სიმწრისგან ცრემლები წამომივიდა.
—ვაიმე, არ იტირო გთხოვ.-ავხედე.
თვითონაც ცრემლები ჩასდგომოდა ლურჯ თვალებში.—მტკინვეულია და მეტირება.-თავი გავიმართლე.
—რა იდიოტი ვარ, ღმერთო!-ჭიქას რომელშიც სულ რამოდენიმე წვეთი ყავაღა იყო დარჩენილი, ხელი გაუშვა და ძირს დააგდო.
—მართალი ხარ ნაილერ, იდიოტი ხარ!-თავის ქნევით გასცა პასუხი ჰეილიმ და მე მომიბრუნდა.—წამოდი, მალამოს მოგცემ და გამოიცვალე.-მწუხარებით სავსე მზერით შემომანათა.
—დავუჩქაროთ, საშინლად მეწვის.-ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
ტუალეტში შესვლისთანავე ჩემი თეთრი, აწ უკვე ყავისფერი ლაქით დასვრილი საროჩკა გავიხადე და ჰეილის დავუწყე ლოდინი, რომელიც მალამოს მოსატანად იყო წასული.
—აი გამომართვი.-კარები რასაც ქვია შემოგლიჯა.
—მორბოდი?-ვკითხე და წამებში გამოვაცალე ხელიდან მალამო.
—ხო, როცა ვიცოდი რო შენ აქ ამ დღეში იყავი...-სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
—მადლობა.-აწყლიანებული თვალებით გავხედე.
—მიდი, შენ ეგ წაისვი, მე კი რამე კაბას მოგიტან.
—მოიცა, რაა?-მუცელზე დადებული მალამოს გადანაწილება შევწყვიტე და გაკვირვებული მზერა ვესროლე.—კაბა საიდან უნდა მომიტანო?
—საყვარელო, დაგავიწყდა სად მუშაობ? ეს სტაილსების კომპანიაა! აქ იქმნება ის კაბები და სამოსები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დატაცებაზეა!-სარკასტულად მითხრა.
—და როგორ ფიქრობ, ასეთი კაბის ან სამოსის ჩაცმა, ასე ჩუქების ფონზე შეიძლება დამხმარე პერსონალისთვის?-ახლა მე შევუბრუნე კითხვა სარკასტულად.
—ვერ შეგპირდები იმ კაბის ჩუქებას, რომელიც ასი ათასობით დოლარი ღირს, მაგრამ რამეს როგორ ვერ გიპოვი?
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fiksi Penggemar| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...