Harry's POV:
არ არის მარტივი, იმის შემდეგ რაც მე გამოვიარე, ასე მარტივად შევიგრძნო კიდევ ერთხელ ბედნიერების განცდა. მხოლოდ მე ვიცი, რამდენი მწარედ გატარებული ღამე მაქვს გამოვლილი მას შემდეგ, რაც ქეითლინი წავიდა. ის ერთადერთი ქალია, რომელიც აქამდე მყვარებია, ამიტომ იმაზე მეტი გავლენა აქვს ჩემზე, ვიდრე ამას ოდესმე ვინმე წარმოიდგედა. ერთადერთია, ვისთანაც მთელი ჩემი ცხოვრების გატარება მინდოდა, მაგრამ რა მოხდა?! მიღალატა. თან ვისთან მიღალატა?! საკუთარ მეგობართან. თავს ორმაგად განადგურებულად ვგრძნობ. ორმაგად დამცირებულად. ხანდახან, როდესაც ამ მოვლენაზე ცოტა დიდხანს ჩავფიქრდები ხოლმე, ვამჩნევ, როგორ მიჩქარდება სუნთქვა და ხელები როგორ იწყებს კანკალს. დიდი ხანია რაც გავიაზრე, რომ ამ შემთხვევამ სრულიად გამანადგურა. სრულიად.
მაგრამ ახლა, მაშინ, როცა ჩემს წინ მუცელზე მწოლიარე მძინარე ეივას ვხედავ, თითქოს ყველაფერი კარგადაა. თითქოს, სულიერი სიმშვიდე მოაქვს მის ჩემთან ასე ახლოს ყოფნას. სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, ის რომ არა, დღეს მე იმაზე უარესად ვიქნებოდი, ვიდრე რეალურად ვარ. მისი მზრუნველობა და სიკეთე ყველა მცირე დეტალში იკვეთება. უნდა, რომ მის გარშემო ყველა ნასიამოვნები დატოვოს. იცინის იმაზე, რაც შიგნიდან კლავს. მხოლოდ დადებით ენერგიას ასხივებს, მაგრამ ხანდახან იღლება. იღლება თავის მოჩვენებით, თითქოს სულ ბედნიერია. მე ხომ ვამჩნევ ამას.
—ნუ მაშტერდები.-თვალებდახუჭული, ჩუმად ამოთქვამს.
მეღიმება და სავარძელში ვსწორდები. წუხელის, როდესაც მივხვდი, რომ ჩემს მიერ დივანზე დატოვებული, ჩემივე მიერ აგზნებული რამოდენიმე წუთის შემდეგ უკან არ გამომყვა, უკან დაბრუნებულს დივანზე ჩაძინებული დამხვდა. არ მინდოდა გამეღვიძებინა, ამიტომ, მხოლოდ პლედი გადავაფარე და მეც მის პირდაპირ, სავარძელზე მჯდომიარემ დავიძინე.
![](https://img.wattpad.com/cover/233799155-288-k221810.jpg)
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fanfiction| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...