თეჰიონი საძინებელში შედის, კარს ხურავს და ზედ ეყრდნობა. შეიძლება მართმსაჯულებას გაექცე, სასჯელი აირიდო თავიდან, მაგრამ სინდისისგან ვერცერთ კარს ვერ შეაფარებ თავს. თეჰიონი მასთან ერთად გაატარებს მთელ ცხოვრებას, ამ ამაზრზენ გრძნობას, დაუღვრელ ცრემლებს, რომლებიც თვალებს უთუთქავენ, სამუდამოდ ატარებს თან. სწორედ ეს არის იმპერატორობის ფასი. თეჰიონი უკვე აცნობიერებს რომ ფასმა შედეგს გადააჭარბა, მაგრამ კარს არ ხსნის, იუნგისთან გაქცევას და დახმარების თხოვნას უკრძალავს თავს. „იუნგის მაინც ვეღარ გადაარჩენენ, სასიკვდილო დოზა დალია ომეგამ, ჩადენილის შემდეგ კი სინანული სისულელეა" - თავს არწმუნებს ომეგა და საწოლისკენ მიდის, მომაკვდავი მეგობრის უკანასკნელი მზერის ამოშლას ცდილობს მეხსიერებიდან.
**
კარვის კიდეს აფრიალებს ქარი, იმპერატორამდე მოაქვს სტეპებში გაშლილი მეომრების ხმები, ცხენების ჭიხვინი. შემოდგომის დასაწყისია, სუფთა ჰაერი უვსებს ფილტვებს, მაგრამ ჯონგუკი მაინც იგუდება. საზეიმო აბჯარიც კი მოიხსნა, მთავარი კარვის წინ ხალიჩაზე ზის და მოლოცვებს იღებს. ყელს იზელს. ჰაერის ყოველი ჩასუნთქვა იმ დონეზე მხურვალეა, რომ ფილტვებამდე არც კი ჩადის, ყელში ეჩხირება, ალფას აიძულებს უფრო ღრმად ისუნთქოს, მაგრამ შვებას მაინც ვერ გრძნობს. გარშემო ხმაური და ჩამავალი მზის ფონზე აპრიალებული ოქროსფერი კარვები... ყველაფერი აღიზიანებს. თვალში უბნელდება, შუბლს იზელს, თვალებს ახამხამებს, თვალწინ გადაშლილ სურათს შავ-თეთრში ხედავს. უკვე ავიწყდება კიდეც ხალხი რას აღნიშნავს, რას ზეიმობენ, რისთვის შეიკრიბნენ, მხოლოდ თავის ქნევით ესალმება მოახლებულებს და ცის კაბადონს არ სწყვეტს თვალს, იქ, სადაც მზე მიწას უერთდება.
ჰოსოკი აღელვებული უყურებს მეგობარს, შემდეგ მოულოდნელი ხმაური იქცევს მის ყურადღებას და ყალყზე დამდგარ მამონს ხედავს, ხედავს როგორ ცდილობენ ცხენის დამშვიდებას. ჯონგუკსაც ესმის თავისი საყვარელი ცხენის ჭიხვინი და თვალებით ანიშნებს მეომრებს მის შემოწმებას. მამონი გეგონება ჭკუიდან გადადის, ფლოქვებს ურტყამს მიწას, არავის იკარებს და კიდევ ცოტაც და ფესვიანად მოგლეჯს მიწაში ჩასობილ ბოძს, რომელზედაც სადავეებით არის მიბმული. სხვა ცხენებიც ღელავენ მამონის შემხედვარე და მის მსგავსად ბორგავენ. გუუკს ძალა არ შესწევს მამონის სასოწარკვეთას უცქიროს შორიდან, ფეხზე დგება და ცხენისკენ მიდის, გახურებული ჰაერით ცდილობს ფილტვები გაივსოს. მამონი პატრონსაც კი ვერ სცნობს, ფლოქვებს სცემს და გუუკიც ბრძანებს ცხენი აუშვან, რომ გაიგონ ბოლოს და ბოლოს რა უნდა ამაყ ცხოველს, რომელიც დილიდან მორჩილი და თვინიერი იყო. როგორც კი თოკს ხსნიან, მამაონი მაშინვე იბლისისკენ მიჰქრის. გუუკი მოქუფრული აყოლებს თვალს, შემდეგ კი მზერა ცაზე გადააქვს, რომელსაც თითქოს ცეცხლი უკიდია.
ВЫ ЧИТАЕТЕ
GUKYUN
Фанфикმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...