მას შემდეგ რაც საძინებლის ზღურბლზე კოცნით აცილებს ჯონგუკს, იუნგი პირველ რიგში წყვეტს ბაო მოინახულოს. მსახურებს ტერასაზე საუზმის გაშლას უბრძანებს, თავად კი პირველ სართულზე ჩადის და გრძელი კორიდორის გავლით ბაოს ოთახისკენ მიემართება, სადაც ალფა, როგორც ყოველთვის თავისი საქმით არის დაკავებული.
- ჩემო მბრძანებელო, - ომეგას დანახვისთანავე ფეხზე ხტება ჩასუქებული მამაკაცი, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე შიშით მოელოდა მის ვიზიტს.
- თავს ნუ იწუხებ, - თავით ანიშნებს იუნგი სავარძელზე, თავად კი მეორე სავარძელში ჯდება. ამრეზით ათვალიერებს მაგიდაზე არეულობას, სადაც ქაღალდები პირდაპირ დაჭრილ ხილზე ყრია და მაგიდაზე დაღვრილი შერბეთის წვეთებზე ალფის ხალათის სახელოები ეწებება. - დარწმუნებული ვარ, იცოდი, რომ მოგაკითხავდი.
- გელოდით, ჩემო მბრძანებელო, - ხრის თვალებს გაფითრებული მამაკაცი.
- შენ თვითონაც იცი, თუ არ იცი და გაითვალისწინე, რომ შენ და შენი მართვის მეთოდები დიდად არ მეპიტნავებით, - თითზე მსხვილ თვლიან ბეჭედს ატრიალებს ომეგა, ყურადღებით უყურებს ალფას. - მაგრამ ამავდროულად მშვენივრად მესმის, რომ ორასკაციანი მსახურების შტატის კონტროლი ყოველ მეორეს არ შეუძლია. თუ შენს ამაზრზენ მეთოდებს გვერდით გადავდებთ, გამოდის რომ შენს სამუშაოს ასრულებ და თან საკმაოდ კარგად. ახალ მმართველზე ვიფიქრებ და ვთვლი, რომ ამის შესახებ უნდა იცოდე, მანამდე კი იმით იქნები დაკავებული, რასაც აქამდე აკეთებდი, მაგრამ თუ ერთხელ მაინც გავიგებ გასართობად დასჯის შესახებ, იმის შესახებ, რომ მსახურებს აშიმშილებ.. მაშინ, როდესაც საკმარის მონეტებს გამოგიყოფენ მსახურების შტატის შესანახად, თვალის დახამხამებაში დაკარგავ სამსახურს. და თან თუ მბრძანებელი გაიგებს იმის შესახებ, ხარჯისთვის გამოყოფილი მონეტებიდან რამდენს იტაცებ, მაშინ საერთოდ შესაძლებელია, რომ მხოლოდ სამსახურის დაკარგვით არ შემოიფარგლოს ყველაფერი. შენ ხომ იცი, ჩემი მბრძანებელი დიდი სიკეთით არ გამოირჩევა. გასაგებად გიხსნი? - ზურგით სავარძელს ეყრდნობა იუნგი.
ВЫ ЧИТАЕТЕ
GUKYUN
Фанфикმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...