Chapter 10

452 34 47
                                    

   Harry's POV:
   ტელეფონის დამაყრუებელი ხმა მაიძულებს თვალები გავახილო.

—ჯანდაბა.-ვამბობ და ტელეფონის ხელით ძებნას ვიწყებ.—გისმენთ.-ახალგაღვიძებული ხმის გამო საშინლად ბოხი და ამავდროულად ჩახრენწილი ტონალობით გამომდის პასუხი.

—მისტერ სტაილს.-სულ რამოდენიმე წამი მჭირდება იმის გასააზრებლად, თუ ვის ეკუთვნის ეს ხმა.

—ეივა?-გაოცებით ვამბობ და საწოლზე ვჯდები.

—დიახ, ეივა ვარ. ბოდიშით, თუ გაგაღვიძეთ, მაგრამ ერთ საათში დათქმული ინტერვიუ გაქვთ, თქვენ კი კვლავ არ იმყოფებით ოფისში. უმჯობესი იქნება თუ ინტერვიუს დაწყებამდე მე და თქვენ კიდევ ერთხელ გავისაუბრებთ.- მშვიდი ხმით ამბობს.

—მართალი ხარ, დამძინებია. ახლავე დავიწყებ გამზადებას და ოც წუთში ადგილზე ვიქნები.-იდიოტი ვარ, რამ დამავიწყა მაღვიძარას დაყენება.

—დროებით.

—ეი...-დასრულებას ვერ ვასწრებ, რომ უკვე თიშავს.

საშინლად ვგრძნობ თავს მის გამო. მაშინ რას ვამბობდი ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ როგორც კი მისი პირიდან წამოსული სიტყვები გავიგე, რომლითაც საკუთარ თავს ბიჟუტერიად, მე კი იუველირად მომიხსენიებდა, თავი ბოლო დონის ნაბიჭვრად ვიგრძენი.

—ლუი, დღეს რაღაც ინტერვიუ მაქვს, როგორცკი დამთავრდება ჩემთან მოდი და სადმე გავიდეთ.-ვეუბნები და თან ფეხსაცმელების თასმებს ვიკრავ.

—საქმე არაფერი მაქვს, ახლავე მოვალ.-ტელეფონის მეორე მხრიდან ლუის მხიარული ხმა გაისმა.

—თუ არ მოიწყენ სანამ მე ინტერვიუს ჩავწერ, კი ბატონო.-ვამბობ და პალტოს ვიცმევ.

—ეივაც უნდა დაესწროს შენი ინტერვიუს ჩაწერას?!-ეივას სახელის გაგონებაზე უნებურად ვშეშდები.

—არა?!-ეივა რა შუაში იყო, ვერ ვხვდები.

—ძალიან კარგი, მაშინ სანამ შენ ინტერვიუს ჩაწერ, მე ეივასთან ვიქნები.-უფრო ბედნიერი ხმით ამბობს.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now