Correr es mi destino

620 72 52
                                        

მო შეურაცხყოფისგან და ბრაზისგან იხრჩობა, რომელსაც თითქმის მთელი კვირაა გულით დაატარებს, მაგრამ ელ დიაბლოსთვის მიცემულ სიტყვას ვერ ახტება. ომარიონის დამპლური დარტყმის შემდეგ გონს მოსული, ალფა მაშინვე მის მოსაძებნად გავარდა, მაგრამ გაუთვალისწინებელ წინაღობას შეეჩეხა გზად, ჯონგუკის სახით, რომელმაც დააფიცა, რომ არაფერს მოიმოქმედებდა სანამ მოწინააღმდეგეს არ დაამარცხებდნენ. შურისძიება და პირადი ანგარიშსწორება მხოლოდ გამარჯვების შემდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში მო სპეციალურად არიდებს სოკჯინს თავს, მინიმუმამდე დაჰყავს მასთან შეხვედრის შანსები, შიშობს რომ თავს ვერ შეიკავებს და მიცემულ პირობას დაარღვევს. იმ იშვიათ მომენტებში როდესაც ვალდებულია საერთო შეკრებებს დაესწროს, სადაც ომარიონიც იმყოფება, ტკაცუნამდე კრავს და შლის მუშტებს, ცდილობს ალფისკენ არც კი გაიხედოს და საკუთარ მხეცს მჭიდროდ აბამს ჯაჭვს. ერთმანეთს არც ელაპარაკებიან, არც კი უყურებენ ერთმანეთს, მაგრამ ოთახში სადაც ერთად არიან, მძიმე და დაძაბული აურაა, ჰაერი ხურდება და სისხლის არომატი დგება.

დღეს მო ბრძოლებზე მარტოა, თავის დაცვას გულშემატკივრობს, რომელიც დღევანდელ ორთაბრძოლაში მონაწილეობს და რინგთან იკავებს ადგილს. ბრძოლის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ათიოდე სკამის მოშორებით თავის დაცვის თანხლებით გაჩერებულ სოკჯინს ხედავს. ალფის მხეცი მომენტალურად იღრინება, ერთი სული აქვს ადგილიდან მოწყდეს და შური იძიოს, მაგრამ მო თოკავს მას, წარბშეკრული უყურებს მამაკაცს, რომელიც პიჯაკს ისწორებს და სკამზე ეშვება. ორთაბრძოლა იწყება, მოს სულ ავიწყდება ომარიონი და ხმამაღლა გულშემატკივრობს მეგობარს, რომელიც იმარჯვებს კიდეც. პირადად ულოცავს ალფას გამარჯვებას, სამახსოვრო ფოტოს იღებს მასთან ერთდ, და როდესაც მზერა დარბაზზე გადააქვს, სოკჯინს ვეღარ ხედავს.

ომარიონი ვერაფერით ახერხებს მიახლოებას, მოს შუბლზე წითლად აწერია „არ მომიახლოვდე, მოგკლავ". ალფას კი ენატრება.

GANGSTASCerita yang bikin terobses. Temukan sekarang