*სამი წლის შემდეგ*
ამ სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა,მაგალითად ის,რომ სტეფანი და ჯოზეფა დაქორწინდნენ და ახლა შვილს ელოდებიან.კიდევ ის მოხდა,რომ ტრიშას ახალი შეყარებული ჰყავს,მაგრამ ამბობს,რომ არ უყვარს.ნუ ისიც მენეჯერების გამო არის იმასთან ვისთანაც არ უნდა.რომ იყო.
რავიცი კიდევ რა მოვყვე..ჰო სასწაული მოხდა წინა წელს ,,1D"-ის ხმა მივეცი,რომ გაემარჯვათ.მეთვითონაც ახლაც კი მიჭირს ეს,რომ გავაკეთე.წელს კი მგონი დაიშალა ბენდი რაც სიმართლე ვთქვა არ მანაღვლებს.ჰარის რაც შეეხება აღარ მიყვარს.მართლა გამჭირდა მისი დავიწყება მაგრამ ასეა მე ის აღარ მიყვარს.ამ სამი წლის განმავლობაში არ მინახია რაც ისე მახარებს,რომ რავიცი.
- სტეისი, აეთრიე!- დამიყვირა ტრიშამ და საბანი გადამაძრო.
-ვრა გინდა?!- მეც დავუღრიალე.
- მე რატომ უნდა დამირეკოს შენმა მენეჯერმა, როდესაც შენც გაქვს ტელეფონი!!- დამიღრიალა,რაზეც ბალიში გავუქანე,ჩემი ტელეფონი ავიღე და მარკს გადავურეკე.
- სტეისი, მადლობა ღმერთს..- თქვა მან, რაზეც გამეცინა
- რა ხდება?- ვკითხე სიცილნარევი ხმით.
- შეგიძლია შემხვდე?
- კი, სად მოვიდე?
- მისამართს დაგიმესიჯებ,იცოდე არ დააგვიანო, გთხოვ.
- კარგი, მარკ,- გავუთიშე. ეგრევე წამოვდექი,რომ მოვმზადებულიყავი,მალევე მარკის მესიჯი მომივიდა, მისამართი ამოვიკითხე და ჩაცმა გავაგრძელე.
- ტრიშა, მივდივარ,- მივაძახე,მისი ყავა მოვსვი და გარეთ გავქანდი,ოხ ეს გიჟი მარტის თვე.
- გავიყინე, გავიყინე..- ჩემთვის ვდუდღუნებდი ქუჩაში.
- რატომ არ ჩავიცვი თბილად?ჯანდაბა,- ჩემს თავზე ამეთხარა ნერვები და სირბილით გადავწყვიტე დანიშნულების ადგილას მისვლა, ვიფიქრე გავხურდებოდი.მანქანით ვერ წოვიდოდი წინა კვირას გაიფიჭეს,მანქანა შემასკდა..ტაქსს კიდევ აღარ ვენდობი,წინა წელს ვიღაც ბაბუ ისეთ რაღაცებს აკეთებდა, იმის მერე ტაქსში არც ჩავმჯდარვარ.მოსახვევში როდესაც გავუხვიე, გზაზე მინდოდა გადამერბინა, სანამ წითელი ენთო. გადარბენას ვაპირებდი,როცა მანქანა გიჟივით გამოვარდა არსაიდან, გაშტეებულმა გავიხედე.ისე შემეშინდა, გონება წამიხდა,ვეღარც ვინძრეოდი.მოულოდნელად ვიღაც დამეტაკა და მეორე მხარეს,სველ ტროტუარზე გადამაგდო, ვცახცახებდი,შიშისა და სიცივის გამო,იმასაც ვგრძნობდი,რომ მკერდზე რაღაც მდუღარე გადამესხა, ტკივილისგან ავქვითინდი.
- მეწყვის ..მეწვიის,- ვინც გადამარჩინა,იმის ზემოდან ვიწექი,გვერდით გადამსვა ფრთხილად და ცოტახანში ვიგრძენი,როგორ მიბერავდა სულს,ხელი კი ჩემს მხარზე ედო.ხელს ნამტირალევი თვალები გავაყოლე და როდესაც სახეზე შევხედე, შევკრთი.
- ძალიან გეწვის?- მკითხა მან და როცა შემომხედა, გულმა იმაზე სწრაფად დამიწყო ძგერა, ვიდრე მაშინ, კინაღამ რომ მანქანამ გამიტანა.
- სტეისი..- თბილი ხელი ლოყაზე მომადო, ტკივილი აღარ მახსოვდა,ახლა მის დანახვაზე წამომივიდა ცრემლები.
- მაპატიე,რომ ჩემს გამო დაიწვი,- მითხრა და სული შებერვა დაიწყო.
- როგორი გაყინული ხარ..- ისევ ავბღავლდი.
- სტეისი..- ანერვიულებულმა დამიძახა და წამომაყენა.
- მე..წვი..მეწვის,- ვიცრუე, აბა ხომ არ ვიტყოდი, შენს დანახვაზე ამეტირა მეთქი.
- მაპატიე..წამოდი მანქანაში ჩავსხდეთ, ძალიან ცივა გარეთ,- მითხრა და ქურთუკი მომაცვა მხრებზე.იმის გამო არ გავყოლილვარ,რომ მომენატრა ან რამე მსგავსი, უბრალოდ მართლა ცივა გარეთ.
მანქანაში რომ ჩავსხედით,ისე თბილოდა, ტანში გამაჟრჟოლა.
- ამ გინდა მაირსური გათხოვო?- მის შემოთავაზებაზე,ჩემს საწყალ,თეთრ ზედას დავხედე,რომელსაც უზარმაზარი ლაქა ჰქონდა.
- ჯანდაბას, ჰო,- ცივად ვუთხარი, თავი დამიქნია და საბარგულიდან პარკი გადმოაძვრინა,საიდანაც თავისი მაისური მომაწოდა..
- უნდა მიყურო?- ბღვერით ვკითხე.
- ამ..არა,- გაიხედა. საწყალი გაშავებული ზედა გავიხადე და მისი გრძელმკლავიანი გადავიცვი, ტანში გამაჟრიალა, როდესაც ჰარის სურნელი ვიგრძენი.
- გამოვიხედო?
- ჰო,- ისევ შევუბღვირე,- ახლა უნდა წავიდე,- სან გადავიდოდი ხელში მწვდა.
- მე მიგიყვან.
- არ მჭირდება,- რატომღაც დავუყვირე.
- სიკვდილს გადაგარჩინე და ცოტაოდენი მადლიერება მაინც გამოიჩინე,- შემიღრინა რაზეც წარბი ავუწიე.
- შენ მე მკერდზე მდუღარე ყავა გადამასხი,- მაისური გამოვწიე,რადგანაც კანზე,შეხებისას მტკიოდა დამწვარი მხარე.
- ბოდიში ხომ მოგიხადე!
- ბოდიში წამალი არაა და მაგით ვერაფერს უშველი,- დავუყვირე, მას კი სახე შეეცვალა.ძლივს შევიკავე თავი,რომ არ მეტირა, მასთან ერთად ყოფნა ცუდად მხდიდა,ისედაც ძლივს დავივიწყე.
- მისტერ სტაილს, სად მიგიყვანოთ?- როდესაც მანქნაში მძღოლი ჩაჯდა, უხერხულობაც მან გაფანტა.
- ჯერ გოგონა მივიყვანოთ და მერე წავიდეთ სასტუმროში,- ამოვიხვნეშე და მძღოლს თავაზიანად ვთხოვე მივეყვანე,მისამართიც ვუთხარი.შემდეგ სავარძელს მივეყრდენი,ფანჯარაში გავიხედე.
ვგრძნობდი,რომ ჰარი მიყურებდა და ეს მკლავდა.მის ნახვას ისევ სიკვდილი სჯობდა.
- თუ გინდა იქიდანაც წამოგიყვან,- შემოთავაზებაზე ალმაცერად გავხედე.
- ნუ შეწუხდები, საქმრო გამომივლის ამჯერად,- ძალით გავუღიმე,მას ეგრევე სახე შეეცვალა, გაოცებულმა გამომხედა.
- საქმრომ?- დაბნეულკ ჩანდა,ვიდრე მაშტერდებოდა საჩვენებელი თითიდან ბეჭედი შეუმჩნევლად მოვიხსენი და არა თითზე გავიკეთე.უფროსწორედ შევიტენე, რადგანაც არ მეტეოდა.
- დიახაც საქმრომ,- ბეჭდიანი ხელი ვანახე.
- გილოცავ,- თქვა თუმცა ბოლოს ამოიხვნეშა.
- რაიყო, გოგონები აღარ გესევიან, რადგანაც ბენდი დაიშალა?- ირონიულად ვკითხე,რაზეც ამოიგმინა.
- ჯერესერთიც არ დაშლილ,ა შესვენებაზე გავედით, ზეინის წასვლის შემდეგ ასე გადავწყვიტეთ..- თვალები ვჭყიტე.
- ზეინი წავიდა?- გავვოცდი.მართლა არ ვიცოდი,ამაზე ჰარიმ ჩაიცინა.
- ჰო, წავიდა და სიმართლე ვთქვა არც მადარდებს,- ბღვერით ამოიდუდუნა.
- მკიდია,ხუთი იქნებოდით თუ ოთხი მაინც ერთი ნაგავია,- ზიზღნარევი გამომეტყველება მივიღე.
- ისევ ისეთი დამპალი ხარ,- ჰარიზე ხმამაღლა გამეცინა.
- შენ კიდევ, ისევ ისეთი მექალთანე და იდიოტი,- ბოლოს შევუბღირე.
- მის, მოვედით,- გაგვაწყვეტინა მძღოლმა.
- ნახვამდის და თუ მოვლბები, ქორწილის მოსაწვევსაც გამოგიგზავნი,- როგორც ჩანს არ ესიამოვნა, ისევ გაიბღვირა და კარი მოაჯახუნა.ეშმაკურად გავიცინე და რესტორანში შევედი,მარკი გაოგნებული მომვარდა.
-გთხოვე არ დააგვიანო მეთქი,- ამათვალიერა,- რა მოხდა?
- გრძელი ამბავია..- ეგრევე იმ მაგიდასთან მიმიყვანა,სადაც ვიღაც ორი კაცი იჯდა,მივესალმე და მათ წინ ჩამოვჯექი.
- სტეისი, ძალიან მოთხოვნადი მოდელი ხარ, არ ფიქრობ,რომ დრო მოვიდა ვინმეს შეხვდე?- მკითხა მელოტმა კაცმა.
- არა,- მოკლედ და ერთდროულად ვუპასუხეთ მე და მარკმა.
- სტეისიმ, ასე ვთქვათ, ცუდი პერიოდი გამოიარა და მე მას შევპირდი,რომ არ დავაძალებდით მეორედ იმის გაკეთებას, რასაც არასწორად თვლის,- აუხსნა მარკმა.ჩემი ტვინი კი ისევ ჰარიზე ფიქრობდა,ხელზე რამდენი ტატუ აქვს..ერთი შეხედვით არ შეცვლილა, მაგრამ ეტყობა,რომ გაიზარდა,ხმაც უფრო დაბოხებია,სექსუალურად.
- სტეისი, თანახმა ხარ?- მკითხა მარკმა დაბნეულმა.
- ამ...- დაბნეულმა გავხედე, ის კი მიხვდა,რომ არ ვუსმენდი მათ.
- სტეისი,მისტერ ანდერსონი 10 მილიონ დოლარს იხდის თუ შენ ფოტოსესიებზე და გამოსვლებზე შენს სხეულს გამოაჩენ.
- სხეულს გამოვაჩენ?
- არ ვამბობთ,რომ შიშველმა უნდა იაროთ, უბრალოდ ჩვენი კომპანია ისეთი სტილის სამოსს უშვებს, სადაც მკერდი შესამჩნევია.
- ამ..რა ვიცი კარგით,- გავუღიმე,კონტრაქტს ხელი მოვაწერე და ვიდრე დავემშვიდობებოდით მელოტმა მითხრა.
- ამჯერად ფოტოსესიებით დავიწყოთ, ზაფხულში კი ქალაქშიც ჩაიცვი ხოლმე.
- კარგით,- ის ორი ხელზე მეამბორა, შემდეგ წავიდნენ.
- მარკ თითიდან ბეჭედს ვერ ვიხსნი,- ხელი ვაჩვენე.
- და რატომ გაიკეთე?- თვალები მოისრისა,- იგვიანებ,უცნაურად გაცვია, რომ გელაპარაკებოდნენ რაღაცაზე ფიქრობდი,ახლა კი ეს,- თქვა ბღვერით და სცადა ბეჭედი მოეშოეებინა.
- საპირფარეშოში შედი და საპნით ეცადე მოიშორო,- სწრაფად გავიქეცი საპირფარეშოში.თხევადი საპონი დავისხი და თითზე შევიზილე.ძლივს ძლივობით მოვიშორე ბეჭედი.ხელები გავიმშრალე და გამოვედი იქიდან.
- ახლა თავისუფალი ხარ,- მარკს გავეკრიჭე,- მოყვები რა მოხდა?- რესტორანი რომ დავტოვეთ,ვერ მოითმინა და მკითხა.ყველაფერი ავუხსენი,რაზეც გაკვირვებული მომაშტერდა.
- ღმერთო ჩემო, სანამ მოხვიდოდი შენზე და ჰარიზე მელაპარაკებოდნენ..
- რა?
- ჰო,თქვეს საუკეთესო წყვილი იყავნენო,- მხრები აიჩეჩა.
- ვიყავით ოდესღაც,- თვალები ავატრიალე.
- სტეისი..- გავიგონე ალექსის ხმა, რაზეც გავიხედე.
- ჰეი,- გადავეხვიე.
- რამდენი ხანია არ მინახავხარ..
- ჰოო..- ჩავიცინე,- მარკ, ეს ჩემი მეგობარია, ალექსი..ალექს ეს ჩემი მენეჯერი, მარკი..
- სასიამოვნოა, ახლა კი წასასვლელი ვარ.
- რა უჟმური ვიღაცაა,- მითხრა ალექსმა,მეკიდევ გამეცინა.
- სულაც არა,უბრალოდ დღეს არის ეგრე..- ქუჩის მეორე მხარეს გავიხედე, თვალები გამიფართოვდა, როდესაც ჰარის მანქანა დავინახე.ის რა მითვალთვალებს?
- სტეისი,- დამიძახა ალექსმა, მეკიდევ მივბრუნდი მისკენ და კისერზე შემოვეხვიე.ვიცი,ისიც მიყურებს.
- რა ხდება?- არაფერი მითქვამს,ტუჩებზე ვაკოცე. დაიბნა, მაგრამ თვითონაც ამყვა.
- რა იყო ეს?
- ახლა სახლამდე უნდა მიმიყვანო,- ვთქვი ისე,რომ ღიმილი არ მომიშორებია სახიდან.
- ამ..კაი,- მის მანქანაში ჩავსხედდით,როდესაც სახლამდე მიმიყვანა გამომხედა.
- სტეისი..- დამიძახა, მეკიდევ გავაჩერე.
- მაპატიე რომ გაკოცე,მაგრამ ჩემი ყოფილი დავინახე,მის გასაღიზიანებლად მეტი ვერაფერი მოვიფიქრე,- სახე შეეცვალა ეგრევე.
- გ..გასაგებია..
- შემოხვალ სახლში?- უარის ნიშნად თავი გააქნია.
- კაი,მადლობა,- გადმოვედი მისი მანქანიდან,სახლში შევედი თუ არა დივანზე დავეხეთქე.
- ღმერთო,- ამოვიხვნეშე და ჰარის ზედას დავხედე.მისი სურნელით იყო გაჟღენთილი,მეკლდა ტირილამდე,თუმცა კარის ხმამ არ დამაცადა.როდესაც გავაღე სახე შემეცვალა.
- აქ რა გინდა?!
- აჰმ..ჩემი ზედა მინდა.
- დამელოდე,ჩამოგიტან,- ოთახში ავედი ბღვერით.მისი ზედა გავიხადე და ჩემი ზედა გადავიცვი, რომელზეც მკერდი მეტყობა.
დაბლა რომ ჩავედი,ჰარი შემოსასვლელში იდგა და სარკეში თმებს ისწორებდა.
ახლა შევამჩნიე,თმებიც გაუზრდია.დილით ქუდი ეფარა და მაგიტომ არ შემიმჩნევია.
- აჰა, შენი ზედა და აქედან წადი..- წარბი ამიწია.
- დეგენერატი ხარ..- ძალით გამიღიმა.
- თუ არ გინდა რომ ეგ ხელოვნური კულულები აიკორტნოს, წადი,- გაბრაზდა.
- ხელოვნური არაა.
- დიახაც,რომ არის.
- ქაჯივით იქცევი!
- ქაჯებს ქაჯურად უნდა მოექცე,- თვალი ჩავუკარი და კედელს მივეყრდენი,- ჩემს სარკეში ჩახედვა აკრძალულია.
- გეშინია,რომ ჩემი მშვენება დაამსხვრევს?
- მე უბრალოდ სარკე მეცოდება,- ჰარიმ ამოიხვნეშა.
- ასე იმიტომ ამბობ,რომ წავიდე?
- ასე იმიტომ ვამბობ,შენ რომ გიყურებ, გული მერევა და ჰო მინდა წახვიდე,- ჩაიცინა.
მგონი გული მართლა მერევა,თუმცა მასზე ნამდვილად არა, წარმოდგენა არ მაქვს,რა ჭირი მჭირს.
- ღმერთო,- ეგრევე საპირფარეშოში გავუქეცი,უნიტაზთან ჩავიკეცე და ღებინება დავიწყე.
*აგრძელებს ჰარი*
მოულოდნელად სტეისი მეორე სართულზე გაიქცა,მეც გიჟვით გავყევი.
- სტეისი..- როდესაც საპირფარეშოში შევედი, ჩაკეცილი იყო და აღებინებდა.
- კარგად ვარ..- წამოდგა,პირი მოიბანა და ღრმად სუნთქვა დაიწყო. მან ხომ თქვა, საქმრო მყავსო, იქნებ..იქნებ ის..ჯანდაბა.
- სტეისი, ფეხმძიმედ ხარ?- სარკიდან გაოცებულმა გამომხედა.
- რა?
- უბრალოდ გკითხე..
- ჰო..აბა რა, გგონია მეორედ დავუშვებ მსგავს შეცდომას?- დამიყვირა,რამაც გამაკვირვა.
- რა შეცდომა?
- თუ სექსი მომინდება,აუცილებლად დავლევ აბებს!
- მოიცა რა?
- არაფერი,- ოთახიდან უნდა გასულიყო გავაჩერე.
- შენ რა ფეხმძიმედ იყავი?- თვალები გაუფართოვდა და აფართხალდა.
- ჰარი, გამიშვი..
- მიპასუხე!
- არაფრის თქმას ვაპირებ,- ხმა აუკანკალდა.
- ვისგან?- არ ვეშვებიდი,რაზეც ტირილი დაიწყო.
- არ შეგიძლია უბრალოდ შემეშვა?
- არა, არ შემიძლია,- მივიწიე და ტუჩებზე შევეხე, რაზეც უარესი ფართხალი დაიწყო,ბოლოს მაინც ამყვა კოცნაში,ახლს დავრწმუნდი რომ არ ვკიდივარ.იმ ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ ვკიდივარ ფეხებზე.როდესაც მოვშორდი სახეზდ შევხედე, თვალები ჰქონდა დახუჭული და ცრემლები სდიოდა.
- სტეისი,- ჩუმად დავუძახე,ის უბრალოდ თვალებს არ ახელდა.მოულოდნელად კი მუხლები მოეკეცა, ძლივს დავიჭირე,რომ არ დავარდნილიყო. ხელში ავიყვანე და ჩემს მანქანაში ჩავსვი.მისი ცუდად ყოფნა უნდა დავადასტურო რისი ბრალია.
საავადმყოფოში რომ მივედი გამიმართლა, პაპარაცები არ იყვნენ არსად.სტეისი გადავიყვანე და საავადმყოფოში შევიყვანე.ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი ვნახე და ვთხოვე გაესინჯა.დაახლოებით ნახევარ საათში პალატიდან გამოვიდა.
- ჰარი..მწვავე ალერგია აქვს, ზეთის ხილზე..კიდევ კარგი რომ მოიყვანე,- პირი დავაღე.
- ალერგია? მეგონა ფეხმძიმედ იყო..
- ვწუხვარ, მაგრამ არაა ფეხმძიმედ,- რა არის სამწუხარო, ისე გამიხარდა ეს ამბავი.
- ისე ალერგია საშიშია?
- დროულად რომ არ მოგეყვანა, იქნებოდა.
- კიდევ კარგი..
- რამ გაფიქრებინა მის ფეხმძიმობაზე?
- არ ვიცი,აღებინა და ცოტახნის შემდეგ გონება დაკარგა,- ექიმს გაეცინა.
- ღმებინება და გონების დაკარგვა მარტო ორსულობის სიმპტომები არ არის, ჰარი.
- მე მასე მეგონა,- ამოვიდუდღუნე, მაგრამ მეც გამეცინა ბოლოს.
- იმიტომ აღემინა,რომ მოწამლული იყო, გონების დაკარგვა კიდევ ზედმეტი ემოციებითაც არის შესაძლებელი, გააჩნია სიტუაციას..- გავიკვირვე რა ემოციებზე საუბრობს მეთქი, მაგრამ წამით ჩვენი კოცნა გამახსენდა..
- ისე,ჰარი, მისი ფეხმძიმობა ძალიან საშიში რამ არის.
- რატომ,რა ხდება?
- სამი წლის წინ, ზუსტად მახსოვს,რომ სიგამხდრის გამო ვერ შეინარჩუნა ნაყოფი და ორ კვირაში მოეშალა მუცელი,- ნაღვლიანმა დახარა თავი. ამის მოსმენისას გული ამიჩქარდა და ხელისგულები საშინლად გამიოფლიანდა.
- შეიძლება მისი ნახვა?
- სძინავს, მაგრამ შეგიშვებ მაინც,- თავი დავუქნიე და პალატაში შევედი,გაოგნებული ჩამოვჯექი სკამზე და სახე ხელებში ჩავმალე.ის რა ფეხმძიმედ იყო? ვისგან? ღმერთო ჩემო..
- რა ხდება..სად ვარ,- გავიგონე ანერვიულებული სტეისი ხმა, ეგრევე წამოვდექი სკამიდან,- ჰარი? აქ რა ჯანდაბა მინდა..?!- ხელზე დაიხედა სადაც წვეთოვნის მილი ჰქონდა.
- ექიმმა თქვა,რომ ალერგიის გამო მოიწამლე.
- ალერგია?
- ჰო.
- ალერგია ზეთის ხილზე მაქვს მხოლოდ. მაგრამ...- უეცრად გაჩერდა,- არ მიჭამია ზეთის ხილი..
- პიცა ან რაიმე სალათი ხომ არ გიჭამია?
- გუშინ პიცა ვჭამე,მაგრამ არ მახსოვს ჰქონდა თუ არა ზეთის ხილი..
- კაი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია საშიში არაფერია,- საწოლზე გადაწვა და ერთ წერტილს მიაშტერდა.
- სახლში მინდა..
- ექიმს დაველაპარაკებითავი დამიქნია.
YOU ARE READING
What Is This Love(H.S)დასრულებულია
Fanficფიკი ახალგაზრდა მოდელის,სტეისი კუპერისა და ვან დაირექშენის ერთ-ერთი წევრის,ჰარი სტაილსის შეხვედრისა და მოულოდნელი სიყვარულის შესახებაა. ფიკი დაწერილია 2018 წელს.