ვახშმის შემდეგ, თავის ოთახში დაბრუნებული იუნგი მაშინვე იხდის ტანზე და საწოლში ძვრება. მთელი დღის მტანჯველი ფიქრებისა და ჯიმინზე შიშის გამო, ბიბიზე განცდები, თავის საქმეს აკეთებენ და ძალაგამოცლილი ომეგა მაშინვე ითიშება. ძილი ცოტა ხანს გრძელდება, ომეგას უწონადობის შეგრძნებისგან ეღვიძება, ვერ ასწრებს გაცნობიერებას რა ხდება, რომ უკვე გუუკის საწოლში წევს.
- დამაბრუნე ჩემს ოთახში! - ჯდება საწოლზე იუნგი და ნამძინარევი იფშვნეტს თვალებს, ალფას უყურებს, რომელიც ტანზე იხდის.
- შეიძლება ნაჩხუბრები ვართ, მაგრამ მაინც ჩემს საწოლში გძინავს, - გვერდით დებს ტანსაცმელს გუუკი და საწოლში წვება. მაშინვე თავისკენ იზიდავს ჭირვეულ ომეგას, ლითონის მარწუხებში აქცევს და შუბლზე ჰკოცნის.
- სხვათაშორის და ნაწყენი ვარ, - ბურტყუნებს იუნგი, კოცნას თავს არიდებს.
- მე კი შენზე გაბრაზებული ვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ამ საწოლის გარეთ, - უკვე ცხვირზე ჰკოცნის ალფა. - აქ ჩვენ სრული ჰარმონია გვაქვს.
- სულაც არა, - მკერდზე ადებს ხელებს იუნგი და ცდილობს გაწიოს, რითაც ჯონგუკის სიცილს იწვევს, რომელიც უფრო ძლიერ იკრავს სხეულზე ომეგას.
- მე უკვე დაგითმე, - არ უშვებს ალფა. - ახლა შენი ჯერია.
- და რა გინდა? - მაშინვე ვერ ხვდება ომეგა.
- შენ მინდიხარ, - ეცინება გუუკს და მხარზე პატარა მუშტს იღებს. იუნგი დიდხანს ვერ ებრძვის ღიმილს, რომელიც ყოველგვარ ბარიერს არღვევს და სახეზე ეფინება, როგორც კი გრძნობს როგორ დუნდებიან მკლავები მის გარშემო, თავად იწევს ალფისკენ, თავს მკერდზე ადებს.
- მითხარი, - გამბედაობას იკრებს ომეგა. - როგორ მოიქცეოდი, ახლობელი ადამიანის დახმარება რომ შეგეძლოს, რომელიც სასოწარკვეთილებაშია, მაგრამ ამით მეორე შენთვის ძვირფასი ადამიანის რისხვას გამოიწვევდი?
![](https://img.wattpad.com/cover/205686841-288-k527379.jpg)
ВЫ ЧИТАЕТЕ
GUKYUN
Фанфикმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...