—კარგი რა ივ, გთხოვ მაპატიე. ვიცი რომ ამჯერად ძალიან შორს შევტოპე. ძალიან.- მთელი დღეა კუდში დამდევს და ლეკვივით წმუკუნებს 'ბოდიშს'.
—ხო რა ეივა, მეტად მართლა აღარ ვიზავთ.-აი, მეორე ლეკვიც აკავკავდა.
—ეივა აპატიე, თორე თავი ამტკივდა უკვე.- დივანზე მოკალათებულ ჩეისს პოპკორნი გასთავებია.
—სამსახურში მივდივარ.-უკმეხად ვთქვი და სახლი დავტოვე.
მისვლისთანავე ჰარისთან შევედი, რათა დღევანდელი დღის გეგმა კიდევ ერთხელ გაგვეარა, თუმცა კარს უკან არავის გაუცია პასუხი. ჩემით შევაღე კარები, მაგრამ კაბინეტი ცარიელი დამხვდა. პირველ სართულზე ჩავედი ჰეილისთან და როდესაც ვკითხე, ხომ არ იცოდა ჰარის აქ არ ყოფნის მიზეზი შემდეგნაირი პასუხი გამცა: "საქმიანი შეხვედრების გამო, როდესაც ქვეყნის დატოვება უწევს, იმ დღისით ყოველთვის აცდენს სამსახურს, რადგან უნდა, მთელი დღე თავის ძვირფას მეუღლესთან ერთად გაატაროს." ვხედავდი როგორ არ სიამოვნებდა ქეითლინზე საერთოდ ლაპარაკიც კი. არადა, რა კარგი, თბილი და პატიოსანი ქალია. ჰეილი რატომ ვერ ეგუება არ მესმის. თუმცა, ეს მისი საქმეა და არა ჩემი.
სხვა რა უნდა გამეკეთებინა, ავედი და კაბინეტში გამოვიკეტე. ბოლოს, უაზროდ ჯდომა რომ მომბეზრდა, მედელინს გადავურეკე. როგორც ჩანს არ ელოდა, რომ დავურეკავდი. რა ვქნა, მართლა არ შემიძლია მასზე დიდი ხნით გაბრაზება, მაგრამ ამჯერად სერიოზულად უნდა დაველაპარაკო.—ივ?!-შეპარვით იკითხა.—ყველაფერი რიგზეა?
—გცალია ჩვენს კაფეში რომ შევხვდეთ?
—რა თქმა უნდა, ათ წუთში მანდ ვარ.-მითხრა და გამითიშა.
ჩვენი კაფისკენ დავიძარი და დაახლოებით ოც წუთში იქ ვიყავი. ვიტრინიდანვე დავინახე, რომ ჩვენს ადგილას იჯდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა მაგიდაზე.
—შუადღემშვიდობის.-ჩუმად ვუთხარი და მის წინ დავიკავე ადგილი.
![](https://img.wattpad.com/cover/233799155-288-k221810.jpg)
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fanfiction| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...