სასიხარულო ამბავი

967 47 15
                                    

*2020 წელი პირველი იანვარი*
რამოდენიმე წელია, რაც ახალი წელი დადგა.ეს წელი ყველაზე ბედნიერია, რადგანაც ჰარი და ივი ჩემს გვერდით არიან.ეს წელი მარტო ჩვენ სამმა არ ავღნიშნეთ..ყველა ჩვენთან არის და როდესაც საჩუქრები გავცვალეთ პერი მომიბრუნდა.
- სტეისი, მთელი დღე იძახდი,რომ ყველასთვის გქონდა რაღაც განსაკუთრებული საჩუქარი,რაც გაგვაგიჟებდა..- თქვა პერიმ შემდეგ კი ჰარიმ კისერზე მომხვია ხელი.
- ჰო..ნუთუ შენი სიურპრიზის დრო არ მოვიდა?- თქვა ჩემმა სიცოცხლემ და შუბლზე მაკოცა.
- კარგით, ჰო..გეტყვით,- წამოვდექი.
- ესეიგი,- დავიწყე, ყველამ ინტერესით გამომხედა.
- ფეხმძიმედ ვარ,- ბოლოს ჰარის რომ შევხედე გაოგნებული იდგა, ნელ-ნელა ღიმილი უფრო უფართოვდებოდა.
- ღმერთო,- ამოილუღლუღა და მაგრად ჩამეხუტა.
- მიყვარხარ, ჩემო ცხოვრებავ,- ცალი ხელი მუცელზე დამადო.
- მერამდენეშინ ხარ?- ჯერ კიდევ შოკირებულია.ამ დროის მანძილზე უნდოდა მეორე ბავშვი,მაგრამ მინდოდა ივი წამოზრდილიყო ცოტა.ძალიან გაგვირთულდებოდა ორი პატარა ბავშივოს გაზრდა, ახლა ჩვენი გოგონა ორი წლისაა და მართლაც შესაფერისი დროა მეორეს გაჩენა.
- პირველ თვეში ვარ,- პირი დააღო.
- აქამდე არ მითხარი?- გაბუტული სახე მიიღო.
- სიურპრიზი მინდოდა გამეკეთებინაა..
- კარგი..მაშინ ეს ყველაზე კარგი საჩუქარია,რაც კი ოდესმე ვინმეს გაუკეთებია ჩემთვის..- მომეხვია.
- მიყვარხარ.
- ისე საყვარლად ჭუკჭუკებდით, მოლოცვა ვერ მივასწარით,- ლუიმ ჩაიცინა, შემდეგ კი ყველა ერთად მომეხვია.
- რაღაცას ვატყობდი, მაგრამ...რას ვიფიქრებდი თუ ასე იქნებოდა საქმე?- ჰარიმ ჩაიცინა.
- ჰო,როგორ მინდოდა რაღაცები დამებარებინა,მაგრამ შემეშინდა არ მიმხვდარიყავი,- სიცილით ვთქვი და მალევე დავსხედით სუფრასთან.
- გოგოა თუ ბიჭი?
- არ ვიცი ჯერ.
- ნეტავ ბიჭი იყოს,- ისეთი საყვარელი სახე მიიღო,ვერ გავუძელი და ვაკოცე.
რადგანაც გაიგეს,რომ ფეხმძიმედ ვიყავი,გათენების უფლება არ მომცეს, მეკიდევ დუდღუნით ავედი ოთახში.მალევე ჰარიც შემოვიდა.
- ჰეი..- გვერდით მომიჯდა,- გაიბუტე?- თვალები ავატრიალე.
- კაი რა, ბაჭი, ვერ ხედავ შენთან ამოვედი..კიდევ კარგი არ დავლიე,- ჩაიხითხითა,მისკენ მივბრუნდი და ჩავეხუტე.მანაც მომხვია ხელები და ისე დავწექით.
*ერთი თვის შემდეგ*
ჰარიმ ექიმთან წამათრია..ისევ.ბავშვის სქესი აინტერესებს სასწაულად, წინაზე არ ჩანდა ბავში, რაღაცნაირად იყო მოკუნტლი და ექიმმა ვერაფერი დაინახა.
- ვგრძნობ,რომ გოგოა,- მუცელზე ღმილით მოვისვი ხელი.
- რანაირად?
- არ ვიცი..უბრალოდ ვგრძნობ.
-  მინდა ბიჭი, მაგრამ გოგოზეც თანახმა ვარ,- მომღიმარმა მითხრა.ჰარის გზაში მოვთხოვე მარწყვი, მან კი დიდი ყუთით მიყიდა..მეკიდევ ვიდრე ექიმთან მოვიდოდით მთელი ყუთი შევჭამე,რა თქმა უნდა,ამით არ გაკვირებულა ჰარი და არ უთქვამს ამდენი როგორ ჭამეო.
ექიმმა თავისი ჯადოსნური აპარატი მუცელზე დამადო ნაზად გამისვა ზედ.
- ჰმ..როგორ გაზრდილა პატარა,- თქვა მან და გაიღიმა.
- აბა რა იქნება,იმხელა ყუთი მარწყვი ჭამა სტეისიმ აქ მოსვლამდე,- წარბები შევჭმუხნე და ხელები გადავიჯვარედინე.
- ღმერთო, დედიკო რომ გაბრაზდა არ ესიამოვნა,- თქვა ექიმმა მეკიდევ მონიტორს შევხედე,პატარა ფეხებს იქნევდა, თუმცა იმდენად პაწია იყო,ვერ ვიგრძენი შეხება,ჯერ ვერ მწვდება.
- ბოდიში,- ჰარის ჩაეცინა.
- აჰა..პატარა გოგონა ყოფილა,- კმაყოფილი სახე მივიღე და ჰარის გავხედე.
- ხომ ვთქვი,- ჩემთვის ამოვიჩურჩლე, მაგრამ ჰარიმ მაინც გაიგო.
- მეორე პრინცესა გაჩნდება,- თქვა სიხარულით ჰარიმ.ექიმმა კიდევ სალფეტკი მომაწოდა, მუცელი მოვიწმინდე და ნელა წამოვდექი.

What Is This Love(H.S)დასრულებულიაWhere stories live. Discover now