გვიან ღამით გამეღვიძა კოშმარის გამო,თვალი აღარ მომიხუჭავს.ფანჯარაში ვიყურებოდი დიდი ხანი. ვფიქრობდი,ტრიშასთან მივსულიყავი თუ არა, მაგრამ უეჭველი ლუის ოთახში იქნება.ჯანდაბა,
კაი ხანი ვიყურებოდი ფანჯარაში.ვიდრე ჩემს სტიქიებში ვიყავი,აივნის კარს რაღაც,შეშინებული ყვიტილით წამოვხტი და ოთახიდან გამოვვარდი.გული სასტიკად აჩქარებული მქონდა ,მალევე მეორე ოთახიდან ვიღაც გამოვიდა.
- სტეისი?- ჰარი..ვაიმე, ჰარი.. მივირბინე მასთან და კისერზე შემოვეხვიე.მოულოდნელი შიშისგან ვკანკალებდი..მანაც მომხვია ხელები.
- რა მოხდა?
- არ ვიცი აივნის კარს რაღაც შემოასკდა,- ვთქვი კანკალით მან კი მიმიხუტა უფრო.
- დამშვიდდი, დილით ვნახავ რა იყო, კაი?- თავი დავუქნიე.
- ჩემთან შემოხვალ?
- ჰო,მეშინია..
- წამოდი,- მის ოთახში შევედით,საწოლზე ჩაოვჯექი და კედელს მივეყრდენი.ვითომ ჩიტი იყო? მოკვდა? რა საშინელებაა, ახლაც იმავეზე ვფიქობ, რომ გამეორდეს?
- სტეისი, დამშვიდდი და დაწექი..- მითხრა ჰარიმ და საწოლში ძლივს ჩამაწვინა.
- მეშინია,- ამოვილუღლუღე. ჰარი უფრო ახლოს მოიწია ჩემთან, მისი ცხელი სუნთქვა კი კისერზე მეცემოდა.
- მე შენთან ვარ..- თავი დავუქნიე და მისკენ მივაბრუნე.
- გინდა შუქი ავანთო?
- ჰო,- გადაიხარა და თავისკენ აანთო შუქი,შემდეგ ისევ ისე დაწვა, როგორც
წეღან.თვალებში მიყურებდა,თავს ძლივს ვიკავებდი,მეც რომ არ გამეხედა. შემთხვევით მისი გაყინული ფეხი ჩემსას შეეხო, თუმცა მალევე უკან გასწია.ტანში გამაჟრიალა ცივის შეხებაზე, მაგრამ მაინც ავბლანდე ჩემი ახურებული ფეხები მისაში მან კი ღრმად ჩაისუნთქა.
- ჰარი..- ამოვილუღლუღე.
- რამე გინდა?- უხერხულად გავაქნიე თავი. მისი კოცნა და ჩახუტება მინდოდა.
- მე მინდა რაღაც, მაგრამ მეშინია,რომ ოთახიდან გაიქცევი.
- რა?- დაიბნა
- დამპირდი,რომ არ გახვალ.
- გპირდები..
- შენი კოცნა მინდა..- სუნთქვა შემეკრა, ბოლო წამამდე არ ვიჯერებდი,სანამ
ჩემკენ არ მოიწოა და მაკოცა.
- ისევ ნაწყენი ხარ?- მკითხა ჰარიმ, როდესაც კოცნა შევწყვიტეთ.
- ვერაფერს ვგღნობ..
- როგორ?
- არ ვიცი..უბრლოდ არც გაბრაზებული ვარ შენზე,აღარც ნაწყენი, სიძულვილსაც არ ვგრძნობ.უბრალოდ აღარ მინდა ,,ჩვენ" არსებობდეს.კიდევ რამე რომ მოხდეს, ვერ გადავიტან.ვფიქრობ პირველიც სრულებით საკმარისია,- ვიგრძენი, როგორ წამომივიდა თვალებიდან ცრემლები.
- ესეიგი, ჩემს სიტყვებს არანაირი აზრი არ ექნება.
- რა სიტყვებს?
- იმას,რომ ისევ მიყვარხარ,- გული ამიჩქარდა და სუნთქვა შემეკრა.ვაღიარებ, ჯანდაბას ვაღიარებ,რომ მიყვარს ისევ, მაგრამ აღარ მინდა დავიტანჯო, ნდობა დაკარგული მაქვს.
- ხოდა სჯობს დამივიწყო და ახალი იპოვო..
- როგორც შენ?
- ჩემზე ლაპარაკი არ მინდა,- გადავბრუნდი,ჰარი მომეხვია და ზურგზე დამადო თავი.
- ეს ერთი დღეც და გავუჩინარდები შენი ცხოვრებიდან,- თქვა ხმა გაბზარულმა,მეკიდევ ჩემთვის ჩუმად,ცრემლად ვიღვრებოდი.
YOU ARE READING
What Is This Love(H.S)დასრულებულია
Fanfictionფიკი ახალგაზრდა მოდელის,სტეისი კუპერისა და ვან დაირექშენის ერთ-ერთი წევრის,ჰარი სტაილსის შეხვედრისა და მოულოდნელი სიყვარულის შესახებაა. ფიკი დაწერილია 2018 წელს.