გუუკმა სიტყვა შეასრულა, ჰოსოკის მეორე ქორწილის დასრულებისა და ალფის იბლისში დაბრუნების შემდეგ, მალევე დატოვეს თავიანთი ომეგები სასახლეში და ჩჟუს მიწებისკენ აიღეს გეზი. ამ ხუთი თვის განმავლობაში, სანამ ალფები სალაშქროდ იყვნენ, იუნგი შვილის აღზრდით და ქალაქის აღდგენით იყო დაკავებული. ომეგამ ამ დროის განმავლობაში უცხოელ ვაჭრებსა და ადგილობრივ მართველობას შორის წარმოქმნილი საგადასახადო კონფლიქტის მოგვარებაც მოასწრო. იუნგიმ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ვაჭრობის ბეგარა დაწია, ამით კი უფრო მეტი სავაჭრო ქარავნის მოდინება მოხდა იბლისის ცენტრში, რის გამოც ქალაქი რეგიონალური ვაჭრობის ცენტრად იქცა. იუნგი ქალაქის მართვის სისტემაშიც გეგმავს გარკვეულ ცვლილებებს, მათ შორის ძალაუფლების რამდენიმე პირისთვის გადანაწილებას, იმის ნაცვლად რომ ქალაქის მართვის სადავეები მხოლოდ ერთ ადამიანს ეჭიროს ხელში. მსგავსი მასშტაბური ცვლილებებისთვის მეუღლის თანხმობაა საჭირო, ამიტომაც მოუთმენლად ელის გუუკის იბლისში დაბრუნებას. თითქმის მთელი თვე სტუმრობდნენ იუნგის მამა და ძმები, რომლებიც გუკუინის სანახავად ჩამოვიდნენ. იუნგი დაჰპირდათ, როგორც კი პატარა წამოიზრდება, აუცილებლად ჩაიყვანს მირასში და მამას საშუალებას მისცემს შვილიშვილთან თამაშით გული იჯეროს. თეჰიონმა მთელი თავისი ძალები ქალაქის პარკში ჩადო და შედეგი კი ის არის, რომ მასში ახლა ვარდების უზარმაზარი ბაღია. გუუკი, ნამჯუნი და ჰოსოკი მთლიანად იმორჩილებენ ჯჟუს ხალხს, ტერიტორიები კი თავიანთი ჯარის ერთგულ მხედართმთავრებს დაუნაწილეს, როგორც კოლონიები, რომლებიც დღეიდან ასევე თავისქალების იმპერიის ნაწილი იქნება. ამის გარდა, ჩჟუს ტომი გუუკმა სხვადასხვა ადგილებში გადაასახლა, ამით კი მთელი კავშირი გაწყვიტა მათ შორის, დროთა განმავლობაში კი შერეული ქორწინებების წყალობით, წარსულს დარჩება ჩჟუს გვარიც.
იბლისი ოვაციებით შეეგება სისხლიანი ლაშქრობიდან უხვი ნადავლით დაბრუნებულ მბრძანებლებს. ამჯერად გუუკს იუნგი სასახლის კიბეზე ღვინის თასით კი არა, შვილთან ერთად დახვდა. ოჯახს მონატრებული ალფა მთელი საღამო არ უშვებდა ხელიდან გუკიუნს და სახლში დაბრუნებით გამოწვეულ ბედნიერებას ვერ ერეოდა. ნამჯუნმა გზიდანვე გადაუხვია ჩინის იმპერიისკენ შვილის სანახავად და მორიგი საჩუქრის გადასაცემად, ჰოსოკი კი მხოლოდ ღამით გამოვიდა ბაღში, მთელი დღე თეჰიონთან ერთად გაატარა თავის აპარტამენტებში.
ESTÁS LEYENDO
GUKYUN
Fanficმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...