Me mata tu silencio

602 65 69
                                        

Me mata tu silencio- შენი სიჩუმე მკლავს.

***

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ სთავაზობს ჯონგუკი დიდი დღესასწაულის მოწყობას, სადაც ბევრი სტუმარი იქნება, იუნგი მაინც დაჟინებით აყენებს პატარა ქორწილზე მოთხოვნას და თავად იღებს ორგანიზებას ხელში. თავად ცერემონია ომის შემდეგ ახლადგარემონტებულ ამახოს ეკლესიაში იმართება, მზის ჩასვლისას. ცერემონიის შემდეგ სტუმრები ჯონგუკის მამულში მიდიან, სადაც გართობა იწყება. იუნგი თეჰიონთან ერთად ამშვენებს ეზოს, მინდორს ახალი ყვავილებითა და ლენტებით ავსებენ. იუნგი დეკორისთვის თეთრ და ნაზ ლურჯ ფერებს ირჩევს, ხოლო თეჰიონი მკვეთრი ნარინჯისფერი ლენტებით აფორმებს დანა-ჩანგლებსა და სანთლებს. იუნგი ორ კოსტიუმს უკვეთავს, ეკლესიაში თეთრ კოსტიუმსა და ლურჯ პერანგს ჩაიცვამს, ხოლო მამულში ჩასვლისას გამოიცვლის და მუქ შინდისფერს ჩაიცვამს, რომელსაც სპეციალურად კალდრონის საუკეთესო მკერავი უკერავს. ორი დღით ადრე იუნგი თმას შავად იღებავს, სიგრძის შეცვლის გარეშე. ჯონგუკი ზღვისფერ კოსტიუმს უკვეთავს, თეთრ პერანგზე მოსარგებად, რომ ომეგას ტანსაცმელს შეუხამოს.

ხვალ, საღამოს ხუთ საათზე, იუნგი მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში ეკლესიაში წავა, რომ თავისი ხელი იმ ადამიანს მისცეს, ვისაც მრავალი წლის წინ ჩააბარა გული.

-არა, არა, არა! დაფიქრდით კიდევ ერთხელ, ღვთის გულისათვის!- იძახის ილანი, როცა იუნგი ჯონგუკის მამულში იატაკზე ჯდება, სარწეველაში მწოლიარე ნინიოს გვერდით, სტუმრების განლაგებას ამოწმებს. ნინიო დივანზე ბურთივითაა გართხმული და ნერწყვის ბუშტებს ბუშტავს, სანამ მამიკო თეჰიონს ეხმარება იუნგის თაიგულის ყვავილების შერჩევაში.

-ეს არ უნდა გააკეთო,- ნერვიულად დადის ილანი ოთახში.

-რატომ?- თავს ვერ იკავებს ჯიმინი, რომელიც ილანის მიმართ თავისი სიძულვილის დაფარვას არც ცდილობს.-რატომ არ უნდა ჰქონდეს ოჯახი საყვარელ ადამიანთან?

GANGSTASCerita yang bikin terobses. Temukan sekarang