უბედნიერესი წუთები

635 46 10
                                    

*აგრძელებს ჰარი*
- ჰარი..ჰარი...ჰარი,- ტირილით გამოვარდა  სტეისი სააბზანოდან და იქვე კედელთან ჩაიკეცა. გაოგნებული ჩავიმუხლე მასთან.
- პატარავ, რა დაგემართა?- სახეზე მოვუსვი ხელი,მოიწია და კისერზე შემომეხვია.
- ჰარი, ვერც კი წარმოიდგენ,- შუბლი შუბლზე მომაბჯინა.
- რა ხდება,- ღრმად სუნთქვა დავიწყე.
- ფეხმძიმედ ვარ,- გაოცებისგან,ჩამუხლულზე  უკან გადავვარდი, სტეისიმ პირზე აიფარა ხელი და ტირილი დაიწყო.. როდესაც შოკიდან გამოვედი სტეისი მივიხუტე და სადღაც ნახევარი საათი ასე ვიწექით ძირს.
- მიყვარხართ..- ამოვილუღლუღე და მუცელზე მივადე ხელი,მან კი ამოისლუკუნა.
- არც კი მჯერა,- ხელი ხელზე დამადო.
- ჩშშ, ნუ ტირი..- ლოყევი ჩავუკოცნე.
- სიხარულისგან ვტირი,- ჩამეცინა მასზე.
- ვიცი..ვიცი,- წამოვაყენე ფრთხილად და საწოლზე ჩამოვაჯინე.
- ნეტავ გოგოა თუ ბიჭი? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ჯანმრთელი იყოს,- ისევ მოვეხვიე ჩემს გოგონას.
- არადა მენეჯერმა მითხრა, გახდიო..- ამოილუღლუღა.
- გახდე არა გამოხდე!- შევიბღვირე, რაზეც მას გაეცინა.
- აი თურმე,რატომაც მოსუქდი,-  მუცელზე მივადე ხელი.
- გოგო თუ იქნება მინდა ივი დავარქვა..- მომღიმარმა მითხრა.
- და თუ ბიჭი იქნება?
- არ ვიცი,- გადაიხარხარა.
- ხვალ ექიმთან წაგიყვან და გავიგოთ ყველაფერი.
- კარგი.
- რამე ხომ არ გინდა?
- კი..
- გისმენთ, დედოფალო.
- მინდა რომ ახლა შენ მე მაკოცო..-  უფრო დიდზე გამეღიმა, მივიწიე და გემრიელად ვაკოცე.
- მე საჭმელზე გითხარი.
- შენ ხარ ჩემი საჭმელი,- ისევ მაკოცა.
*მეორე დღეს*
*აგრძელებს სტეისი*
გამეღვიძა თუ არა ჰარისკენ მივბრუნდი,მინდოდა ჩავხუტებულიყავი.
- ჰაროლდ,- ამოვიხნეშე, როდესაც  არ დამხვდა.
- აქ ვარ..- უეცრად კარი გაიღო და შემოვიდა ლანგრით ხელში, რაზეც პირი დავაღე.
- რა გესიამოვნება აბა,- ლანგარი დამიდო ფეხებზე.
- ჰარი, არ მშია ჯერ და...- გამაჩუმა და პირში ნამცხვარი ჩამთხარა,ისეთი გემრიელი იყო თვალები გამიფართოვდა.
- მმ...მშიებია,- ჩაეცინა ჰარის.
- რა გემრიელია..- სიამოვნებისგან ამოვიხნეშე და ბოლომდე შევჭამე.
- ექიმთან წავიდეთ?- გავუღიმე და თავი დავუქნიე.როდესაც ყველაფერი შევჭამე, რაც კი ლანგარზე იდო,მოვემზადეთ, შემდეგ კი წავედით.
***
- ნაყოფი ორი კვირის არის...- თქვა ექიმმა,რაზეც ჰარის მოვკიდე ხელი,ნელა მეფერებოდა ცერა თითით.
- გულის ცემაც არაჩვეულებრივია..ბავშვი იდეალურად გრძნობს თქვს,- დიდზე გამეღიმა ექიმის სიტყვებზე.
- სტეისი, ერთი პრობლემაა მხოლოდ.
- ამ..რა პრობლემა?
- ძალიან გამხდარი ხარ, რაც შეიძლება ნაყოფისთვის საშიში აღმოჩნდეს,შეიძლება ახლა არა, მაგრამ მშობიარობის დროს გაგიჭირდება. ბავშვისთვის ცუდი იქნება და შენთვისაც.
- და რა უნდა ავქნათ?- ჰკითხა ჰარიმ.
- ვიტამინებს გამოვუწერ და დღეში სამჯერ მიიღოს..ნელ-ნელა პატარა რომ წამოიზრდება დავაკვირდებით და ამის მიხედვით შეწვეტ წამლის მიღებას,- თავი დავუქნიე..არ დავუშვებ ჩემს პატარას რამე დაუშავდეს.
ექიმმა წამლები გამომომიწერა,ამის შემდეგ წამოვედით იქიდან მე და ჰარი.
- ესეიგი, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ,- თქვა ჰარიმ, რაზეც გამეცინა.
სახლში რომ დავბრუნდით ეგრევე მაცივარი გამოვაღე,როდესაც ის არ დამხვდა რაც მინდოდა ამოვიხვნეშე და ოთახში ავედი.
- სტეისი,- შემოვარდა ჰარი ოთახში.
- რა ხდება?
- რატომ გამომეპარე,- ჩავიცინე და წამოვწექი.
- მეძინება,- ბალიშის ქვეშ ამოვიდე ხელი,ჰარიმ პლედი მომაფარა რაზეც ჩავიცინე, თვითონ გვერდით მომიწვა და მუცელზე მომკიდა ხელი,თავი კისერში ჩამირგო.
*ცხრა თვის შემდეგ*
მე და ჰარი საწოლზე ვწევართ,მას ჩემს გაბერილ მუცელზე უდევს ხელი და თან მხარზე მკოცნის.
- სულ ცოტაც და პატარა ივი დაიბადება,- თქვა მან და ახლა კისერზე მაკოცა, რაზეც გამაჟრიალა.
- შესაძლოა დღესაც დადგდეს ეგ ბედნიერი დღე,- ჰარის ჩაეცინა.
- ჰარი, მიხარია რომ ზეინი იქნება ბავშვის ნათლია..- ხელზე მოვეფერე.
- ჰო, მეც მიხარია.
- ისიც მიხარია,რომ შერიგდით,- ამოვიხვნეშე, - ახლა ზეინი და პერი გვყავს შესარიგებელი..- ამაზე ჰარიმაც ამოიხვნეშა.
- უყვართ ერთმანეთი და ჯიუტობენ.
- მითუმეტეს ზეინი და ტყაჭი ერთმანეთს დაშორდნენ, ახლა უფრო მეტი შანსია,რომ  პერი და ზეინი ერთად იყვნენ,- მითხრა ჰარიმ.
- ეხ, იმედი მაქვს..
- ღმერთო ჩემო, ასე დაღლილად რატომ ვგრძნობ თავს?- ამოვიხვნეშე.
- ეგ იმიტომ,რომ ბევრს დაბოდიალობ რაღაც არ გასვენებს..
- მშია..- ქრადა ერთი საათის წინ ვჭამე..ჰარიმ გადაიხარხარა და მალევე ორივე სამზარეულოში ჩავედით.
რაღაცები მოვამზადეთ და ვიდრე ჭამას დავიწებდით სახლის კარებზე ვიღაცამ დააბრახუნა.ჰარიმ გააღო მეკიდევ ჭამა დავიწყე ისე მშიოდა დალოდება არ შემეძლო.
- პერი..- პირ გამოტენილმა ვთქვი და მოვეხვიე. ჰარის გვერდით დაჯდა,ორივეს გვიყურებდა,რაღაც ანერვიულებული ჩანდა.
- გინდა?- ჰკითხა ჰარიმ სენდვიჩზე, მან კი უარის ნიშნად თავი გააქნია..ჰარიმ პირისკენ,რომ წაიღო სენდვიჩი პერიმ გამოგლიჯა და ჩაკბიჩა.
- ჟეინმა ჰერიგება მთჰოვა..- თქვა პირ გამოტენილმა, რაზეც გაოცებისგან პირი დავაღე.
- ჰაა?- წამოვიყვირე,რაზეც ჰარის სახე წაეშალა.
- ჩემი სენდვიჩიი,- დაიწუწუნა ჰარიმ.
- მერე შენ რა ქენი?
- არაფერი, რა უნდა მეთქვა...მოვშორდი და წამოვედი თქვენთან.
- შე დებილო, ხომ იცი,რომ უყვარხარ?
- აუფ...რომ ვაპატიო და ისევ ისეთი რამ გამიკეთოს, მერე მართლა მოვკლავ და უკანაც მივყვები,- პერიზე გამეცინა.
- დამშვიდდი, ეგრე არ იქნება,- ამოიოხრა და ჭამა განაგრძო.
- მოკლედ ცოტა მოითმინეთ,გავაჩენ და მერე რაც გინდათ ის ქენით,- მუცელზე მოვისვი ხელი.
- ვიფიქრებ მანამდე,- თავი დავუქნიე.
- აუ, ჰარი, ვაშლი მინდა,- მას გავხედე ლეკვის თვალებით, რაზეც მოუწია ამდგარიყო და ვაშლი მოეტანა ჩემთვის..ძალიან ბევრს არ ვთხოვ ხოლმე, უბრალოდ ახლა პერიზეა გაბრაზებული სენდვიჩი,რომ შეუჭამა.
- აჰა, ჰარი, მე ვეღარ ვჭამ,- მივაწოდე ჩემი სენდვიჩი, მან კი ჭამა დაიწყო და მალევე ხასიათზე მოვიდა.
*ორი დღის შემდეგ*
- ძალიან ბევრი ვიფიქრე,ღამეებს ვათევდი და დავასკვენი,რომ..- თქვა პერიმ, თან წინ და უკან დადიოდა, რაც ნერვებს მთხრიდა.
- რომ?- გაჩერდა და შემოხმედა.
- ზეინი მძულს იმის გამო,რომ თავი შემაყვარა!- ბღვერით დაიწყო წინ და უკან სიარული, მეკიდევ პირი დავაღე.
- მოიცადე, გძულს თუ გიყვარს?
- ორივე,- დაიწივლა.
- ივი, ჩემო სიხრულო, როდის გაჩნდები?- თქვა პერიმ, რაზეც გადავიხარხარე.
- მალე გაჩნდება და მერე მართლა დაელაპარაკე ზეინს  არ მინდა ბავშვმა დიდი შოკი მიიღოს თქვენი შერიგების გამო,- ჩავიხითხითე.
- ხოდა ვფიქრობ, რა ვქნა, შევრიგდე თუ არა,- გადავიხარე,რომ ყურძენი ამეღო,მაგრამ პატარა გაიჭიმა და ამოვიკვნესე.
- ღმერთო..- ვთქვი და ღრმად ამოვისუნთქე,- ღმერთო ჩემო, მგონი ჩავიფსი..- ამოვიოხრე, როდესაც ვიგრძენი, როგორ დამისველდა ქვედა ნაწილი, პერიმ  პირი დააღო.
- დაიწყო..- დაიყვირა, რაზეც მეც ვიყვირე.
- დაიწყო?!- წამოვიყვირე და წამოვდექი, წელზე მოვიკიდე ხელი და მეორეთი დანიავება დავიწყე.
- ახლავე დავრურეკავ მამიკოს,- ეგრევე ჰარის დაურეკა, თან პერიმ ჩემი დიდი ზურგ ჩანთა აიღო და საჭირო ნივთები ჩამიყარა შიგნით, შემდეგ კიდევ ძლივს ძლივობით გამიყვანა გარეთ.
- გისმენ, პერი,- გავიგონე ჰარის ხმა, ტელეფონი მე მომაჩეჩა,მალევე მანქანაში ჩავჯექით.
- ჰარი..- ამოვიოხრე.
- გისმენ, პატარავ.
- ჰარი, წყალი დავღვარე..- ანერვიულებულმა ვუთხარი,თან პერის გავხედე,მანქანას სწრაფად ატარებდა,მალე რომ მივეყვანე სამშობიაროში.
- მოიცადე რა?- ჰარიმ ბოლო ხმაზე შეჰყვირა,- სად ხარ ახლა..
- პერის საავადმყოფოში მივყავარ.
- კარგი, იქ დაგხვდები,- ჩემთვის არ გაუთიშია,მელაპარაკებოდა და მამშვიდებდა.
- აი, მოხვედით უკვე..ახლა გავთიშავ..- თქვა ჰარიმ და კიბეებზე ჩამოირბინა, მანქანიდან გადმომიყვანა და ხელში ამიყვანა, რაზეც ჩამეცინა.
- ჩვენი გოგოც მოსულაა(თქვა ექიმმა და როდესაც ჰარიმ დერეფანში გამატარა თითქმის ყველა აქ იყო.
- ველოდებით პატარას..- თქვა ზეინმა და დავინახე, როგორ აატრიალა თვალები პერიმ,რაზეც გამეცინა.ჰარიმ პალატაში შემიყვანა და ფრთხილად დამაწვინა საწოლზე.
- ჰმმ...ტკივილები არ გაქვს, როგორც ჩანს,- უარის ნიშნად თავი გავაქნიე,ექიმმა ამოიოხრა.
- ესეიგი ჯერ ადრეა..- მუცელზე დამხედა.
- ვაიჰ, პატარა ჩქარობს, მაგრამ ჯერ ადრეა და მოგიწევს ცოტა მოთმენა.
- ხომ შეიძლება ჰარიდარჩეს?
- რა თქმა უნდა, შეგიძლია ცოტა იარო კიდეც,- ნელა წამოვდექი,ჰარიმ კიდევ ხელი მომხვია,თან პალატაში დამასეირნებდა.
- მამიკოს პატარა გოგო..- თქვა და მუცელზე მაკოცა,რის გამოც პატარა ივი უფრო გაიწელა, ხმამაღლა ამოვიხვნეშე.
*ჰარი*
ამ წამს ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს..ჩემი პატარა დაიბადება და ხელში ავიყვან.ღმერთო, ასე მგონია გული უნდა გამისკდეს,ცოტას მაინც ვნერვულობ.ნუ ცოტას არა,ძალიან ვნერვიულობ.
*რამოდენიმე საათის შემდეგ*
არ ვიცი, რამდენი ხანი, მაგრამ დიდი დრო გავიდა,პატარა უკვე ვეღარ ჩერდებოდა და როგორც სტეისი აბობს წიხლებს ურტყამდა.რის გამოც ის კიოდა.
- ჰარი...- წამოიყვირა ბოლო ხმაზე, რაზეც ექიმი შემოვარდა,ძლივს დავაწვინეთ სტეისი და მალევე ის მომენტი დადგა, რაზეც სულ ვნერვიულობდი.
სტეისის ბოლო ხმაზე გაჰკიოდა და ცდილობდა გონება არ დაეკარგა.
- პატარავ, ცოტააც..- ვუთხარი, მან კი ხელი მომიჭირა მთელი ძალით.ფიზიკურად ვერ ვგრძნობ, მაგრამ რომ ვუყურებ ცუდად ვხდები.ეს ტკივილი დედისთვის ხომ ყველაზე ბედნიერი რამ არის,ამის შემდეგ შეეძლება თავის პატარას მოეფეროს.
ფიქრებიდან ტირილის ხმამ გამომიყვანა,როდესაც ექიმი წამოდგა და ხელში პატარა ივი ეკავა, პირზე ავიფარე ხელი, სიხარულისგან ცრემლები გადმომცვივდა.
- მ..მამა..მამა გავხდი..- ამოვილუღლუღე და სტეისის გავხედე, რომელიც გაოცებული უყურებდა პატარას.ვიდრე ჩვენს პაწიას სტეისის დააკავებინებდნენ ხელში,ჭიპლარი უნდა გადაეჭრათ.სტეისი ბავშვის ტირილზე აცქმუტდა, ძლიერად მეხუტებოდა და ტიროდა.მისი გულის ცემას მთელს ოთახში გაიგებდით.
- დედიკო..- დაიძახა ექიმმა, მეკიდევ სტეისის მოვშორდი, პატარა ანგელოზი დააკავებინეს ხელში,ხელები აუკანკალდა და აცრემლიანებული თვალებით გამომხედა.
- ჰარი,ერთი ამას დახედე,- ნაზად აკოცა ივის.რომელიც მშვიდად იწვა დედასთან.პატარას ხელზე შევეხე და ნაზად მოვეფერე, მან კი თითზე მომკიდა ხელი.ღრმად ამოვისუნთქე,ძლივს ვიკავებდი თავს,რომ არ მეტირა.
- ჰარი, დედა გავხდი,- ამოისრუტუნა.
- ჰო..
- შენ კი მამა..
- ჰ..ჰო,- და აი, ცრემლები წომოვიდა თცაკებიდან,ივი თვალებს აცეცებდა უეცრად კი მომაშტერდა.
- მგონი მამიკოსთან უნდა,- თქვა სტეისიმ, მეკიდევ მთლიანად ავცახცახდი.როდრსაც ხელში დავიკავე იმის შიში მქონდა არ გამვარდნიდა.მაგრამ, როცა შევხედე თავი ხელში ავიყვანე. თავის პატარა ხელებს სახეზე მადებდა,თან ამთქნარებდა,დავიხარე და ნაზად ვაკოცე.
ამ წამს,თავს ყველაზე იღბრიალ მამაკაცად ვგრძნობ..

What Is This Love(H.S)დასრულებულიაWhere stories live. Discover now