Ava's POV
—ღმერთო, თავი.-ძლივს გასაგონად ვამბობ და საფეთქლებზე ხელის გულებს ვიჭერ.
—არადა, ამდენიც არ დაგილევია.-ომახიანად ამბობს მედელინი და ყავას მისხავს.
—რას ამბობ,-თავს მაღლა ვწევ და მისკენ ვიხედები.—ორი ვისკის და სამი შამპანიურის ჭიქა ცოტაა?!
—პრინციპში, შენთვის კი.
—მერე, რატო არ გამაჩერე.-ვეწუწუნები და თავს ისევ სამზარეულოს მაგიდაზე ვდებ.
—იმდენ ხალხში, ამხელა გოგოსთვის როგორ მეთქვა, გეყოფა-თქო?!-სიცილით ამბობს.
—სულ მე ხომ ვერ ვიქნები დედის როლის შემსრულებელი ჩვენს სამეგობროში? ერთხელ თქვენც იყავით.
ვერ ვჩერდები. სულ ასეა. დავლევ და მეორე დილას წუწუნი უნდა დავიწყო. ყველაფერზე უნდა ვიწუწუნო. რაც საწუწუნოა იმაზეც და რაც არა-იმაზეც.
—წუწუნს მორჩი და ყავა დალიე. სამსახურში არ დაგაგვიანდეს.
თავს ვაიძულებ თავი მაგიდიდან ავწიო და მედელინის მომზადებული ყავა თავის დროზე დავლიო, სანამ მისი სიტყვები ამხდარა და მართლა დამიგვიანია სამსახურში.
ღმერთო, სამსახურში უნდა წავიდე.
ჰარის უნდა შევხვდე.
გუშინდელი ღამის შემდეგ...—ნეტავ გზაში რამემ გამიტანოს.-ვოხრავ და უშაქრო ყავას ვსვავ.
—ეივა, იმედი მაქვს შენიშნე, რომ შევნიშნე.-მშვიდად ამბობს და ჩემს პირდაპირ იკავებს ადგილს.
—მედ, საკმარისად მტკივა თავი იმისთვის, რომ ახლა შენი ბოლო წინადადება გავიაზრო.-ვეუბნები, ფეხზე ვდგები და იმ უჯრისკენ მივიწევ, სადაც ტკვილგამატყუჩებელი მეგულება.—ცოტა მარტივად მითხარი.
—დავინახე, როგორ გამოგყვა ჰარი უკან მას შემდეგ, რაც მითხარი, რომ ტუალეტში გახვიდოდი და ორ წუთში უკან დაბრუნდებოდი.
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fanfiction| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...