Chapter 32

553 30 26
                                    

Author's POV:

ეივა პირობის შესრულებას შეუდგა. აარონის სამეგობროს გარდა (მათზე აარონი იზრუნებდა), ყველას გააგებინა, მოსალოდნელი შემთხვევის შესახებ. თან, ყველა მკაცრად გააფრთხილა, რომ არაფერი შეემჩნიათ ან წამოსცდომოდათ, თორემ ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩებოდა.

მას შემდეგ, რაც ყველამ თანხმობა განუცხადა მედელინის გაბედნიერებაში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით, მზადებაც დაიწყო.

—პერფექციონისტია. ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც თვლის, რომ მასეა საჭირო.-ამბობს ჩეისი, როცა ხედავს, რამდენად დაღლილი სახეებით მიჰყვებიან ლუი და ბრედლი ეივას უკან, მაღაზიის დახლებს შორის.—ჯერ სად ხართ.-სიცილით აქნევს თავს.

—მე ის არ მესმის, ჰარი და ჰეილი რატომ არ იტანჯებიან ჩვენთან ერთად.-სრული უკმაყოფილოებით წარმოთქვამს ბრედლი.

—ნუ ღელავ,-ამბობს ლუი.—ისინიც მალე იქნებიან აქ და მერე, მთელი სამეგობრო ერთად მოვიხარშებით ჯოჯოხეთის ქვაბში.

ზუსტად სამი საათის წინ შემოაბიჯეს მოლში ეივამ, ლუიმ, ბრედლიმ და ჩეისმა. ყველა საჭირო ნივთისა თუ საკვები პროდუქტის ყიდვა ეივამ აიღო საკუთარ თავზე. სხვას ვერ ენდობოდა, ყველაფერი თავისით უნდა გაეკეთებინა და ასეც იქცეოდა. მიაბიჯებდა სხვადასხვა სექციების დახლებს შორის და ბიჭებსაც აიძულებდა უკან გაჰყოლოდნენ მას.

—ორი საათია წუწუნებთ.-თვალების ტრიალით ამბობს ეივა, თუმცა სიარულის ტემპს სრულებით არ ცვლის.

—და შენ ამ ორი საათის განმავლობაში ვერ მიხვდი, რომ ყველაფერი რიგზეა და შეგვიძლია წასასვლელ გზასაც დავადგეთ?!-არანაკლებ მობეზრებული ტონით წარმოთქვამს ბრედლი.

—ჩეის, შენი ბიჭი გააჩუმე.

ის-ის იყო, ბრედლის ისევ უნდა ამოეღო ხმა, ეივას ტელეფონმა რომ რეკვა დაიწყო.

—მაგან გადაგარჩინა.-ჩუმად ჩაილაპარაკა ბრედლიმ.

—გისმენ, ჰეილი.-ისე უპასუხა, დახლებს შორის სიარული არ შეუწყვეტავს.
—სასმელების განყოფილებისკენ დაიძარით და მერე უკვე გული საითაც გიკარნახებს, რომ ლუი იქ უნდა იყოს, მანდვე ვიქნებით დანარჩენებიც.-ბოლო სიტყვები ხმადაბლა დააყოლა და სიცილით გაუთიშა ტელეფონი, სანამ ჰეილი მწარე პასუხს გასცემდა, რომელიც დაახლოვებით "ჰარის რომ უგრძნოს გულმა შენი ახლოს ყოფნა და მასე მოვიკვლიოთ გზა, არა?!" შინაარსის უნდა ყოფილიყო.

Girl you loved, or girl you left. | H.S. |Where stories live. Discover now