- აი, სულ ასე ხდება, იბრძვი, ძალისხმევას არ იშურებ, იმპერიას ქმნი, შემდეგ კი ციცქნა ნაგლი ომეგები მოდიან და შენს ხალხს შენზე მეტად ისინი უყვარს, - ჯონგუკი მამონის სადავეებს ექაჩება დაცვის გარემოცვაში მდგარი იუნგის წინ, მოედანზე. - ვეჭვიანობ, - ხტება ცხენიდან ალფა, რომელსაც ხალხი ხმამაღალი შეძახილებით ესალმება, ომეგას უახლოვდება და რბილად ეხება ტუჩებით საფეთქელზე.- ნეტავ რა იცით თქვენ ეჭვიანობაზე, ჩემო მბრძანებელო? - იუნგი მაღლა სწევს წარბს. - როგორც გავიგე, ისევ სალაშქროდ აპირებთ წასვლას, რომელშიც აუცილებლად მოძებნით ვინმეს, - გაბუტული ბურტყუნებს ცხვირში ომეგა, პარალელურად კი გვერდით მიმავალ მადლიერ მოსახლეობას ესალმება.
- ჩემი თვალები მხოლოდ შენ გხედავენ, - ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აცხადებს ალფა.
- ნუ რა თქმა უნდა, არასოდეს გიღალატიათ ჩემთვის, - ამბობს იუნგი, თან პატარა ბავშვს უღიმის, რომელიც თავის მამიკოს დარიგებით მბრძანებლის ომეგას ყვავილებს აწვდის. - თუ იმას გავითვალისწინებთ რომ თქვენი ლაშქრობები ზოგჯერ რამდენიმე თვეს გრძელდება, ღალატი არც კი გამაკვირვებს.
- რომც მინდოდეს, მაინც არაფერი გამომივა, - წელზე ხვევს ხელს გუუკი და თავისკენ იზიდავს. - ჩემს გვერდითაც რომ არ ხარ, მაინც ჩემში ხარ, ასე რომ შეგიძლია ეჭვი არაფერში შეიტანო და დამელოდო, იმიტომ, რომ ძალიან მშიერი დავბრუნდები.
- თქვენი ხალხის წინ მარცხვენთ, ჩემო მბრძანებელო, - იწევს იუნგი უკან. - და რისთვის მეძებდით?
- მომენატრე, - იღიმის ჯონგუკი. - ისინი მართლა გაღმერთებენ, - ხანმოკლე დუმილის შემდეგ ამბობს ალფა და მოედანზე შეკრებილი ხალხისკენ ანიშნებს თავით, რომლებიც იმედს არ კარგავენ მბრძანებლის ომეგას მიუახლოვდნენ.
- და ეგეც უხერხულში მაგდებს, - თვალებს ხრის იუნგი. - არაფერი განსაკუთრებული მე არ გამიკეთებია, უფრო სწორად, ჯერ მხოლოდ ახლა დავიწყე კეთება, მაგრამ საკმარისია ქალაქში გამოვიდე, რომ მადლიერების სიტყვები მესმის ყველასგან. საჩუქრებსაც კი მჩუქნიან, როგორც ჩანს ვიღაცამ გაიგო, ალბათ სასახლის სამზარეულოდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ტკბილი მიყვარს, იმდენი ტკბილეული მოაქვთ ჩემთვის. ბიბის რა თქმა უნდა მხოლოდ უკვე გასინჯული და შემოწმებული მოაქვს ჩემამდე, იქნებ მბრძანებლის მეუღლის მოწამვლა უნდაო ვინმეს, - იცინის. - პატარები ყვავილებისგან გვირგვინებს მიწნავენ. არ დამიმსახურებია ამდენი რამ.

BẠN ĐANG ĐỌC
GUKYUN
Fanfictionმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...