წითელი თოვლი

2K 193 153
                                    

- თუ ეს შეშლილი ომეგა კარიბჭეში დამხვდება, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საშინელი ყინვაა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პირდაპირ ყველას თვალწინ დავსჯი, - იყურება წინ გუუკი, იმედი აქვს ქალაქის კედლებს მოჰკრას თვალი, რომელიც დილის ბურუსის გამო ჯერ არც კი მოჩანს.

გუუკმა იბლისი თითქმის ოთხი კვირის წინ დატოვა, ჩრდილოეთში, ოდესღაც მეგობრულ იმპერიაში იყო, რომელმაც მოულოდნელად შეიცვალა მფარველი და ჩჟუს მხარეს გადავიდა. გუუკი თავისი ჯაშუშებისგან იღებს ინფორმაციას, რომლებიც მაშინვე ატყობინებენ ალფას, თუ მისი მოკავშირეებიდან რომელიმე მოკავშირედ დარჩენაზე უარს ამბობს და საკადრის ზომებს იღებს. სატანას იმედი აქვს, რომ ძალის ეს დემონსტრაციული ჩვენება საკმარისი იქნება მათთვის, ვინც მფარველის შეცვლას მოინდომებს, მაგრამ დიდად არ სწამს მაინც. ამ ბოლო დროს ზედმეტად ბევრი ახალი ამბავი მოდის იმის შესახებ, რომ ჩჟუ გააქტიურდა იმპერიის მეზობელ ტერიტორიებზე, და გუუკი მშვენივრად ხვდება, რომ საეჭვოა ყველას მონახულება მოასწროს, ამიტომაც უწევს მხოლოდ მსხვილ ქალაქებს მიაკითხოს.

უკან მომავალი იმპერიის არმიაც, ის ნაწილი, რომელიც სხვა ქალაქებში არ გაიფანტა, მოუთმენლად იყურება რძისფერ კვამლში, ოცნებობენ მალე აღმოჩნდნენ სახლში და ოჯახი ნახონ. ჰოსოკი, რომელიც მეგობრის მარცხენა მხარეს ჰანზე ამხედრებული ზის, მათ სურვილს იზიარებს, მალე მიაღწიონ იდენამდე. სოკჯინის ვიზიტის შემდეგ იბლისში მეგობრები მთელი დღე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ჰოსოკი ქალაქგარეთ იცლებოდა ბრაზისგან, ხმლით იბრძოდა, გუუკი კი ელოდა როდის დამშვიდდებოდა მისი ძმა. ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა მეგობრებმა ვერ შეძლეს, მაგრამ პირად გაუგებრობას ყოველთვის გვერდით დებდნენ, როდესაც საქმე იმპერიასა და სავარაუდო საფრთხეს ეხება.

- შეეშვი, - ეცინება ჰოსოკს გუუკის სიტყვებზე იუნგის შესახებ. - ვენატრებით, მთელი თვე არ ვუნახივართ. დარწმუნებული ვარ, ჩემიც გაიყინება, მაგრამ ისიც კარიბჭესთან იქნება, - ისწორებს ბეწვის შემოსაცმელს ალფა.

GUKYUNOnde histórias criam vida. Descubra agora