დასვენების დღემ იდეალურად ჩაიარა. მედელინთან, ჩეისთან და აარონთან ერთად გავატარე. თავს ყველაზე ბედნიერად სწორედ ასეთ დღეებში ვგრძნობ ხოლმე. სამივე ჩემი კომფორტის ადამიანია, მათთან თავს ყოველთვის თავისუფლად ვგრძნობ. მათთან საუბრისას, არ მჭირდება რაღაცის თქმამდე დაფიქრება, ეს კი ყველაზე დიდი ბედნიერება და თავისუფლებაა ჩემთვის.
—იქნებ, ჩვეულებრივი შარვალ-კოსტუმი სჯობია?-დაახლოებით ნახევარი საათია მე და მედელინი იმაზე ვკამათობთ, უბრალო მოკვდავს ვგავდე ამ საღამოს, კორპორაპიულ წვეულებაზე, თუ-პატარძალს.
—ეივა, დაგავიწყდა რა თანამდებობაზე მუშაობ?-ნიშნის მოგებით მკითხა.
—მთავარი დიზაინერის ასისტენტად?-წარბშეკრულმა ვუპასუხე.
—ანუ...
—ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰარის შეკერილ ლუქებში უნდა გამოვეწყო, მედელინ.-თვალები ავატრიალე.
—ჰარის შეკერილ კაბებში მე და შენ სიზმრებშიც ვერ გამოვეწყობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მებაღის ფორმით უნდა მიხვიდე წვეულებაზე, ეივა.
—ხო, მაგრამ...
—და საერთოდ,-მაწყვეტინებს.—რატომ მიჰყევხარ შენ, აბა შემახსენე?-თვალებს აწვრილებს.
—წვეულებას კომპანიის თანამშრომლის, ანუ მისი ასისტენტის სახელით დავესწრები.-ვპასუხობ და კვლავ საწოლზე ლამაზად გადაკიდულ თეთრ შარვალ-კოსტუმს ვაკვირდები.
—აჰაა...-წარბებს ზევით ზიდავს.
—მედელინ.-გამაფრთხილებელი მზერით ვიყურები მისკენ.
—არაფერი არ მითქვამს!-ხელებს უდანაშაულობის ნიშნად მაღლა სწევს და ოთახიდან გადის.
—სად ჯანდაბაში მიდიხარ! გადამაწყვეტინე რა ჯანდაბა ჩავიცვა!-ამოვიტირე.
—ჯანდაბაში მივივარ, რადგან ის ჯანდაბა მოგიტანო, რაც იმ ჯანდაბა წვეულებაზე უნდა ჩაიცვა!-მიყვირის.
![](https://img.wattpad.com/cover/233799155-288-k221810.jpg)
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fanfiction| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...