ჩემს სასოწარკვეთას შენი სახე აქვს

2.4K 230 200
                                    

კომენტარები მიყვარს... 😗

~~~

    გუუკი რამდენიმე წუთი დგას ტერასაზე კოლონას მიყუდებული და მსახურების მიერ მორეცხილი თეთრი მარმარილოს ცენტრში მდგარ ორ ადამიანს უყურებს. მბრწყინავი მარმარილო ფანრის შუქებს ირეკლავს, სიმყუდროვის ილუზიას ქმნის, ღამის ჰაერი ახალმოთიბული ბალახის სურნელითაა გაჟღენთილი, თბილ სიოს მოაქვს გუუკამდე ნელსურნელების არომატი, რომელსაც ჰარამხანის მოსაწევ ოთახებში წვავენ, მაგრამ ალფა მაინც არჩევს ჯერ კიდევ უხილავი სისხლის სურნელს ჰაერში. ჯიმინი მუხლებზე დგას, ნამჯუნი.. ერთი შეხედვით ფეხზე დგას, მაგრამ ხმალს თუ მოიქნევს, თავადაც მუხლებზე აღმოჩნდება. გუუკს ამაში ეჭვი არ ეპარება, იმიტომ, რომ ახლაც კი როდესაც გაცხარებული ფიქრობს, რა მოიმოქმედოს, როგორ გადაარჩინოს მეგობარი საბედისწერო შეცდომისგან, თავად გულით იუნგის გვერდითაა, რომლის ჩაკეტვაც ბრძანა. ნამჯუნსაც ისეთივე ომეგა ჰყავს, ოღონდ ის იმდენად არის მრისხანებით, წყენით და ყველაზე მთავარი - საკუთარი ტკივილით დაბრმავებული, რომელიც აქედანაც კი მოსჩანს, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ნამჯუნის ტკივილი მასში აღარ ეტევა, ალფა მთლიანად თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია, სულის ყოველ კუნჭულში შეაღწია, მისი ოკუპაცია მოახდინა, ახლა კი უკვე კიდეებიდან იღვრება. მის მკერდში იბერება, ნეკნებს ამტვრევს, გარეთ გამოსვლას ითხოვს, სასურველს აღწევს, ოქროსფერთმიანი ომეგისაკენ მიცოცავს, მას აწვება ზემოდან, მისგან ვინც თავისი კაშკაშა სინათლით აბნელებდა ყველაფერს, მოკუზულ, მიწას გართხმულ ჩარჩოს ტოვებს. ჯიმინისთვის შეხედვაც კი შეუძლებელია უკვე, გუუკი ხმალს ბრძოლის დროს იქნევს, მაგრამ მაშინაც კი როდესაც მოწინააღმდეგის თავი მამონის ფეხებთან გორდება, წამით მაინც ამჩნევს მოკლულის თვალებში სიცოცხლის წყურვილს, ამ ომეგის თვალებში კი შტილია, ამ ზღვის ცაზე ფრინველებიც კი არ დაფრინავენ.

GUKYUNМесто, где живут истории. Откройте их для себя