Chapter 16

451 33 55
                                    

—დავიღალე.-ამოვიოხრე და თავი ხელებში ჩავრგე.

დამღლელი დღე იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მედელინთან დამღლელი დიალოგი მქონდა. კიდევ კარგი, მარტივად მოვგვარდით. ყველაფერი ავუხსენი და საბედნიეროდ ისიც გაგებით მოეკიდა, თუმცა მწარე რეპლიკები მაინც არ დაიშურა. თან, ეჭვის თვალით გამომხედავდა ხოლმე და ეს მზერა რასაც ნიშნავდა კი ვიცი, მაგრამ ვერ ეღირსება, ვერა.

ჩემი კაბინეტიდან გავდიოდი, რადგან ჰარისთან შევსულიყავი. რა დროსაც კარები გამოვაღე და ერთი ნაბიჯი გადავდგი, მაშინვე მძიმე სხეულს შევეჯახე.

—აუჩ, თავი.-თავი მოიქექა.

—ჯანდაბა, ლუი, მერამდენედ უნდა გამიხეთქო გული?!-გაბრაზებულმა ოდნავ ხმამაღლა ვკითხე.

—მე რა შუაში ვარ?!-წარბშეკრულმა შემომხედა.

—არა, მე ვაპირებდი კაბინეტში დაუკაკუნებლად შესვლას.

—უნდა დამეკაკუნებინა, მაგრამ მაცადე?-თავი იმართლა.

—კარგი, ხო.-თვალები ავატრიალე.—ამ დროს აქ რას აკეთებ?

—ჩემთან ვალი გაქვს, გახსოვს?-გამიღიმა.

წარბები შევკარი. რომელ ვალზე ლაპარაკობს?

—რამოდენიმე დღის წინ, მე და შენ სუშის საჭმელად უნდა გავსულიყავით, თუმცა, ჰარიმ შენი თავი წამართვა.-განმიმარტა, როცა მიხვდა, რომ ვერ ვიგებდი რომელ ვალზე ლაპარაკობდა.

—აჰაააა.-სიცილით დავუქნიე თავი.—კარგი მაგრამ, ასე გვიან?

—ხომ გითხარი, ოცდაოთხსაათიანი მომსახურეობის სერვისი აქვთ-თქო.-თვალები აატრიალა.

—ხო ხო, მახსოვს.-ხელები დანებების ნიშნად ავწიე.—დიდი სიამოვნებით წამოვალ.-გავუღიმე. მართლა მინდოდა ლუისთან ერთი საღამოს გატარება. მისგან იმდენად დიდი დადებითი ემოციები მოდიოდა, რომ ჩვეულებრივ მიჯაჭვულობას ვგრძნობდი, უკვე.
—უბრალოდ, ჯერ ჰარისთან შევალ და...

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now