Es Hora de Cambiar

569 57 55
                                        

Es Hora de Cambiar - ცვლილებების დროა.

***
-უნდა წავიდე. მამიკოსთან უნდა წავიდე, მასთან მივა, მოკლავს,- იუნგი სწრაფად დგება იატაკიდან და სკამს ეყრდნობა.

-მე წაგიყვან,- ნაბიჯს დგამს თეჰიონი.

-არ გინდა,- ომეგა გასასვლელისკენ მიათრევს თავს. -არ არის საჭირო, ჩემს გვერდით იდგე მხოლოდ იმისთვის, რომ სინდისი დაიმშვიდო,- თვალებს მალავს ლეისგან.-ვიცი, რომ მსჯით. ჩემთვის მარტივია მარტო გამკვლავება, ვიდრე თქვენი სინანული და საყვედურის მოსმენა. მართლა არ მინდოდა ასე,- ეუბნება ლეის. -შეგიძლია გძულდე კიდეც, იმიტომ რომ სიმართლე დავუმალე, მაგრამ არ მომიტყუებია, მიყვარს.

-არც ერთი ჩვენგანი არ არის იდეალური, ყველა ვუშვებთ შეცდომებს და კიდევ ბევრს დავუშვებთ,- ჩურჩულით ამბობს ლეი.-მაგრამ ოჯახი ვართ, და ეს ნიშნავს, რომ ერთად უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი. მინდა იცოდე, მარტო არ ხარ. არ დაგავიწყდეს ეს.

იუნგი ქუჩაში გადის. ნახევარი საათი სჭირდება სახლამდე მისასვლელად, საკმარისი დრო, რომ თავი ცოტა ხელში აიყვანოს და მოემზადოს ალფასთან შესახვედრად, რომლისაც ახლა საშინლად ეშინია. რომ არა ილანი, იუნგი ტროტუარზე დაწვებოდა და დაიცდიდა, როდის გაჩერდებოდა მისი დაღლილი გული. მან მხოლოდ ახლახან დაიბრუნა დაკარგული სიყვარული, ძლივს წამოდგა ფეხზე, ღრმად ჩაისუნთქა და ახალმა ტვირთმა დაუმძიმა მხრები. იუნგი იძულებულია ყოველ ჯერზე მოკვდეს, არც საკუთარი თავისთვის და არც მომავლისთვის.

როცა იუნგი მისაღებში შედის, ილანი ბარგში ბოლო ნივთების ჩალაგებას ასრულებს.

-როგორც იქნა, ყველაფერი ჩავაწყვე. მივდივართ,- ამბობს ომეგა და სამკაულების ყუთის შიგთავსს პირდაპირ ჩემოდანში ყრის. იუნგი გვერდით უვლის, ქურთუკს იხდის და დივანზე წვება.
-ახლახან გავიგე ეკლესიაში მომხდარის შესახებ ამახოს მთავარ ჭორიკანასთან,- ილანი კიდევ რაღაცას ეძებს. -რატომ წვები? გინდა რომ მოკვდე?

GANGSTASHistorias para obsesionarse. Descúbrelo ahora