გაცნობიერება

2.7K 242 167
                                    

   შუა ზაფხულია. მზე უზარმაზარი დისკივით ჰკიდია იბლისის ცაზე, მოქალაქებს აიძულებს სიგრილე საკუთარ სახლებში იპოვნონ და მხოლოდ მას შემდეგ გამოვიდნენ გარეთ, როდესაც მზე დასასვენებლად ჩავა. საღამოობით კი ჩახუთულობაა, გახურებული ჰაერი ყელს თუთქავს, ყოველი შესუნთქვა კი შეგრძნებას ტოვებს, თითქოს ენის წვერზე მოგროვილ მტვერს ყლაპავ. მთელი მოსახლეობა ყოველ დღე იმედით შესცქერის ცას ღრუბლების ან სიოს მოლოდინში.

    იუნგი წყლის ვედრების თრევისგან დაღლილი იზმორება და მებაღეს ბუჩქების მორწყვაში ეხმარება, პატრონებისთვის ხომ სულერთია, რომ დღისით ქუჩაში ყოფნა აუტანელია, ბაღი მაინც უნდა ხარობდეს და შურს იწვევდეს. მთავარი ბაღის დასრულების შემდეგ, იუნგი ბალახზე ეშვება, ბუჩქების გასწვრივ გაშენებული კოწახურის ჩრდილში დასასვენებლად, როცა ისევ თავისი სახელი ესმის, რომელიც ამ დილის განმავლობაში შეიძულა კიდეც. ბატონები ან დახურულ აუზთან გრილდებიან ან მაღლა, თავიანთ ოთახებში, ხოლო მსახურები ქანცგაწყვეტამდე მუშაობენ. ისიც კარგია, რომ ჭასთან მისვლა ოცდაოთხი საათის განმავლობაში შეიძლება და იმდენი წყლის დალევა რამდენიც გსურს.

   იუნგი ძახილს პასუხობს, სურვილის გარეშე დგება, საჯინიბოში მუშაობისგან ოფლით გაჟღენთილ პერანგზე ისუნავს და ჯერ ჭისკენ მიდის. ბაო, რომელიც უკანა ეზოში თხილის ჭამით არის გართული,  ომეგას მცდელობას ამჩნევს ოფლის სუნი მოიცილოს, უახლოვდება და აცხადებს, რომ ის ჰარამხანის მომსახურედ მიდის, ანუ გამოდის, რომ მანამდე ისედაც იბანავებს და გამოიცვლის. სწორედ ბანაობის შანსი მიაჩნია იუნგის ერთადერთ პლუსად, რასაც იღებს ჰარამხანის მომსახურებით. ეს რომ არ ყოფილიყო, მზად იქნებოდა მთელი დღე ნეხვი ეზიდა საჯინიბოდან, ოღონდაც თვალით არ ენახა გადაპრანჭული და გაბერილი ეგოს მქონე ომეგები. იუნგის სამუშაო არ აშინებს, მიეჩვია კიდეც მას და თუ შეუძლია, სხვებსაც კი ეხმარება. ჰარამხანასაც მშვიდად მოემსახურებოდა, იქ მცხოვრებნი მასზე რომ არ რეაგირებდნენ და თავს ანებებდნენ. რინთან სადილობის შემდეგ გეგონება ყოველმა მათგანმა მიზნად დაისახა იუნგის წამება. როგორც კი დარბაზში შედის ან აუზს უახლოვდება, ერთადერთი რაც თავისი მისამართით ესმის, ეს ბილწი სიტყვებია და დამცირების მცდელობა. თუ სასახლის მსახურები ზურგს უკან ჩურჩულს ირჩევენ, მბრძანებლების ომეგებს არაფერი აკავებთ პირში უთხრან ყველაფერი.

GUKYUNNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ