Chapter 33

716 26 40
                                    

❗️: თავი შეიცავს სექსუალური სცენების დეტალურ აღწერას. ამიტომ, მინდა, ვინც არაკომფტორტულად გრძნობთ თავს მსგავსი სცენების კითხვისას, ეს თავი გამოტოვოთ. არაფერ ფიქციისთვის მნიშვნელოვან დეტალს არ გამოაკლდებით.
___________________________

Ava's POV:

—ეივა, გამიღე.-მობეზრებული ტონით ამბობს და კიდევ ერთხელ სწევს კარის სახელურს დაბლა.

—არ გაგიღებ-მეთქი! ეს როგორ გააკეთე!-აღშფოთებული ვიმეორებ და გულნატკენი გავყურებ კარის პატარა ხვრლედან.

—ივ, პატარა ბავშვივით იქცევი.-ვხედავ, როგორ ატრიალებს თვალებს.—გამიღე, გავიყინე.

—წადი ჰარი, და დაახლოებით ორი თვე აღარ დამენახო.

—ხომ იცი, რომ მაგდენი ხანი უჩემოდ ვერ გაძლებ.-დამპლური ღიმილი ეპარება სახეზე.

—მაგასაც ვნახავთ!-ფეხს ვაბაკუნებ.

—მიდი, პატარავ, გამიღე. გამიღე და რამენაირად შევეცდები ჩემი შეცდომის გამოსწორებას, რომელიც არც კი ვიცოდი, რომ შეცდომად ჩამეთვლებოდა.-დავინახე როგორ გააკანკალა. წასვლას როგორც ჩანს, არ აპირებდა, გარეთ კი მინუს ათი გრადუსია და ცოდოა. რომ გაცივდეს?

საკეტს ფრთხილად ვატრიალებ მარჯვნივ და კარსაც მსგავსი სიფრთხილით ვაღებ. თავს დაბლა ვხრი და წამებში ვხედავ წყვილ ფეხებს ჩემი ტერფების პირისპირ. შემდეგ, კარების დაკეტვის ხმაც მესმის. არ მინდა მაღლა ახედვა. თუმცა, იმ იმედით, რომ მის კულულებს ისევ დავინახავ, თავს ნელა ვწევ. მის მკერდთან ვაჩერებ მზერას, რომელიც სწრაფად ადის და ჩადის. მკერდიდან მზერა ყელზე გადამაქვს და ისევ ვჩერდები. ამოღებული მაისური აცვია, რის გამოც ყელზე არსებული არტერიები მკვეთრად უჩანს. და ბოლოს, მზერას მის თმაზე ვაჩერებ.

არა, ის კულულები, რომლებიც მე ასე ძალიან მიყვარდა, აქ აღარ არიან. როგორ არ დაენანა?! როგორ შეიჭრა თითქმის კისრამდე ჩამოსული კულულები?!

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now