- უკვე ოთხი თვე გავიდა იბლისისთვის ბრძოლიდან, ჩვენ კი ისევ რაღაცას ველით! - ჰოსოკი ნერვიულად სცემს ბოლთას ჯერ-ჯერობით დაუსრულებელ მთავარ დარბაზში.
ჯონგუკი ტახტზე ზის, სახელურზე თითებს აკაკუნებს რაღაცაზე ჩაფიქრებული.
- შენი მოთმინება მაოცებს და უნდა ითქვას, რომ კარგი გაგებით ნამდვილად არა, - აგრძელებს ჰოსოკი. - ჩვენი ხალხი დახოცეს, ქალაქი გაანადგურეს, ჩემი ომეგის ღირსების შელახვა სცადეს! ღამე თვალს ვერ ვხუჭავ, იმდენად მსურს მისი იმპერიის განადგურება, რათა მისმა ხალხმაც საკუთარ თავზე იგემოს ის ტანჯვა და ძრწოლა, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ გადაიტანა. ყველაფერი უნდა გავანადგუროთ, რაც მისი იმპერიისგან დარჩა, საკუთარი ხელით უნდა ამოვჟლიტო მთელი მისი ჯიში.
- მათ კინაღამ ჩემი ორსული ომეგა მოკლეს, - როგორც იქნა ყურადღება თავის ძმაზე გადააქვს ჩონს. - გგონია შენი მრისხანება ჩემსაზე ძლიერია? გგონია, მარტო შენ გწყურია სისხლი? - მოქუფრული უყურებს ალფა. - მაგრამ უკვე მეასედ გიმეორებ, მზად არ ვართ. თავს ვერ მივცემთ უფლებას, ჯერ ისევ სუსტი და თავდასხმის შედეგებთან მებრძოლი იბლისი დავტოვოთ და კიდევ ერთი ომი გავაჩაღოთ. დრო გვჭირდება და შემდეგ აღვგვით მათ პირისაგან მიწისა.
- მხოლოდ იმას ვაკეთებ, რომ დროს ველოდები! - იძახის ჰოსოკი. - ეგ უკვე ორი თვის წინ მითხარი. ყველას უნდა ვანახოთ, რად დაჯდება ჩვენზე თავდასხმა. ყოველთვის ასე არ ვიქცეოდით? ხოდა ახლა რა ჯანდაბა ხდება?
- ოჯახი ხდება, - დგება ფეხზე გუუკი და ჰოსოკს უახლოვდება. - უცნაურია, რომ ამას ვერ ხვდები. არ შემიძლია ოჯახის დატოვება, სანამ არ ვიქნები დარწმუნებული, რომ იდენი ისევ ციხე-სიმაგრედ გადაიქცა და იბლისის კედლებს ასობით მეომარი იცავს.
- აღარავინ დაგვესხმება თავს! - ბრაზდება ჰოსოკი. - კუდამოძუებულნი სხედან თავიანთ სოროებში და ეს შენც მშვენივრად იცი.
VOUS LISEZ
GUKYUN
Fanfictionმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...