Chapter 5

447 34 26
                                    

სახლში დავბრუნებისთანავე სამზარეულოში გადავინაცვლე, სადაც ბედნიერი სახით მოფუსფუსე მედელინი დამხვდა.

—წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რა ჯანდაბა გააკეთე?-ბრაზით მივუგე.

—რაზე საუბრუბ?-ვითომ ვერ ხვდებოდა.

—მედელინ, ეს არასწორი საქცეილი იყო. რა ეგონება ახლა? შენი აზრით, კარგი იქნება თუ საკუთარ უფროსზე, თან ცოლიან უფროსზე მონადირე თანამშრომელი ვეგონები? საერთოდ რაზე ფიქრობდი? როცა რაღაცას ამბობ ტვინი რომ უნდა დააყოლო თან, არ იცი?-საშინლად გაბრაზებული ვიყავი. საშინლად!

—ეივას სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ესე იგი ჩვენმა გეგმამ გაამართლა.-გაისმა აარონის გამაღიზიანებელი ხმა მისაღებიდან და მეც იკითკენ ავიღე გეზი.

—თქვენმა გეგმამ? თქვენი გეგმა ჩემი უფროსის თვალში ჩემს კახპად წარმოჩენას წარმოადგენდა?-ვყვიროდი. ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი.

—ხომ არ აზვიადებ? უბრალოდ სამაგიერო იყო.-თვალები გადაატრიალა აარონმა.

—ჯანდაბა! რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ, რომ ჩემს პირადში ცხვირი არ უნდა ჩაყოთ არც ერთმა?! თუ გადავწყვიტე, რომ ცხოვრების ბოლომდე მარტო უნდა ვიყო და მარტო უნდა მოვკვდე, დაე იყოს ასე! ეს ჩემი ცხოვრებაა, ჩ ე მ ი! მიხედეთ თქვენს იდეალურ ურთიერთობას და მე ნუ შემეხებით.-ორივეს გასაგონად ვთქვი და გაცეცხლებული ჩემს ოთახში შევვარდი. კარები ისე მოვიჯახუნე, მადლობა ღმერთს, რომ არ ამოვარდა.

შეიძლება ზედმეტი მომივიდა, მაგრამ დავიღალე. ეს მხოლოდ ჰარის გამო აღარ ხდებოდა, ამდენი ხნის დაგროვილმა ბრაზმა ერთიანად იფეთქა. როგორ ფიქრობენ, მე მინდა მთელი ცხოვრება ასე განვლიო? მთელი ჩემი ცხოვრება, საშინელი რომანტიკოსი ვიყავი. მთელი ჩემი ბავშობა და თინეიჯერობა ვფიქრობდი, რომ იდეალური სასიყვარულო ურთიერთობა მექნებოდა ზრდასრულობაში. მე მინდოდა, რომ ჩემს 'ნამდვილ' სიყვარულს ჩემთვის პირში მოეხალა, საკმარისად კარგი არ ხარო?ჩემთვის მარტივია ასეთი ოცნებების დამსხვრევა და მათზე ზედ გადავლა, თვითონ რომ არ დამიმატონ?

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now