Harry's POV:
იმ საღამოდან მოყოლებული, თავს ცუდად ვგრძნობ. ისევ და ისევ ეივას გამო. როდესაც მახსენდება, თუ რა ტონით მკითხა რატომ მომატყუეო, სულ სინდისის ქენჯნა მღრღნის შიგნიდან. თითქოს, ძალიან გაუცრუა იმედი ჩემმა ერთმა ტყუილმა. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ასეცა. მართალია, იმ საღამოს შემდეგ ერთი კვირა გავიდა და ჩვენც ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, მაპატია კიდეც და მითხრა, რომ დაივიწყებდა, თუმცა მე მაინც რაღაც არ მაძლევს მოსვენების საშუალებას.
—ეივა, ჩემთან შემოდი.-ვამბობ და მის პასუხს აღარ ველოდები, ისე ვუშვებ ხელს ღილაკს.
მითხრა, რომ ჩვენს მეგობრობას ასე ვერ გავამყარებდი და მართალიცაა. როდის იყო ტყუილზე აგებული ურთიერთობები ვინმესთვის კარგის მომტანი?
—მშვიდობაა?-წარბშეკრული და ოდნავ შეშინებული შემოდის კაბინეტში და კარებს უკან იხურავს.
—მშვიდობაა ეივა, მშვიდობა.-მეღიმება.
—კარგი, მაშინ რატომ დამიძახე?-ამბობს და სავარძელზე ჯდება.
—მომენატრე და.-ღიმილის შეკავებას ვცდილობდი.
ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა, რასაც მოველოდი. მობეზრებული სახით შემომხედა და თავი გააქნია.
—დღეს ხუმრობის ხასიათზე ბრძანდებით, ვატყობ.
—დიახ.-სიცილით ვუქნევ თავს.
—სამწუხაროდ, მე-არა.-ფეხზე დგება.
—ამიტომ, თუ რაიმე სერიოზული საქმე არ გაქვთ, დაგტოვებთ, ბატონო სტაილს.—და...-მეც ფეხზე ვდგები.—რატომ არ ხართ კარგ ხასიათზე, მის კლარკ?-წარბშეკრული ვკითხულობ.
—არ ვიცი, დღეს დილიდან რაც გავიღვიძე, რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება დამსდევს.-მხრებს იჩეჩს.
—წამოდი, კაფეტერიაში ჩავიდეთ და იქ ვისაუბროთ.-ვუახლოვდები.
თავის დაქნევით მთანხმდება და ერთად მივიწევთ კაფეტერიისკენ.
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fanfiction| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...