ღვინოსთან ერთად კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ასე დიდხანს ვერ გააგრძელებს. ღვინო განშორებით მოწამლულ სისხლს უცვლის ვენებში, რეალობის სურათს თხაპნის, ნამჯუნს უფლებას აძლევს დაჭმუჭნულ ზეწარზე დაინახოს, გვერდით მისი ყოფნა იგრძნოს. ღვინოსთან ერთად ის საბედისწერო დღე არ არსებობს, არც არასოდეს გათენებულა. ყოველ ახალ ყლუპს ჯიმინი უფრო ახლოს მოჰყავს ნამჯუნთან, ამიტომაც ალფა დოქს ხელიდან არც კი უშვებს. თავიდან ომეგის სილუეტს ბუნდოვნად ხედავს, ომეგის - რომელშიც მთელი მისი სამყაროა კონცენტრირებული, შემდეგ კი ეს სილუეტი უფრო მკვეთრი და ნათელი ხდება. ნამჯუნი თვალზე გადაკრული ბინდის გავლით, მის მოახლოებას უყურებს. ალკოჰოლით გაჟღენთილი გონება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კადრებს სთავაზობს. ჯიმინი მის გვერდით ჯდება საწოლზე, თეთრ თმაში უცურებს ხელს, ეფერება, იხრება და შუბლზე ჰკოცნის, მსგავს მომენტებში, ნამჯუნი გრძნობს როგორ უხორცდება მკერდში გამჭოლი იარა.
უფრო მეტი ღვინო იმიტომ, რომ გამოფხიზლება სიკვდილის ტოლფასია, იმიტომ, რომ რეალობაში დაბრუნებული ნამჯუნი ისევ თავის ჯოჯოხეთში ხვდება, თითქოს პირველად იგებს ომეგის წასვლის ამბავს და ხელმეორედ ტყდება. ამ საძინებელში, სადაც უკვე რამდენიმე დღეა ფარდებიც კი არ გადაწეულა, ნამჯუნი თავს კარგად გრძნობს, თუ რა თქმა უნდა „კარგად" საერთოდ შეეფერება იმ ადამიანს, რომლისაგანაც მხოლოდ ფიტული დარჩა, თავად ალფა იმ ღამეს მოკვდა აქვე იატაკზე, ჯიმინის სიტყვებით განგმირული. ნამჯუნი თავის შვილს კი არ გლოვობს, არამედ მასთან ერთად დაკარგულ მომავალს, რადგან ომეგამ მსგავსი ნაბიჯის გადადგმით ნათლად დაანახა, მისკენ არასოდეს გადმოდგამს ნაბიჯს. ნამჯუნმა ყოველთვის იცოდა, რომ ჯიმინს არ უყვარდა, მაგრამ თავად ქმნიდა ილუზიას, რომ ყინული გადნებოდა და მათაც ყველაფერი გამოუვიდოდათ, სჯეროდა ამის. ჯიმინმა კი პირდაპირ სახით დაანარცხა მარმარილოს ფილებს, კრუნჩხვებში ჩავარდნილი დატოვა, დამსხვრეული ოცნების ნატეხების შესაგროვებლად, რომელსაც ვერასოდეს გაამთელებდა.
ВЫ ЧИТАЕТЕ
GUKYUN
Фанфикმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...