ტკივილი მზის ჩასვლისას დაგტოვებს
სოკჯინი იბლისის ბრძოლიდან როგორც გმირი ისე დაბრუნდა. იგი საკუთარი მიწებისთვის არ იბრძოდა, არც იმპერიის გაფართოებისთვის, უკან არ ბრუნდება ნადავლით, მაგრამ ამ გამარჯვებას მაინც სხვა გემო აქვს. ცხოვრებაში პირველად სურს ასე ძალიან სახლში, უკან იტოვებს მტვრის კორიანტელს და მეომრებს საშუალებას არ აძლევს დიდხანს გაჩერდნენ ბანაკში. სოკჯინი ფრთებგაშლილი მიფრინავს იმპერიაში, რათა საკუთარი სასახლის კარში ის დაინახოს, ვისაც უკანმოუხედავად გადასცა თავისი გული და გამარჯვებულებისთვის განკუთვნილი ღვინო მიიღოს ომეგის ხელიდან. სოკჯინს არასოდეს უძებნია არსებობის აზრი, არ იცოდა როგორ მიჩვეოდა ვინმეს, მტკიცედ იცავდა საკუთარ წესებს, მაგრამ სხვის სასახლეში ოქროსფერთმიან ომეგასთან შეხვედრის შემდეგ, მიხვდა, როგორ ცდებოდა. ალფა ცხენიდან ხტება, ჯერ კიდევ კიბეებამდე არ მისული, ჩქარი ნაბიჯით ჰკვეთს ისედაც მცირე მანძილს, ღვინოს სვამს და ჯიმინს თავისკენ იზიდავს.
- გელოდებოდი, - დარცხვენილი ამბობს ომეგა, სახეს მის მკერდზე მალავს.
სოკჯინს სხვა არც არაფერი სჭირდება. ერთი სიტყვა, რომლის გაგონების შემდეგაც, მზადაა იმ ქვეყნიდანაც კი დაბრუნდეს, ოღონდაც მისი გულში ჩაკვრა და მისი სურნელის შეგრძნება შეეძლოს, რომელსაც დღემდე ინახავს ცხვირსახოცი და რომელიც იბლისში ყოველი ბრძოლის შემდეგ მიჰქონდა სახესთან.
სანამ სოკჯინი წასული იყო, ჯიმინი ძლიერ განიცდიდა და ძალიან ცუდად ეძინა. დიდხანს სეირნობდა ხოლმე ბაღში, ცდილობდა ბნელი ფიქრებისგან დაეღწია თავი, დაუსრულებლად გასცქეროდა კარიბჭეს ალფისგან ახალი ამბების მოლოდინში და ეშინოდა რომ ახალი ამბები არ გაახარებდა. ჯიმინმა თითქოს პირველად მაშინ ამოისუნთქა შვებით, როდესაც სოკჯინის მიერ გამოგზავნილმა კაცმა გუუკის იბლისში დაბრუნების შესახებ მოახსენა. ომეგა მეგობრების სიცოცხლის გამო ღელავდა, სოკჯინის გამო და ნამჯუნის გამოც კი, რომელსაც, მიუხედავად ჯერ კიდევ ღია ჭრილობებისა, სიკვდილს მაინც არ უსურვებდა. კიმის დაჭრის ამბის გაგების შემდეგ, ჯიმინმა გაჭირვებით აიყვანა თავი ხელში, და არაუშავს თუ მთელი შიგნეულობა უტრიალებს იმის გაფიქრებაზე, რომ შეიძლება ალფა მოკვდეს, ომეგა არაფერს იმჩნევს. ყველაზე მეტად ჯიმინი სოკჯინის გამო ღელავდა, რომელიც მარტო ჩაერთო მასზე რიცხვობრივად აღმატებულ მტერთან. სოკჯინმა ეს თავისქალების იმპერიისთვის ვალის დასაბრუნებლად გააკეთა, ჯიმინის თვალში კი ამ საქციელით ლამის ზეცამდე ამაღლდა.

أنت تقرأ
GUKYUN
أدب الهواةმოდიოდა მათზე, უთვალავი ჯარით გარშემორტყმული, რომელიც ქალაქს კალიასავით ედებოდა, გასაქცევ გზას არ ტოვებდა. წინა რიგების შუბებზე ადამიანების თავები იყო წამოცმული, რომელთა დათხრილი თვალები, გადარჩენილებს სიზმრებშიც ელანდებოდათ. ოღონდ არავინ მათ შორის...