თეთრი მარმარილო წითელი წერტილებით

2.5K 250 174
                                    

   ჯიმინი მთელი ეს დრო ვერ ხედავს ალფას, რომელმაც ძალით წამოიყვანა სახლიდან. ღამე სასახლეში გაატარა ორი დარაჯის მეთვალყურეობის ქვეშ, განთიადზე კი შეკრული ხელებით შეტენეს პალანკინში და მხოლოდ გზაში გაიგო, რომ იბლისში მიდიოდნენ. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ რჩება ჯერ კიდევ თავის ჭკუაზე ჯიმინი. იბლისში არსებობს შანსი შეხვდეს ან თავად მოძებნოს ის, ვისაც ამდენ ხანს ელოდა. ჯიმინს იმედი აქვს და სჯერა, რომ ალფა ცოცხალია და ეძებდა მას, მაგრამ ჯერ ვერ იპოვნა. იმაზე ფიქრს, რომ ალფამ შესაძლოა დაივიწყა, თავს უკრძალავს. ჯიმინს ძალიან სურს სახლში, ოჯახთან დაბრუნება, მაგრამ აცნობიერებს რომ გაქცევა არ გამოუვა, მის პალანკინს ხუთი მეომარი იცავს, ხელებს მხოლოდ ჭამის დროს ან ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უხსნიან, ამიტომაც მოთმინებით იტანს გრძელ გზას და იმედი აქვს რომ იბლისში თავის ერთადერთ სიყვარულს იპოვნის, თუ არადა სიკვდილს.

    დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე ჯიმინი კიმ ნამჯუნის ჰარამხანაში მიჰყავთ და ზედამხედველ დიასს აბარებენ. ეს უკანასკნელი როგორც კი იგებს რომ ომეგას იმავე ღამეს გამოიძახებენ, დამხმარეებს იხმობს და პაკის მოწესრიგებას ცდილობს. ჯიმინი არ ჩხუბობს, არ ეწინააღმდეგება, გათიშული უყურებს მის გარშემო მოფუსფუსე მსახურებს და თავის ფიქრებშია ჩაძირული. არც კი ლაპარაკობს, კითხვებზე არ რეაგირებს, მხოლოდ ერთხელ, დიასის კითხვაზე - იცის თუ არა როგორ ასიამოვნოს მბრძანებელს, პასუხობს, რომ მაგას ურჩევნია მოკვდეს. დიასი მაშინვე ოთახიდან ყრის დამხმარეებს, ომეგის წინ ჯდება და თაფლისფერ თვალებს აკვირდება:

  - ლამაზი ხარ. საოცრად ლამაზი. დღესდღეობით არცერთი მბრძანებლის ჰარამხანაში არ მოიძებნება ასეთი სილამაზე. ასეთი გარეგნობით ყველაფერის მიღება შეგიძლია რასაც მოისურვებ, მათ შორის მბრძანებლის გულისაც.

GUKYUNМесто, где живут истории. Откройте их для себя