Chapter 2

556 38 44
                                    

   არა, ცხოვრება ყოველთვის დამცინოდა, მაგრამ მემგონი ეს მართლა მეტისმეტია.

—იმედია, უზრდელობაში არ ჩამომართმევთ, თუ გეტყვით, რომ ნამდვილად თქვენი ბრალია.-ვუთხარი და თავი გვერდით გადავხარე. ჩაეცინა და საზურგეს მიეყრდნო.

—ნამდვილად ბედის ირონიაა.-თქვა და საჩვენებელი თითი ქვედა ტუჩზე გადაისვა, თან ფეხებიდან თავამდე ამათვალიერა.

—გეთანხმებით. ახლა რა ვქნათ, გამიშვებთ თუ შევუდგე საქმეს?-ვცდილობდი ღიმილი დამემალა, რომელიც იმით იყო გამოწვეული, რომ თითქოს რაღაც პრივილეგიას ვფლობდი.

—კარგით, მაგრამ მეტჯერ აღარ უნდა დააგვიანოთ სამსახურში.-ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა, მე კი გაოცებისგან წარბები ავზიდე.

—კარგით.-არ მინდოდა ენა შემეტრიალებინა, თორემ ვიცოდი დაგვიანების კი არა, არამედ ამ ლაქლაქის გამო მიპინტრიშებდა აქედან.

—შეიძლება?-დაუკაკუნებლად შემოყო თავი იმ ჟღართმიანმა გოგონამ. ეს დასაშვებია?

—მოდი ჰეილი, მოდი.-თავი დაუქნია.

—ანთავისუფლებ?-დამწუხრებულმა ჰკითხა.

—არა, ამჯერად არა.

—მართლა? რა კარგია.-სახე გაუბრწყინდა და მე შემომხედა. როცა ჩემი მზერაც მასზე გაჩერდა, თვალი ჩამიკრა, რამაც ჩემი ღიმილი გამოიწვია.

—ყველაფერი აუხსენი რაც ევალება, შენ გაბარებ.

—რათქმაუნდა ჰაროლდ.-თვალების ტრიალით უთხრა. ღმერთო, შენ ხომ მაინც იცი რამხელა ძალისხმევა დავხარჯე, რომ არ გამცინებოდა, მაგრამ ჩემი ფხუკუნი მაინც გაისმა ოთახში, რაზეც ჰეილის გაღიმებული, ხოლო მისტერ სტაილსის წარბშეკრული მზერა დავიმსახურე.

—მერამდენედ გეუბნები, ეგ აღარ დამიძახოთქო? სამსახურში მაინც.-ისე უთხრა, ჩემთვის მწვავე მზერა არ მოუშორებია. ვეღარ გავუძელი და თავი დაბლა დავხარე.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now