შავი და შავი

2.3K 263 92
                                    

   ორი დღის განმავლობაში იმ ღამის შემდეგ, რომელსაც ჰოსოკი თავის მეხსიერების საიდუმლო კუნჭულებში ინახავს, თეჰიონს საერთოდ ვერ ხედავს. ეს მოსალოდნელიც იყო, თუ ომეგას ჭრილობებს გავითვალისწინებთ და დროს, რომელიც რეაბილიტაციისათვის არის საჭირო. ამ დღეების განმავლობაში ჰოსოკის ოთახში სამჯერ გამოცვალეს თეთრეული და თავად ოთახიც დაალაგეს, მაგრამ დღემდე, როგორც კი ოთახში შედის, მაშინვე გრძნობს მის სურნელს, სხვა ომეგებს არ იძახებს, არ სურს სურნელი განდევნოს. მესამე დღეს ჯონგუკი ნამჯუნს და ჰოსოკს ავალებთ თავიანთი ტერიტორიის მონახულებას, მიწების შემოვლას, თავად კი იმპერიის ერთ-ერთ მსხვილ ქალაქში მიემგზავრება, საიდანაც შპიონებს არასასიამოვნო ამბები მოაქვთ. იბლისში ალფის დამხმარე და ომებში ქვეითი ჯარის მეთაური რჩება მმართველად. როგორც კი მბრძანებლები იდენს ტოვებენ, სასახლე სატანის საყვარელი ომეგის, რინის სამფლობელოდ იქცევა.

   რინი ცხრამეტი წლის არის და ჯონგუკს ჩრდილოეთის მიწებში ლაშქრობის დროს ერგო. ომეგა ნაადრევ ასაკში მიხვდა, რომ უჩვეულოდ ლამაზია და ამის გონივრულად გამოყენება ისწავლა. რინს ნაზი, აბრეშუმივით კანი აქვს, თეთრი თმა, სახის ლამაზი ნაკვთები, ყველაზე მთავარი კი დიდი, პირდაპირ სულში მაცქერალი ცისფერი თვალები. როდესაც ომეგას მამის ციხე-სიმაგრე დაეცა, თავად გავიდა მეომართან თავის საუკეთესო სამოსში გამოწყობილი და სატანასთან გატარებული ერთი ღამით არა მარტო შეწყალება მოიპოვა, არამედ მისი ფავორიტიც გახდა. სამწუხაროდ, ოჯახი ვერ გადაარჩინა, რადგან ჯონგუკმა ისინიც, როგორც სხვა დაპყრობილი ქალაქის მმართველები, დახოცა. რინმა ყოველთვის იცოდა, რაც სურდა, არაუშავს თუ დრო და გარემოებები კორექტირებას უკეთებენ მის გეგმებს, ხანდახან საერთოდ უშლიან მათ, მაგრამ ახალ გეგმებს ისახავს  და არასოდეს ნებდება. ახლა რინს სურს მოასწროს და პირველმა გაუჩინოს მემკვიდრე ჯონგუკს. პირველი შვილი ალფის ტახტის მთავარი პრეტენდენტი იქნება, რინს კი უდარდელ, უსაფრთხო ცხოვრებას მოუტანს და საბოლოოდ ამოათრევს ჰარამხანიდან, სატანის ოფიციალურ წყვილად აქცევს. თუმცა ჯონგუკი შვილის ყოლას არ ჩქარობს, უფრო მეტიც, რინი ვერ გაბედავს და მისი ნებართვის გარეშე ვერ დაორსულდება, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ალფამ შესაძლოა ბავშვი არ მიიღოს, ხოლო ომეგა ამის გამო დაისაჯოს კიდეც. რინი ამის გამო დიდად არც ნერვიულობს, ურჩევნია თავისი ენერგია კონკრეტულ ნაბიჯებს მოახმაროს. მას გრძელი ღამეებით, როდესაც ალერსით დაქანცულნი წვანან საწოლში, პატარა ნაბიჯებით მიჰყავს ჯონგუკი იმ აზრამდე, რომ მემკვიდრის ყოლაა საჭირო.

GUKYUNWhere stories live. Discover now