ჩემი სისხლი შენს ხელებზეა

2.6K 263 129
                                    


მირასი უბრძოლველად დანებდა. ქალაქ-სახელმწიფოს მეექვსე წელიწადია, რაც ერთ-ერთი უძველესი ტომის შთამომავალი ვიღაც კანუ მართავს. თავის დროზე ალფამაც უბრძოლველად მიიღო მირასი მინ ჯიჰიონისგან, რომელსაც სანაცვლოდ მისი სასახლის ხელშეუხებლობას და ხაზინის ნაწილის წაღების უფლებას დაპჰირდა. კანუ, სტეპების შვილი იყო, აბსოლუტურად შორს იყო მმართველობის ცნებისგან, ამიტომ ჯიჰიონი თავის გვერდით დაიტოვა, როგორც ერთ-ერთი მრჩეველთაგანი და „ხიდი" მოსახლეობასთან, რომელიც ძველ მმართველს უკვე შეჩვეული იყო.

როდესაც გალავანს მოახლებული ჯარი დაინახა და იცნო, ვინ ედგათ სათავეში მათ, კანუ პირადად გავიდა სტუმრის დასახვედრად. ჯონგუკი არც მოელოდა ბრძოლას, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მირასს არავინ დაეხმარებოდა, არავის ჰქონდა სურვილი სატანის მრისხანება გამოეწვია. ჩონი თავისი ჯარის მთავარსარდლებისა და მცირერიცხოვანი რაზმით განთავსდა მბრძანებლის სასახლეში, ძირითადმა ჯარმა კი ქალაქის გარეთ დაიდო ბანაკი და თავიანთი ურიცხვი რაოდენობით ლამის ქალაქი წრეში მოაქციეს. ხანმოკლე საუბრის შემდეგ, ჯონგუკმა კანუ ფაქტის წინაშე დააყენა, რომ დღეიდან მირასი იმპერიას უერთდებოდა და ყოველთვიური ხარკი უნდა ეხადა. კანუ ხვდება, რომ სხვა ვარიანტები არც აქვს, ამიტომ მძიმედ მაგრამ მაინც თანხმდება. ჯონგუკი ვითომ გულგრილად ინტერესდება ყოფილი მმართველის ბედით და იგებს, რომ ეს უკანასკნელი თავის სასახლეში ცხოვრობს ქალაქის სამხრეთ ნაწილში და კმაყოფილი იღიმის. კანუმ სტუმრებისთვის საზეიმო სუფრის გაშლის ბრძანება გასცა და ჯონგუკის თხოვნაც შეასრულა, რომ ვახშამზე მხოლოდ თავად, ჰოსოკი და მისი მხედართმთავრები ყოფილიყვნენ. „უსაფრთხოების მიზნით", - თვალს უკრავს ალფას სატანა.

- ჯიჰიონი ჩემი პირველი თანაშემწეა. ერთ-ერთი მათგანია, ვინც, მიუხედავად იმისა რომ ჩემი მოსვლით ძალაუფლება დაკარგა, ძალიან დამეხმარა ჩემი ავტორიტეტის მოსახლეობაში განმტკიცებაში, - საკუთარი ხელით უვსებს ღვინით თასს პატივსაცემ სტუმარს კანუ. - ხვალ საღამოს მის ოჯახში ბედნიერი დღეა, თავის მემკვიდრეს და ერთადერთ კანონიერ შვილს ჯისონს აქორწინებს. თუ მირასში ინებებთ დარჩენას, მაშინ ჩვენც შევძლებთ ნადიმზე მოხვედრას. ჯიჰიონისთვის ეს პატივი იქნება, თუ მის ბედნიერებას გაიზიარებთ, თან თქვენც დარწმუნდებით, რომ მიუხედავად იმისა რომ დიდებული იბლისივით დიდი ქალაქი არ არის მირასი, არც ჩვენი სუფრა, ღვინო და მშვენიერი ომეგები არაფერით ჩამოუვარდებიან.

GUKYUNМесто, где живут истории. Откройте их для себя