I know, it's been a long time since the last update but I want you guys to know that it's a very important chapter of the story. (Long one too)
So... read carefully and enjoy it._________________
Medelin's POV:—გავგიჟდები.-ვამბობ და ტელეფონს დივანზე ვისვრი.
—მედელინ, დამშვიდდი, იქნებ არაფერი არ მომხდარა.-შუბლზე მკოცნის.
—არა აარონ, გული მიგრძნობს რომ უსაფრთხოდ არაა.
—ცოტა ხნით კიდევ დაველოდოთ და თუ არ გამოჩნდა, პოლიციას შევატყობინოთ.
—ჩემი ბრალია, როგორ ჩამეძინა?! როგორ არ დავრწმუნდი, რომ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდა?!-თვალები მიწყლიანდება.
—იქნებ ჰარისთან დარჩა?-ვხედავ, როგორ ეძლევა იმედი.
—რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ეივა ჰარისთან დარჩენილიყო?
—მედელინ, დარეკე, იქნებ მართლა მასთანაა.-მომშორდა.
—მართალი ხარ.-მეც იმედი მომცა მისმა სიტყვებმა.—მაგრამ, ნომერი არ მაქვს.-ნერვებაშლილი ტელეფონს დივანზე ვისვრი.
სანამ ჰარის ნომერი გავიგეთ, მთელი ლაბირინთი გავიარეთ. ჩეისს დავურეკე, ეივაზეც ვუთხარი და თან ბრედლისთან დავარეკინე, არც მას აღმოაჩნდა, ამიტომ მან მან ლუის გადაურეკა, ლუიმ კი საბოლოოდ საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდა.
—გთხოვ, მანდ იყავი.-ჩუმად ვთქვი და დაველოდე როდის მიპასუხებდა ჰარი.
—გისმენთ.-ხრინწიანი ხმით მიპასუხა. აშკარად, მე გავაღვიძე.
—ჰარი, მედელინი ვარ.
—მედელინი?
—ეივას მეგობარი, მედი.-ახალგაღვიძებულია და ვერ აზროვნებს, არაუშავს.
—აა ხო, მედელინი.-მიხვდა.—რა ხდება, მშვიდობაა?!-ხმა შეეცვალა.
—ეივა შენთანაა?-ვკითხე და თვალები დავხუჭე. ღმერთო, გემუდარები მასთან იყოს.
—არა?
—ჯანდაბა.-ცრემლი ჩამომიგორდა და ტელეფონი გვერდით გავწიე.
![](https://img.wattpad.com/cover/233799155-288-k221810.jpg)
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fanfic| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...