აქაც და შემდეგშიც (3 ნაწილი)

2.2K 183 163
                                    


 ათი წლის შემდეგ დასრულდა მავზოლეუმი „მზის აკვნის" მშენებლობა. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული სამ გუმბათიანი ნაგებობა, რომელიც იბლისს გადმოჰყურებს, უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებული პარკის გულში დგას. პარკის ტერიტორიაზე გამავალ ექვს წყლის არხს შუშის ხიდები ამშვენებს. მავზოლეუმის მთავარ შესასვლელს ოქროს ასოებით აწერია თეთრ მარმარილოზე „აქაც და შემდეგშიც". შიგნიდან მავზოლეუმის კედლები ჩუქურთმებით და ფრესკებითაა მოხატული, ძვირფასი ქვებით შემკული. მავზოლეუმი თავის მშვენიერებით და სიმდიდრით აოცებს მნახველს. მთავარი დარბაზის ცენტრში საფლავის ქვის ქვეშ, ერთი სართულის ქვემოთ არის იუნგის საფლავი. მავზოლეუმის ასაშენებლად გუუკმა მთელი მსოფლიოდან მოიწვია ხელოსნები და პირადად აკონტროლებდა მშენებლობის პროცესს. მავზოლეუმის ტერიტორია იდენის ტერიტორიაზე დიდია. საფლავთან მისასვლელი ფართო გზა გრანიტის ფილებითაა მოპირკეთებული, გარშემო კი მაღალი შადრევნები და გაშენებული ბაღებია, ერთ-ერთ მათგანში მამონის ძეგლიც დგას, რომლის ქვეშაც თავად ცხენის საფლავია. ბაღში მარცხენა მხარეს ძირითადად წითელი ვარდები ხარობს, თავად გუუკმა ბრძანა მათი დარგვა, იმის სამახსოვროდ, თუ როგორ უხდებოდა იუნგის წითელი. მავზოლეუმის მთავარი მარგალიტი კი ჩანჩქერია, მბრძანებლის საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის, რომელის ჩუქებაც ვერ მოასწრო სიცოცხლეში. მთელი მსოფლიოდან მოდიან ადამიანები მავზოლეუმის სანახავად, ისინი, ვისაც ომეგისთვის უნდათ პატივის მიგება და ისინიც, ვინც უბრალოდ საოცარი ჩანჩქერის სანახავად მოდიან.

ომეგის საფლავის ქვა ნახევრად გამჭვირვალე თეთრი მარმარილოსაგანაა გამოჭრილი. მოოქროვილი კედლები ძვირფასი ქვებითაა შემკული, საფლავის გარშემო იატაკზე ძვირფასი ხალიჩები აგია. საფლავის ქვის ზემოთ ჭერი შუშისაა, რაც საშუალებას აძლევს მზის სხივებს პირდაპირ საფლავის ქვას შეეხონ. ქვა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის ფერს, დღისით თეთრია, მზის ჩასვლისას მზის სხივების წყალობით ვარდისფერი, მთვარის შუქის ქვეშ კი ვერცხლისფერი. ქვა გვერდებზე საფირებით და კრისტალებითაა შემკული. იუნგის საყვარელი ლალი ასევე დარჩა ომეგის კისერზე. მის საფლავზე მოწვეულმა კალიგრაფებმა წააწერეს „აქ სატანის გულია დამარხული და ვინც მის შეწუხებას გაბედავს სამუდამო ტკივილი ელის".

GUKYUNWhere stories live. Discover now