❗️: თარგმანებს აბზაცის კომენტარების სექციებში ნახავთ.
______________________—ეივა, იცი, რომ უკვე ერთ საათია აქ ვზივარ და გელოდები?!-მობეზრებული ამბობს, როგორცკი ჩემს მოსაცმელს სკამზე ვკიდებ და მის წინ ვჯდები.
—მაპატიე, ლუ.-დამნაშავეს გამომეტყველებას ვიღებ.—მაგრამ, ჩემი ბრალი არაა.-მალევე ვაყოლებ.
-აბა, ჩემია?-წარბებს ზიდავს. ღმერთო, რა საყვარელია ამ წამს, რომ იცოდეთ.
—არა,-ვუღიმი.—ჰარის.-მოკლედ ვუჭრი და ჩვენთან მოსულ მიმტანს ცხელ შოკოლადს ვუკვეთავ.
—გაიგო, რომ ჩემთან შესახვედრად მოდიოდი და არ გიშვებდა?-სარკასტულად მეუბნება.
—არა,-სიცილით ვაქნევ თავს.—ერთ კვირაში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა რომელიღაც უცხოური ფირმის კომპანიონებთან და ყველაფერი რიგზე უნდა იყოსო. ამ 'ყველაფერი რიგზე უნდა იყოს'-ს კი, ჩემი შესვენების საათებიც ეწირება, როგორც ჩანს.
—მაშინ, საპატიო მიზეზი გქონია.-თავს მიქნევს.
—მართალია, ჰარის ზედმეტად პასუხისმგებლიანობა საპატიო მიზეზია.-სიცილით ვამბობ.
ჩემი შეკვეთლი ცხელი შოკოლადიც წამებში ჩნდება ჩვენს მაგიდაზე, რის გამოც მიმტანს მადლობას ვუხდი და მისი წასვლისთანავე ლუის ლამაზ, ლურჯ თვალებს ვეჩეხები.
—კარგი, ახლა მოვრჩეთ ჰარიზე ლაპარაკს და იმაზე ვისაუბროთ, რის გამოც შენი ნახვა მინდოდა.-ტონს ვასერიოზულებ.
—აჯობებს.-მეთანხმება.
—შენი, უფრო სწორედ, ბრედლის მეგობარი უკვე დაბრუნდა შიინ?-თვალებს ვაწვრილებ.
—ამაზე საუბარი გინდოდა ჩემთან?-წარბებს ზიდავს.
—უბრალოდ მაინტერესებდა.-თვალებს ვატრიალებ.
—არა, ხვალ ბრუნდება.
—არ გინდა, სანამ წავა გაგვაცნო?-ენთუზიაზმით სავსე ვეკითხები.
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fiksi Penggemar| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...