრე იყავი,- კარგად
ამათვალიერა.
- ჰო, ძალიან გახდა,- თქვა ტრიშამ ბღვერით.
- დღეს იმდენი ვჭამე, მალე ჩემს სიგამხდრეზე კი არა, სიმსუქნეზე დაიწყებთ ლაპარაკს..
როდესაც ლაპარაკი მოგვბეზრდა მე და სტეფანმა შემომტავაზა ვიდეო გადაგვეღო.
- კაი აზრია, მაგრამ ვინ გადაგვიღებს?
- ალეეეექს..- დაიყვირა, თავისი ძმაკაცის სახელი რაზეც გამეცინა,ისიც მალე მოვიდა.
- დავიწყოთ..- ვთქვი და გავიკრიჭე.

What Is This Love(H.S)დასრულებულიაWhere stories live. Discover now