იმიტომ, რომ შენ ხარ

3.6K 238 144
                                    

  - იუნგი, გთხოვ.

  კარს მეორე მხრიდან აწვებიან, მაგრამ ხე უბრალოდ ჭრიალებს, ადგილიდან არ იძვრის.

  - წადი, - გაჭირვებით აგროვებს ალფის გვერდით გაფანტულ ძალებს იუნგი და საწოლზე ამძვრალი, გაცვეთილ საბანს იფარებს, გეგონება ასე მისი სურნელი არ შემოაღწევს, თითქოს აქედან მისი გამოყვანა შეუძლებელი იქნება. - შენთან მოვედი, - ამბობს ომეგა, მოცახცახე ყბას ვერ იმორჩილებს. - ჩემს სიამაყეს გადავაბიჯე. შენთან მოვედი, იმიტომ რომ ეს შენ ხარ. ყოველთვის შენ იყავი. ეს ჩემი სასჯელია და მივიღე კიდეც იგი.

   გუუკი დუმს, დგას შუბლით ნახევრად დამპალ კარს მიყრდნობილი და გრძნობს, როგორ უცემს გული გამალებით. იუნგი იმას ამბობს, რის გაგონებაზე არც კი უოცნებია. წყვეტილად საუბრობს, ტირილით და ალფაც სიხარულის ნაცვლად ომეგას სასოწარკვეთას გრძნობს. მის წყენას იზიარებს, ჯერ თავადაც ვერ გაუგია რის გამო, კარს ებღაუჭება მისი ნახვის სურვილით შეპყრობილი, რომ დაამშვიდოს, უხმოდ აგრძელებს მისი სახელის გამეორებას, რაც კი აქამდე დაუშავებია და მომავალში დააშავებს, ყველაფრისთვის პატიებას სთხოვს.

  - შენ კი... - ისმის ომეგას გაბზარული ხმა. - მასთან დაბრუნდი, ვისგანაც მოდიხარ.

  - იუნგი, ამ წამს დავბრუნდი სასახლეში, მამონიც კი არ შემიყვანია საჯინიბოში, - ვერაფერი გაუგია ალფას. - გააღე კარი, გთხოვ.

   იდენში დაბრუნებულმა ჯონგუკმა, კარებშივე იგრძნო როგორი სიტკბოთი იყო გაჟღენთილი ღამის ჰაერი. ამ სურნელს ათასში ამოიცნობს, ის მასში მირასში პირველი შეხვედრისას ჩაიძირა, მხოლოდ მასზეღა რეაგირებს. ასეთი სურნელი აქვს მის პატარას. მას, რომელმაც არა მარტო თავისი სილამაზით დაატყვევა, არამედ პირდაპირ გულში დაჭრა თავისი უზარმაზარი და უშრეტი სიძლიერით.

   ჯონგუკი მთავარ ჯალათზე გაწაფულად ამტვრევდა მას. არა მარტო ძვლებს ამტვრევდა, არამედ იმ ძალას, რომლის გამოც წამოიყვანა მშობლიური მიწებიდან. ყველაფერი წაართვა, თხელი დახვეწილი თითების ნეხვში დასვრა აიძულა, რომელიც მხოლოდ კოცნით უნდა დაფარო, აიძულა ეშიმშილა, დამცირება მოეთმინა, მაგრამ მაინც ვერ აიძულა თვალების დახრა. მაინც ვერაფრით ასწავლა მორჩილება. ვერც ვერასოდეს შეძლებს. იუნგი ყველაზე გამძლე მეტალისგანაა ჩამოსხმული, ვერ მოღუნავ, ვეც გატეხ. გუუკი მასში საკუთარ თავს ხედავს, თავის ანარეკლს, თავის განვლილ გზას, რომელიც თავად გაიარა თითქმის ოცი წლის განმავლობაში, მინ იუნგიმ კი სულ რაღაც რამდენიმე თვეში. ჯონგუკმა მირასში არა მარტო სიმშვიდე და მამისგან პატიება მოიპოვა, მან იქ თავის გულიც აღმოაჩინა, რომელიც პატარა ომეგას მკერდში ფეთქავდა, ომეგას რომელსაც თავისი სინათლით შეეძლო მრავალათასიანი არმიის განათება. მისი გატეხვის მცდელობებით, ყოველ ჯერზე თავადაც ტყდებოდა. სურვილის გარეშე, ტუჩებმოკუმული იძრობდა ტიტანის ძვლებს, ჩონჩხს უკეთებდა დეფორმირებას, იმაზე, რასაც არასოდეს მიიღებდა თვალებს ხუჭავდა, უთმობდა. ცოფდებოდა, სხვადასხვა წამების ხერხებს იგონებდა და ომეგას მორიგ კივილზე თავად ნელ-ნელა, მაგრამ მაინც კვდებოდა.

GUKYUNDonde viven las historias. Descúbrelo ahora