Author's POV:
ყველას ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რომელიც სიკვდილამდე წაუშლელ კვალს ტოვებს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგს ეს ბედნიერების სახით ხვდება, ზოგი კი იმხელა ტრამვას იღებს, რომ ბოლომდის შრამად რჩება. პირველ შემთხვევაში არ ვსვავთ ხოლმე კითხვას 'რატომ?' მაგრამ, მეორე შემთხვევაში სულ გავიძახით: 'რატომ? რატომ მე?' პრობლემაც ამაშია. რატომ არ ვუსვავთ საკუთარ თავებს კითვას მაშინ, როცა რაღაც კარგი ხდება ჩვენს ცხოვრებაში? რატომ არ ვკითულობთ, მართლა ვიმსახურებთ თუ არა ამ ბედნიერებას? რა გავაკეთე ისეთი, რომ ეს დამემსახურებინა? ალბათ, ესეც ადამიანური ინსტიქტია, არა?
ალბათ.
________________
12 სათიანი უგონოდ ყოფნის შემდეგ, ეივა საბოლოოდ გონს მოვიდა.
—მგონი, გონს მოდის.-ნაცნობი ხმა ბუნდოვნად ჩაესმის.
—მართლა?-ბედნიერი ტონით პასუხობს.
თვალებს ნელა ახელს და ნაცნობ ჭერს აწყდება.
—მედ.-ჩურჩულებს.
—აქ ვარ ივ, აქ ვარ.-გვედით უწვება და თავზე ეფერება.
—მაინც მიპოვე, არა?-მსუბუქი სიცილით ეკითხება და თვალებს ხუჭავს.
—ყოველთვის გიპოვი.-სიცილითვე უბრუნებს პასუხს და შუბლზე ჰკოცნის.
—და, შეიძლება გკითხო ამჯერად როგორ მოახერხე?
—შენი ტელეფონის ნომრის მეშვეობით დაადგინეს ჰარიმ და ლუიმ სად იყავით.-თავზე ფერებას განაგრძობდა.
—ჰარიმ და ლუიმ?!-შუბლს კრავს და ახლაღა ახსენდება, რომ ჰარი იყო ის ადამიანი, რომელმაც გონების დაკარგვამდე რამოდენიმე წამით ადრე მიიხუტა და უთხრა, რომ მასთან იყო.
—ხო, ჰარიმ და ლუიმ.-დაუდასტურა.
თვალები კიდევ ერთხელ გაახილა და ამჯერად თვალი ოთახს მოავლო. ყველა აქ იყო. ჩეისი, აარონი, ლუი და ჰარი.
![](https://img.wattpad.com/cover/233799155-288-k221810.jpg)
YOU ARE READING
Girl you loved, or girl you left. | H.S. |
Fanfic| Harry Styles Georgian Fan-fiction| When you're a woman with a huge dream, there's nothing that can stop you from reaching your goal. Ava Clark, a twenty-four years old woman, who dreams about having her own restaurant. The restaurant in which she...