Eres mi epicentro de dolor

669 67 56
                                        

Eres mi epicentro de dolor

-ან მასთან მუშაობ და ან დროს მასთან ატარებ, მე შენთვის არ ვარსებობ! - ამბობს ილანი, როდესაც იუნგი, რომელიც ახლახან დაბრუნდა სამსახურიდან, ლეპტოპს ხსნის და ახალ შეკვეთაზე დადებულ კონტრაქტს კითხულობს. იუნგის ძალიან უყვარს პროექტებზე მუშაობა და სიამოვნებით იღებს ახალ გამოწვევებს. ყოველი ახალი გამარჯვება შთაგონებად იქცევა მომდევნო გამარჯვებისთვის და გამოცდილებად, რაც მომავალში ომეგას გამოადგება. ოდესღაც იუნგი აუცილებლად გახსნის თავის კომპანიას, ეს იდეა ბოლო დროს მტკიცედ აქვს ჩაბეჭდილი თავში, მაგრამ ჯერჯერობით სწავლობს.

-მამა, ხელს მიშლი, მერე ერთად ვივახშმოთ, ჯერ კონტრაქტის კითხვა დამამთავრებინე, - სთხოვს ომეგა ილანს, ხოლო ის ხმაურით აჯახუნებს კარს და საძინებელს ტოვებს. ნახევარი საათის შემდეგ იუნგი ეხმარება მაგიდის გაწყობაში და ახლადგამომცხვარ ტორტილაზე დებს ქათმის და ღვეზელის მიქსს.

-ხვალ დილას დასვენების დღეა და მამაჩემის საფლავზე მივდივარ, დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ, - ამბობს იუნგი და სალათს აბარებს თეფშებზე.

-მე ცოტა ხნის წინ ვიყავი, - პასუხობს ილანი. -იცი, როგორ მოქმედებს სასაფლაოები ჩემზე. ძალიან ბევრი დამიმარხავს წლების მანძილზე, მარტო წადი.

-მარტო არ ვიქნები. ჯონგუკიც მოდის. ამახოში დაბრუნდა, სულ ლა ტიერაში იკარგებოდა. ხვალ მამას დაბადების დღეა... ცუდია, რომ აღარ გახსოვს, - ხმა უსევდიანდება იუნგის.

-არაა გასაკვირი, რომ დამავიწყდა, - ცივად პასუხობს ილანი. -ასე რომ ვცხოვრობ, გასაკვირია, საერთოდ ჩემი სახელიც რომ მახსოვს.

-შენ მხოლოდ წუწუნი იცი, -საჭმელს ღეჭავს იუნგი, თუმცა გემოს ვერ გრძნობს.

-ამდენ წლიანი ტკივილის, სიღარიბის, დამცირებისა და შიშის შემდეგ გადაწყვიტე კიდევ დაგემატებინა - ამ წყეულ ადგილას დაბრუნდი, იმ მონსტრთან, რომელმაც ოჯახი წამართვა!- ყვირის ილანი.

GANGSTASLa tua prossima ossessione. Scoprilo ora