ჭამაში შეჯიბრი

596 34 13
                                    

გაღვიძების თანავე თავის ტკივილი დამეწყო,ჰარისკენ მივტრიალდი და როდესაც დავინახე, ტკივილმა თითქოს გამიარა,ტუჩებ გადმობურცული და თმებ აბურდული იწვა,ისეთი სექსუალურია, თავს ძლივს ვიკავებ,რომ არ ჩავუკოცნო სახე. მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა,წამოვდექი, ხალათი მოვიცვი და ქვემოთ ჩავირბინე.როდესაც გავაღე ზეინი შემრჩა, თვალი ავარიდე.
- სტეისი..- ამოიჩურჩულა.
- ჰარის სძინავს,- თავი გააქნია.
- შენთან სალაპარაკოდ მოვედი,- მითხრა მან,  თავს ძლივს ვიკავებდი,რომ არ ამტირებოდა.
- ბოდიშის მოხდა მინდა,- შევნიშნე ხმა აუკანკალდა.
- უბრალოდ ძალიან ბევრი სისულელე ვთქვი..- ჩემი ხელი ხელში აიღო.
- გთხოვ, მაპატიე..პატარა დასავით ხარ ჩემთვის და არ მინდა ვინმემ გული გატკინოს..
- ვინ უნდა მატკინოს გული?- დაბნეულმა ავხედე.
- არ ვიცი..გთხოვ თუ შეგიძლია,რომ მაპატიო,- ამოვიოხრე და თავი დავუქნიე, მოიწია და მაგრად ჩამეხუტა.
- ახლა უნდა წავიდე, პერის სანახავად,- ისევ მაგრად ჩამეხუტა.
- კარგად დაისვენეთ ამ ქეციან დღეს,- ჩაიცინა ბოლოს და წავიდა.მისმა სიტყვებმა დამაბნია ,,არ მინდა, ვინმემ გული გატკინოს."
- ვინ უნდა მატკინოს გული?- ამოვიჩურჩულე ჩემთვის, შემდეგ კი ჰარისთან ავედი, უკვე ეღვიძა, საწოლზე წამომჯდარიყო და თვალებს იფშვნეტდა, გვერდით მივუსკუპტდი და მივაშტერდი.
- კიდევ ცუდად ხარ?- უარის ნიშნად გავაქნიე თავი.
- კარგია,- ღრმად ჩაისუნთქა,მეკიდევ მხარზე ჩამოვადე თავი.
- ისე გაგუდულს გეძინა, დილით ადრე,რომ გაგეპარე ვერ გაიგე?- მის ნათქვამზე გიჟივით წამოვხტი.
- რაა? სად წახვედი?
- სად და..ვიფიქრე, დილით ისევ მოწყენილი იქნებოდი,ამიტომაც რაღაცები ვიყიდე,- საწოლიდან გადაიხარა,ქვეშიდან კი რაღაც ყუთი გამოიღო, წინ დამიდო.
- რა არის?
- გახსენი,- ყუთი გავხსენი და წამოვიკივლე.
- ჰარიი..- დავიყვირე და ყუთიდან საყვარელი თეთრი დათუნია  ამოვიღე.
- აუ, რა საყვარლობაა..- ვთქვი და დათუნიას ჩავეხუტე.

- ვთქვი და დათუნიას ჩავეხუტე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
What Is This Love(H.S)დასრულებულიაWhere stories live. Discover now