Chapter 34

529 18 28
                                    

თქვენთვის აქამდე მითქვამს რომ ჰარი სიურპრიზებით სავსე ადამიანია? თუ არა, ახლა გეუბნებით და აწი გახსოვდეთ, რადგან ამ წამს, მის პირდაპირ, მისივე კერძო ვერტმფრენში ვზივარ, რომელიც სულ რამოდენიმე საათში საფრანგეთის, კერძოდ პარიზის მიწაზე დაეშვება.

   კი, გაფრენამდე სულ რაღაც ათი საათით ადრე მომახსენა, რომ გამზადება დამეწყო. დაახლოებით ერთი საათი ვეჩხუბებოდი და ვეუბნებოდი, რომ ათი საათით ადრე კი არა, ათი დღით ადრე უნდა მაფრთხილებდეს ხოლმე თავისი დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების შესახებ სხვა ქვეყნებში, მითუმეტეს, როცა ეს შეხვედრები ჩემს თან გაყოლასაც ითვალისწინებენ. საბოლოოდ, წუწუნის დასრულებისა და იმის გაანალიზების შემდეგ, რომ უფრო და უფრო ცოტა დრო მრჩებოდა გასამზადებლად, ბარგის ჩალაგება დავიწყე. მეორე დღეს, დილის თერთმეტ საათზე ჩემთან მოსულმა ჰარიმ, ჩემი კოცნის და ჩემს სხეულზე ხელების ფათურის შემდეგ, ჩემი ჩემოდანი ნაქანის საბარგულში მოათავსა და იმ ადგილისკენ დავიძარით, სადაც მისი კერძო ვერტმფრენი გველოდა, პილოტთან ერთად.

   დაახლოებით ოთხი საათი იქნება, რაც ვერტმფრენი აფრინდა, რაც იმას მიშნავს, რომ ორი საათი კიდევ დაგვრჩა. უსაქმოდ დარჩენილ ჰარის კი, ჩემი ყურების გარდა, არაფერი უკეთებია მთელი ეს დრო. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია და წიგნის კითხვა გამეგრძელებინა, რომლის ერთ აბზაცსაც უკვე მეექვსედ ვკითხულობ თავიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ტვინი უარს აცხადებს წაკითხულის გააზრებაზე, რადგან ჰარის მწვანე თვალებს წამით არ დავუტოვებივარ მხედველობის გარეთ.

—რა?!-გაბრაზებული ვხურავ წიგნს და მზერას ვუსწორებ.

—არაფერი მითქვამს.-მხრებს იჩეჩს და მშვენივრად ვამჩნევ, როგორ უტყდება იმ ქვედა ტუჩის კუთხე, რომელსაც თითებით აწვალებს.

—მთელი ოთხი საათია, თვალი არ მოგიშორებია ჩემთვის.-მობეზრებული ტონით წარმოვთქვამ.—თვალებს მაინც ახამხამებდი?

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now