Chapter 27

448 27 104
                                    

Harry's POV:

კარზე კაკუნი მესმის და წარბებს ვკრავ. კაკუნს უცნობი და ამავდროულად ნაცნობი ხმის გაჟღერებაც მოსდევს და თვალებს ნელ-ნელა ვახელ. ახალგაღვიძებულს მხედველობა ოდნავ დაბუნდული მაქვს, თუმცა მაინც კარგად ვარჩევ ეივას სახის ნაკვთებს.

'რა ჯანდაბაა' გავიფიქრე და კიდევ ერთხელ შევკარი წარბები. თუმცა, მალევე გამახსენა წუხელის რაც მოხდა და ამჯერად ტუჩის კუთხე ჩამიტყდა.

როგორც ამ ბოლო დროს სჩვევია, წუხელისაც გაურკვევლობაში დამტოვა და ისე დაიძინა, თითქოს მის საწოლში, მის გვერდით უცხო მამაკაცს არ სძინებოდა. ახლა კი, ჩემს გვერდით, მუცელზე წევს და სახე ჩემსკენ აქვს მოტრიალებული. თმა ოდნავ აქვს ჩამოყრილი სახეზე და უშფოთველად სუნთქავს. გახსნილი წარბები და დაბუშტული ტუჩები.

ლამაზია. ლამაზი სანახავი ყოფილა მძინარე ეივა.

ხელი მისი სახისკენ მიმაქვს, რომ სახეზე ჩამოყრილი ორი ღერი თმა, რომელიც მისი სუნთქვის გამო ირხევა, სახიდან გადავუწიო. თუმცა, უეცრად კარზე კვლავ კაკუნია და კაკუნს მედელინის ყვრილიც თან სდევს.

—ეივა-თქო!-ყვირის.—გამიღე კარები!

ეივა შეშინებული ახელს თავის დიდ, ყავისფერ თვალებს და პირდაპირ მე მისწორებს მზერას. შემდეგ კი, წამიც არ იქნებოდა გასული, 'ჯანდაბა' რომ წამოიყვირა ჩუმად და სასწრაფო წესით წამოდგა საწოლიდან. თუმცა, აშკარად თავბრუ დაეხვა და საწოლზე, ჩემგან ზურგით ჩამოჯდა.

—ჰეი, ფრთხილად.-წამოვჯექი.

—საერთოდ რომელი საათია.-გამომხედა.

—ჯანდაბა, უკვე ცხრა საათია.-თვალებგაფართოებულმა წარმოვთქვი მას შემდეგ, რაც ტელეფონზე საათი შევამოწმე.

—და არც ერთს არ გაგვახსენდა, რომ მაღვიძარა დაგვეყენებინა?-ჩუმად და სიბრაზით წარმოთქვა.

—ფაქტი სახეზეა.-მეც გაღიზიანებულმა წარმოვთქვი.

—ეივა, შენ რა, მოკვდი?!-კვლავ კარს უკნიდან გაისმა ხმა.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now